საკითხავისასარგებლო

საინტერესო და უცნაური ფაქტები #24

dc3294f876eb

  • „პირველყოფილი ძროხის“ (გარეული ძროხის) უკანასკნელი წარმომადგენელი 1627 წელს პოლონეთში მოკლეს…
  • …საავტომობილო ფირმის „Ferrari“ სახელწოდება წარმოიშვა სიტყვისგან Ferrum, რაც ლათინურად რკინას ნიშნავს…
  • ლიბიის დროშა ერთადერთი ერთფეროვანი სახელმწიფო დროშაა მსოფლიოში…
  • გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები ბინადრობენ…
  • …ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვინემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)…
  • ავარიის სახანოს ძლიერების მწვერვალზე მორჩილებისთვის ხარკს უხდიდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები…
  • ალასკის შტატი, რომელიც 1867 წლამდე რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა, აშშ–მ 7,2 მლნ დოლარად იყიდა.
  • პროსეკო, იტალიური შუშხუნა ღვინო, ცნობილია ძველი რომის პერიოდიდან…
  • ქართველთა აჯანყება ტექსელში ხანდახან ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლად მიიჩნევა…
  • პოეტის ნარცისისგან გამოჰყავთ ნარცისის ზეთი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეთერზეთი, რომელსაც მაღალი ხარისხის პარფიუმერიაში იყენებენ…
  • …1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა სერგეი კრუგლოვმა დაიჭირა…
  • …რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მწერალი თედორე დოსტოევსკი რუსული ავტოკრატიის (რუს. Самодержавие) პროპონენტი იყო…
  • ანგოლას ომი დამოუკიდებლობისთვის 1961-დან 1989 წლამდე გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ანგოლა 1975 წელს დატოვა…
  • …პირველი გაზიანი წყალი სოდის ბიკარბონატისა და ლიმონათის შერევით 1796 წელს შექმნა ჯოზეფ პრისტლიმ…
  • …ხის ხავსის, ლიქენის სახეობას Pseudevernia furfuracea, ძველი ეგვიპტელები ბალზამირებისას იყენებდნენ…
  • ინდის ცივილიზაციას კანალიზაცია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში ჰქონდა…
  • საპირფარეშოები იაპონიაში ამჟამად ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული საპირფარეშოებია მსოფლიოში…
  • ზოომუსიკოლოგია ცხოველთა შორის ხმოვანი კომუნიკაციის, ხმებისა და ვოკალიზაციების შესწავლას ქვია…
  • ბამბის ნაყინი პირველად საზოგადოებისთვის გაიყიდა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო ექსპოზიციაზე…
  • …ჩვილ ბავშვებს კბილები წყვილ-წყვილად ამოსდით…
  • …ვაშინგტონის სასტუმროში მეიფლაუერი კელვინ კულიჯის პერიოდიდან აშშ-ის ყოველი პრეზიდენტის საინაუგურაციო მეჯლისი ტარდება…
  • …დონალდ მაკლაფლინის მიერ 1945 წლის გაეროს კონფერენციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ შექმნილი ლოგო შემდგომში გაეროს დროშის პროტოტიპი გახდა…
  • …სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი „ბროწეულის ფერი“ ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა…
  • …მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ემიგრაციის წყალობით, კუინზი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი, ამჟამად ყველაზე მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ადგილია დედამიწაზე…
  • სტენდალის სინდრომი ფსიქოსომატური დარღვევაა, რომელიც ტურისტებს ფლორენციაში ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობის ერთდროულად ნახვისას უვითარდებათ…
  • ერევნის ტელეანძა ერთ-ერთი უმაღლესი ცალკემდგომი ზემაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში…
  • ზვართნოცის საკათედრო ტაძარი პირველ სომხურ 100-დრამიან ბანკნოტზე იყო გამოსახული…
  • მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკამ შვეიცარიას ომი გამოუცხადა, ვინაიდან მათ 600 ლოკომოტივი არ ათხოვეს…
  • …თავადი მიხეილ ვორონცოვი ნაპოლეონის ომებში იბრძოდა, დააარსა ოდესა და 1844 წელს კავკასიაში რუსეთის შემოჭრას ხელმძღვანელობდა…
  • სასტუმრო რიცი ლონდონში პირველი სასტუმრო იყო, რომელიც პირად საპირფარეშოს სთავაზობდა სტუმრებს ყველა ნომერში…
  • …სომეხმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე სურენ ავჩიანმა 1961 წელს სომხურ ენაზე თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.
  • …1961 წლის დაძველებული შატო ლატური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ითვლება…
თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close