საკითხავისასარგებლოსაქართველო

რაჭა 2

ae4956999244
ამ პოსტში მინდა გიამბოთ ჩემი კუთხის – რაჭის შესახებ…..
შემოი ბოშო ნაგრძობაში…. :D :D

რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი.

თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების – კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ – მაზრას.

ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.

ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
7b18c977d452
2eb530e51b39
b4d4cb18ccac
ნიკორწმინდა , ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.

ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.

ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს (“ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”, “ჯვრის ამაღლება”), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

არ შეიძლება რომ გვერდი ავუაროთ ტაძრის ფრესკებს. მისი სიდიადე და თვალწარმტაცობა თვალს ჭრის მის მნახველს.
1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
7cf7e8834f68
ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფ. წესთან. რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.

რაჭის სოფლები

აბანოეთი
აბარი
აგარა
ახალსოფელი
ბარეული
ბაჯი
ბეთლევი
ბოსტანა
ბუგეული
გოგოლეთი
გორი მ
გორისუბანი
დიდი ჩორჯო
ველევი
ზედა თლუღი
ზედა ღვარდია
ზედა შავრა
ზედა ჭყვიში
ზემო კრიხი
ზემო ჟოშხა
ზემო სხვავა
ზნაკვა
იწა
კაჩაეთი
კვაცხუთი
კვირიკეწმინდა
კლდისუბანი
ლიხეთი
მეორე ტოლა
მოტყიარი
მუხლი
ნამანევი
ნიკორწმინდა
პატარა ჩორჯო
სხარტალი
ტბეთი
ურავი
უყეში
ფუტიეთი
ქედისუბანი
ქვედა თლუღი
ქვედა ღვარდია
ქვედა შავრა
ქვედა ჭყვიში
ქვემო კრიხი
ქვემო ჟოშხა
ქვიშარი
ღადიში
ღვიარა
შუა კრიხი
შუა სხვავა
შხივანა
ცახი
ძირაგეული
წესი
წკადისი
ჭელიაღელე
ჭრებალო
ხვანჭკარა
ხიმში
ხონჭიორი
ხოტევი
ჯვარისა
ირი

კვაშხიეთი
კომანდელი
ლაგვანთა
ლესორა
მაჟიეთი
მრავალძალი
ჟაშქვა
ღები
შოვი
წედისი
ჭალა
ჭალისთავი
და ბოლოს რაჭის რამდენიმე სურათი
4deda6dfdb60
8358384af7c1
2ba3c9034cc2
e474b34dd519
სულ ეს იყო….
რა თქმა უნდა ძალიან ბევრი განხრით ვერ მიმოვიხილე რაჭა, რადგან ამას ერთი დიდი სამეცნიერო ნაშრომი სჭირდება, აქედან გამომდინარე მინდოდა თქვენთვის ძირითადი ცნობები მომეწოდებინა…..
P.S. გოუმარჯოს რაჭველებს
მე ნიკორწმინდელი ვარ … :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button