არქივი

HAL 9000

6af8e6a4397c

გაგრძელებაში ამ უნიკალური კომპიუტერის შესახებ

ალბათ ყველა თქვენგანი ხმარობს კომპიუტერს ყოველდღიურად. ამ პოსტში არის არამც თუ ჩვეულებრივი, არამედ სუპერთანამედროვე კომპიუტერების შესახებ. კომპანია “IBM”-მა გამოუშვა კომპიუტერი სახელად “DEEP BLUE”. იგი ჩინებულად თამაშობს ჭადრაკს. მან დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი. “DEEP BLUE” ყოველ თამაშზე იმახსოვრებს რაიმე ახალს და შემდეგ იგი მას იყენებს. ის არ გავს ადამიანს, არასოდეს არ იწყენს და არასოდეს არ ავიწყდება თავისი სვლა.

d2be2892a75c

ახალა კი “HAL 9000”-ის შესახებ
ჰელი არ არის ჩეტბოტი, ეს არის კომპიუტერულად დაპროგრამებული რომ ილაპარაკოს მარტივ ენაზე. ჰელი მართლაც ლაპარაკობს მარტივად, მაგრამ ჰელის მასწავლებლებს სურთ რომ აწარმოონ კომპიუტერი რომელთან დალაპარაკებაც შეგეძლება კლავიატურის გარეშე.
ჰელის მასწავლებლები ჰელს ასწავლიან ინგლისურ ენას, როგორც მშობელი თავის შვილს. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჰელს. ისინი ეუბნებიან ჰელს “ყოჩაღ”, როდესაც ის სწორედ გადაწყვეტს პრობლემას. თუ პასუხს ის არასწორად გასცემს, მასწავლებლები დააკლიკავენ მაუსზე და პასუხს შეასწორებენ.
ჰელის მეტყველება 18 თვის ბავშვის ტოლია და მისი მეტყველება იზრდება ძალიან სწრაფად. მას უკვე შეუძლია სიტყვებისგან შექმნას წინადადება. მან იცის რომ მაიმუნები ჭამენ ბანანს. მას ძილის წინ მისი მასწავლებელი უყვება ზღაპრებს. და როდესაც მისი მასწავლებელი დაამთავრებს ზღაპარს იგი ამბობს “მადლობა, დედა”. იგი თავის მასწავლებელს დედას უწოდებს. ჰელის მასწავლებელი ამბობს “hal is him, not it”. ამ წინადადებას ვერ გადავთარგმნიდი :yes:
ჩვენ ჩვეულებრივი კომპიუტერებით მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია და თითქმის ყველა ოჯახში დგას ეს ნივთი. მაგრამ ისეთ კომპიუტერებს კოგორიც არის ჰელი სჭირდებათ კარგი პატრონი.

P.S ეს ჩემი პირველი პოსტია :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button