საკითხავისაქართველო

რაზე ოცნებობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები


როგორც იქნა გათენდა ეს ნანატრი დღე. 2 საათით ადრე ავდექი კათარზისში წასვლამდე. რომ ვემზადებოდი უცებ თავში ისეთი აზრი მომივიდა, სიხარულისგან მეგონა გული გამისკდებოდა… ღია კარის დღეებზე ყველაზე კარგი უშუალოდ ხალხთან კონტაქტია. მათგან უტკბესი და უთბილესი სიტყვების მოსმენა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამჯერად მე გადავწყვიტე მათგან გამეგო სხვა რამ… მათი ოცნება! პოსტში ნახავთ თუ რაზე ოცნებობენ დღეს საქართველოში.

ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების აზრი, რომლებიც სათნოების სახლ ,,კათარზისის” ხშირი სტუმრები არიან. მათთან გასაუბრება მოვახერხე 19 იანვარს, ნათლისღებას. პოსტში ნახავთ მათ აზრს ღია კარის დღეების შესახებ და ასევე მათ ოცნებებს. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე მათგანმა კითხვაზე – ,, რა არის თქვენი ოცნება?” გამცა ასეთი პასუხი – ,, ოცნება რა არის?” …. მოკლედ დავიწყოთ :)

,, დიდებულია, მომსახურეობაც მომწონს. თავმდაბალი გოგონები ხართ. ხალხისთვის ზრუნავთ. მთავარი არ არის შემოხვიდე კუჭი დაიკმაყოფილო. შენ თვალებს რომ ვუყურებ, გულით მუშაობ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.“

ოცნება: ,, ჩემ საქართველოში იყოს მშვიდობა და ურთიერთ სიყვარული. მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს.“ პ.ს ,, მე ხუმრობა მიყვარს და ამან გადამარჩინა“.
ჟუჟუნა – 69 წლის.
………………………………………………………………………………………………………………………………….
,,უნდა იყვეს და იყვეს, ემსახურებოდეს ხალხს“. უცნობი – 60 წლის
…………………………………………………………………………………………………………………………………..
,, 150% ხალხი თქვენკენა ვართ. მაგარი ფირმაა, ხალხი, ადამიანები. კათარზისო კათარზისო უთქვენოდ რა არის სიცოცხლე.“

ოცნება: ,,კარგი საჭმელები გვინდა, მაგალითად ასატრინა, 20 წელია არ მიჭამია და არც მინახავს.“ უცნობი – 60 წლის.
……………………………………………………………………………………………………………………………………..
,,კათარზისი რომ არ იყოს არ ვიცი სად უნდა წავიდეთ, მაგრამ ტრანსპორტის ფულიც არ გვაქვს, რომ აქამდე მოვიდეთ.“ უცნობი
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,, აქ ვცხოვრობ, ვჭამ, რამდენიმე წელია. კმაყოფილი ვარ, კარგი დაწესებულებაა. ღმერთს ვთხოვ დიდხანს იყოს ღარიბებისთვის. აი ასე ვცხოვრობ ტანჯვაში, მთელი წლებია, მარტოხელა კაცი ვარ, ასე ვწვალობ… სიღარიბე ვარ“.

ოცნება: ,,მინდა კარგად ვიცხოვრო“. ა. მოსისოვი – 74 წლის
……………………………………………………………………………………………………………………………………..
,, ველოდები როდის მოვა ღია კარის დღე, რომ მოვიდე და გემრიელად ვჭამო“.

ოცნება: ,, ჩემი შვილი მინდა ვნახო, 20 წელია არ მინახავს. ბევრი ფასიანი მოსწავლე მინდა მყავდეს, პიანინოზე ვასწავლო დაკვრა“. ა. ალექსანდრიანი – 73 წლის
……………………………………………………………………………………………………………………………………..
,, ამაზე უძვირფასესი სასადილო არ არის თბილისში. მიხარია, რომ მოვდივარ აქ.“

ოცნება: ,, უფრო მეტი ვიცოცხლო, რომ ბევრჯერ მოვიდე აქ.“ იური – 76 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,, მე ვფიქრობ ძალიან კეთილი საქმეა, მოხულებულთათვის ღვთის წყალობაა.“

ოცნება: ,,რა იქნება ისე იყოს ცხოვრება, რომ უზრუნველყოფილები ვიყოთ.“ უცნობი – 70 წელი.
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,,მადლობელი ვარ, კარგი ხალხია, ცდილობენ გაგვიღიმონ.“

ოცნება: ,,გამოსწორდეს მდგომარეობა. პენსია გვქონდეს, რომ აღარ ,,ვიმათხოვროთ“. ლამარა გ. – 71 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..

ოცნება: ,, პენსია გვქონდეს, რომ არ გვქონდეს მათხოვრული დამოკიდებულება.“ ემა – 65 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,,მადლობის მეტი რა მეთქმის.“ ნაილი – 68 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..

,, აქ დავდივარ კათარზისში, მოვდივარ ვჭამ. კარგი საჭმელებია.“

ოცნება: ,, შვილიშვილები მყავს, კარგად იცხოვრონ. ომი არ იყოს.“ ნინა – 76 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..

,, მომწონს, კაი საჭმელებია.“

ოცნება: ,, მინდა ვიმუშაო, მინდა პატრული გამოვიდე.“ გიორგი – 9 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით.“ ნაზო – 29 წლის
……………………………………………………………………………………………………………………………………….
,, თქვენ ეხმარებით გაჭირვებულ ხალხს, მადლობა ამისათვის.“

ოცნება: ,, ყოველ კვირას რომ იყოს კარგი იქნებოდა.“ უცნობი – 70 წლის
……………………………………………………………………………………………………………………………………….

,, მომწონს თქვენი საჭმელები.“

ოცნება: ,, მინდა კარგად ვისწავლო. რომ გავთხოვდები კარგი სამსახური.“ ნინო – 13 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,, გემრიელი საჭმელებია, მადლობელი ვარ.“ ლუიზა – 60 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………..
,, ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია ყველაფერი, კმაყოფილი ვარ მაგიტო.“

ოცნება: ,, ველოსიპედი მინდა, კვადროციკლიც. სიკეთე იყოს საქართველოში და სიმშვიდე.“ სოსო – 13 წლის
……………………………………………………………………………………………………………………………………….
ოცნება: ,, ველოსიპედი მინდა, მანქანა.“ კაკო – 9 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………
,, მომწონს, ძალიან კარგია.“ ვახო – 12 წლის
………………………………………………………………………………………………………………………………………
,, მადლობელი ვარ, ღმერთმა ამრავლოს ბიზნესმენები.“

ოცნება: ,, ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები ჯანმრთელად იყვნენ. ქვეყანაში მშვიდობა იყოს.“ უცნობი – 81 წლის

……………………………………………………………………………………………………………………………………….
,, გადასარევი საკვებია, ხალხიც. რომ მახსენდებ კათარზისი მინდა წამოვიდე. მადლობა ჩვენ უნდა ვთქვათ თქვენს მიმართ.“

ოცნება: ,,იყოს კათარზისი არ დაიხუროს.“ უცნობი
………………………………………………………………………………………………………………………………………..
ოცნება: ,, მინდა ისე ვიცხოვრო არავინ არ შევაწუხო.

უიმედობა მკლავს, აღარ მაქ მუხლში ძალა
რა ვქნა რა ვუყო თავს, აწ მესველება განა?
დარდი აწვება გულს, რომ ვიმოძრავო მინდა,
მაგრამ მუხლი და მკლავი აღარ მიმიწევს წინა.

გული შფოთავს და ოხრავს, ჩემი ნატვრა ეს არის
ისე გავუყვე გრძელ გზას, არ შევაწუხო არვინ.
მინდა იქ მქონდეს ბინა სადაც ოჯახი სახლობს,
ქმართან დამმარხოთ მინდა, ჩემს მეუღლესთან ახლოს! უცნობი – 76 წლის

პ.ს. ყველას მადლობა ვისაც მოგეწონათ :* !

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close