გასართობისაკითხავი

სახალისო წინადადებები

ვიხალისოთ ერთად… სრულიადში… :))))

სულ რაღაც 2 დღეში “ხვალ” “გუშინად” გადაიქცევა.

მგონი ამნეზია და დეჟა-ვუ ერთად მჭირს. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რამ ადრეც დამვიწყნია.

დეჟა-მუუ: “გეფიცებით, ზუსტად ეს ძროხა ადრეც მინახავს”

სულელი მამაკაცი ქალს ეუბნება, რომ გაჩუმდეს. აი ჭკვიანი მამაკაცი კი ეუბნება, რომ ის საოცრად ლამაზად გამოიყურება, როცა პირი დახურული აქვს.

დალევის მიტოვების (ან სიხშირის შემცირების) საუკეთესო გზა:
ქორწინებამდე – დალიეთ, როცა მოწყენილი ხართ
ქორწინების შემდეგ – დალიეთ, როცა ბედნიერი ხართ

შეკითხვა: როდის უნდა მიულოცო ადამიანს შეცდომის დაშვება?
პასუხი: ქორწილის დღეს

როდესაც შენი ცხოვრება სიბნელითაა მოცული, თხოვე ღმერთს სინათლე. თუ ლოცვის შემდეგ არ განათდა, გთხოვ, გადაიხადე ელექტრო-ენერგიის საფასური.

შეკითხვა: რატომ არ აძლევს მთავრობა კაცებს ორჯერ ქორწინების უფლებას?
პასუხი: იმიტომ, რომ ერთი დანაშაულისთვის ორჯერ დასჯა კანონით აკრძალულია.

რაც უფრო მეტს სწავლობ, უფრო მეტი იცი. რაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტი გავიწყდება. რაც უფრო მეტი გავიწყდება, ნაკლები იცი. გამომდინარე აქედან, რატომ შევიწუხო თავი სწავლით?

ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ცხვირის ჩიჩქნა გულის ამრევია. ამიტომაც, დღეიდან ამის გაკეთება თვითონ მომიწევს.

თუ მახინჯი დაიბადე, დააბრალე შენს მშობლებს. თუ მახინჯი გარდაიცვალე – შენს ექიმს.

თუ მამაშენი ღარიბია, ეს შენი ბედია. თუმცა თუ შენი სიმამრია ღარიბი, ეს შენს სისულელეზე მიუთითებს.

დაიმახსოვრე, შენ ისეთივე უნიკალური ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.

გარდა ყოველ დილით გაღვიძებისა, შეუძლებელია არ არსებობდეს გზა, რომ უკეთესად დაიწყო შენი დღე.

თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში – აბაზანა დამილაგე.

ფული არ არის ყველაფერი, მასტერქარდი და ვიზაც ხომ არსებობს…

ნებისმიერი სტატისტიკის 90% სიცრუეა.

ქათამი კვერცხისთვის საშუალებაა, უფრო მეტი კვერცხის შესაქმნელად.

ნარკოტიკები ადამიანებს მეხსიერებას აკარგვინებს… და კიდევ, ერთ რამეს… მაგრამ რატომღაც ახლა ვერ ვიხსენებ…

დაზოგეთ წყალი! იბანავეთ თქვენს შეყვარებულთან ერთად!

არასდროს არ გადადო ხვალამდე ის, რისი გადადებაც დღეს შეიძლება.

ბავშვების ყოლა უკანა სავარძელზე იწვევს ავარიებს. ავარიების ქონა უკანა სავარძელზე იწვევს ბავშვებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close