არქივი

Nokia-ს ისტორია (ნაწილი III)

7928ed5dd671

ამით დამთავრდა ისტორია Nokia-ზე

შესყიდვები:

2003 წლის 22 სექტემბერს, Nokia–მ შეიძინა Sega.com–ი, Sega–ს ფილიალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Nokia N-Gage(სიგნალ.მიმღებ–გადამცემი) მოწყობილობის შექმნაში.

2005 წლის 16 ნოემბერს, Nokia–მ და კორპორაცია Intellisync–მმა – მონაცემთა და PIM სინქრონიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი, ხელი მოაწერეს Nokia–სათვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მის მიერ  Intellisync–ის შეძენის თაობაზე. Nokia–მ შესყიდვის პროცესი 2006 წლის 10 თებერვალს დაასრულა.

2006 წლის 19 ივლისს, Nokia–მ და  Siemens AG–მ განაცხადეს შერწყმის შესახებ, გაართიანეს რა თავ–თავიანთ მობილურებისა და ხაზის ტელეფონების ქსელური საქმიანობა, დააარსეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ქსელური ფირმა –Nokia Siemens Networks–ი.  მასში თითოეული კომპანიის წილი  50%–ია, სათაო ოფისი მდებარეობს ესპოში, ფინეთი. კომპანიის გათვლებით,  2010–ისათვის წლიური გაყიდვები იქნება  –16 მილიარდი €, დანახარჯების ეკონომია კი –1,5 მილიარდი €–ს  ოდენობით. დაახლოებით 20,000 Nokia–ს თანამშრომელი გადაეცა ამ ახალ კომპანიას.

2006 წლის 8 აგვისტოს, Nokia–მ და Loudeye Corp.–მ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც Nokia–მ დაახლოებით 60 მილიონ US $ დოლარად შეიძინა ონლაინ მუსიკის დისტრიბუტორი  Loudeye Corporation–ი. კომპანია ონლაინ–მუსიკის სერვისის  განვითარებით იმედოვნებს, რომ გაზრდის მობილური ტელეფონების გაყიდვათა რიცხვს. მომსახურება ჩართულია 2007 წლის 29 აგვისტოდან და გამიზნულია   iTunes–ზე კონკურენციის გასაწევად. Nokia–მ შესყიდვა დაასრულა  2006 წლის 16 ოქტომბერს.

2007 წლის ივლისში, Nokia–მ    Twango–ს ყველა აქტივი შეიძინა, ყოველმხრივი მედია–გადაწყვეტათა(შესაძლებლობების) ნაკრები, რათა გაეუმჯობესებინა ფოტოებთან, ვიდეოებთან და სხვა პერსონალურ მედია–ინფორმაციასთან მუშაობისა და ურთიერთგადაცემის პროცესი.

2007 წლის სექტემბერში, Nokia–მ განაცხადა სურვილი – შეესყიდა Enpocket–ი, მობილური სარეკლამო ტექნოლოგიებისა და სერვისის მიმწოდებელი.

2007 წლის ოქტომბერში, აქციონერთა და მმართველთა თანხმობით, Nokia–მ  8,1 მილიარდ $ დოლარად იყიდა Navteq–ი. Nokia–მ შესყიდვა დაასრულა  2008 წლის 10 ივლისს.

2008 წლის სექტემბერში, Nokia–მ შეიძინა   OZ Communications–ი, კერძო კომპანია დაახლოებით 220 მომსახურე პერსონალით და სათაო ოფისით მონრეალში, კანადა.

2009 წლის 24 ივლისს, Nokia–მ განაცხადა, რომ ყიდულობს გარკვეულ აქტივებს cellity–საგან – მობილური პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კერძო კომპანია, 14 თანამშრომლით ჰამბურგში, გერმანია.  cellity–ის შეძენა დასრულდა 2009 წლის 5 აგვისტოს.

2009 წლის 11 სექტემბერს, Nokia–მ განაცხადა გარკვეული აქტივების შეძენის სურვილი Plum Ventures–ისაგან – Inc (კორპორაციად დარეგისტრირებული სააქციონერო საზოგადოება),  კერძო კომპანია 10 მომუშავე პერსონალით, სათაო ოფისი – ბოსტონში, მასაჩუსეტის შტატი. Plum–ი შეავსებს Nokia–ს ადგილობრივ სოციალურ სერვისს.

აპარატურა:

აპარატურული განყოფილება პასუხისმგებელია Nokia–ს ტელეფონების პორტფოლიოს (მონაცემთა საქაღალდე) შემუშავება–განვრცობასა და მართვაზე, კომპონენტების სორსინგის (საჭირ. კომპ. მოძიება და არჩევა) ჩათვლით, განყოფილებას ხელმძღვანელობს Kai Öistämö (ფინ.). დანაყოფი შედგება  ძირითადი, მობილური ტელეფონების განყოფილებისგან,  მასთან არსებული ცალკეული ქვეგანყოფილებებით – მულტიმრდია (N სერიის აპარატები)   და Enterprise Solutions (ბიზნეს გადაწყვეტა) (E სერიის აპარატები), ასევე  ადრევე ცენტრალიზებური, ტექნოლოგიურ პლატფორმად წოდებული – R&D–საგან.

ეს განყოფილება უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე იმას, რომ ფართო მასებს მიეწოდოს ,,მობილური ხმა“ და ათასგვარი მონაცემების მქონე მობილური აპარატურა, მათ შორის high-volume (მასობრივი), მომხმარებელზე ორიენტირებული ტელეფონები და მოწყობილობები, და უფრო ძვირი მულტიმედია და enterprise-class(ბიზნეს–კლასი) ტელეფონები. აპარატები, GSM/EDGE, 3G/W-CDMA –სა  და CDMA–ს ფიჭურ ტექნოლოგიებზე არიან ბაზირებულნი. Nokia–ს N–სერიის მულტიმედიური კომპიუტერები ფართოდ იყენებენ Symbian OS–ს.

2006 წლის პირველ მეოთხედში, Nokia–მ  15 მილიონი მობილური ტელეფონი გაყიდა MP3 მხარდაჭერით, ეს იმას ნიშნავს, რომ  Nokia მსოფლიო ლიდერია არა მხოლოდ მობილური ტელეფონებისა და  ციფრული კამერების (რამდენადაც,  Nokia–ს ტელეფონების უმრავლესობა ციფრული კამერებითაა აღჭურვილი, ფიქრობენ, რომ ბოლო დროს Nokia–მ გადაასწრო Kodak–ს კამერების წარმოებაში, ამ სფეროშიდაც უდიდესია იგი მსოფლიოში) მიწოდებაში, არამედ დღეისათვის Nokia ციფრული აუდიო პლეერების (MP3 პლეერი) წამყვანი მიმწოდებელიც არის, წინ უსწრებს რა გაყიდვებით Apple–ის  iPod –ს.  2007 წლის ბოლოსათვის, Nokia–მ შეძლო თითქმის 440 მილიონი მობილური ტელეფონის გაყიდვა,  რაც მობილური ტელეფონების მსოფლიო გაყიდვების 40% –ს შეადგენს.

სერვისი:

სერვისის განყოფილება ინტერნეტ მომსახურების ხუთ სფეროში მუშაობს: მუსიკა, რუქები, მედია, მესიჯ–უწყებები და თამაშები. განყოფილება შედგება previous enterprise–ისა (მოწინავე წარმოება) და  მულტიმედია და Enterprise Solutions–ის(ბიზნეს კლას. გადაწყვეტა) ქვეგანყოფილებებისგან, მათში წინასწარვე გაერთიანებული სამომხმარებლო დრაივერ სერვისებით, ასევე მრავალი ახალი შენაძენისაგან (Loudeye, Gate5, Enpocket, Intellisync, Avvenu და OZ Communications), განყოფილებას ხელმძღვანელობს ნიკლას სავანდერი.

ჯგუფი მუშაობს არასატელეკომუნიკაციო სფეროს კომპანიებთან ტექნოლოგიების ავანსირებისათვის, ახალი დანართებისა და სხვა შესაძლებლობების განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ოლაინ სერვისი, ოპტიკა, მუსიკის სინქრონიზაცია და streaming–მედია (ჭავლური– როდესაც მიღების პროცესშივეა შესაძლებელი მულტიმედიური ინფორმაციის ნახვა).

მარკეტინგი:

მარკეტინგის განყოფილება Nokia–ს Customer(მომხმარებელი) და Market(მარკეტი) ოპერაციული განყოფილების მემკვიდრეა, იგი მართავს მომარაგება–მიწოდების რგოლს, გაყიდვების არხებს, უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდისა და მარკეტინგის სწორ ფუნქციონირებას. განყოფილების ხელმძღვანელია ანსი ვანოკი(Anssi Vanjoki).

ფილიალები:

Nokia–ს რამდენიმე ფილიალი აქვს, რომელთაგანაც 2009 წლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორია –Nokia Siemens Networks–ი და Navteq–ი. აქვს სხვა გამორჩეული ფილიალებიც: მდიდრული მობილური ტელეფონების დამამზადებელი და გამავრცელებელი –Vertu, ბაზირებული ინგლისში;  Qt Software, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია, ბაზირებული ნორვეგიაში, და OZ Communications, სამომხმარებლო e-mail –ისა და სწრაფი მესიჯირების მიმწოდებელი.

2009 წლამდე, Nokia იყო  მთავარი აქციონერი Symbian Limited–ის, რომელიც აწარმოებდა  Symbian OS–ს მიერ წარმოებული პროდუქციის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ლიცენზირებას, სწორედ ამ ოპერაციულ სისტემებს  გამოიყენებს სმარტფონებისთვის Nokia და სხვა მწარმოებლებიც.  2009–ში Nokia–მ შეიძინა   Symbian Ltd და, სხვა მრავალი  კომპანიის გვერდით, შექმნა  Symbian Foundation–ი (სიმბიანის ფონდი),  რათა დისტრიბუცია  Symbian–ის პლატფორმის  სალიცენზიო გადასახადისგან გაენთავისუფლებინა და იგი ღია წყაროდ გადაექცია.

Nokia Siemens Networks (ნოკია–სიმენსის ქსელი):

Nokia Siemens Networks–ი (უწინ Nokia Networks–ი) უზრუნველყოფს, როგორც რადიო და საკაბელო ქსელის ინფრასტრუქტურას, საკომუნიკაციო და ქსელური სერვისის პლატფორმებს, ასევე აწარმოებს ოპერატორების პროფესიონალურ მომსახურებასა და მიწოდებების სერვისს. Nokia Siemens Networks–ის ფოკუსირების ობიექტებია:  GSM, EDGE, 3G/W-CDMA და WiMAX რადიო მხარდაჭერის მქონე  ქსელები; ძირითადი ქსელები მზარდი IP–ით  და მულტიშეღწევადობის (ერთობლივი შესვლა ქს.ში) შესაძლებლობებით; და სხვა მომსახურებები.

2006 წლის 19 ივლისს, Nokia–მ და  Siemens AG–მ განაცხადეს შერწყმის შესახებ, გაართიანეს რა თავ–თავიანთ მობილურებისა და ხაზის ტელეფონების ქსელური საქმიანობა, დააარსეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ქსელური ფირმა –Nokia Siemens Networks–ი. ამის შემდეგ, Nokia Siemens Networks –ის, როგორც ბრენდის იდენტიფიცირება  მოხდა 3GSM მსოფლიო კონგრესზე ბარსელონაში,  2007 წლის თებერვალში.
2009 წლის მარტის მონაცემებით, Nokia Siemens Networks–ი ემსახურება  600–ზე მეტ აბონენტ–ოპერატორს 150–ზე მეტ ქვეყანაში, მის ქსელში ჩართულია  1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი.


Ovi:

995ed5f80c58

Ovi,  2007 წლის 29 აგვისტოს, ამ სახელით წარადგინა  Nokia–მ ინტერნეტ სერვისის თავისი ,,ყოვლისმომცველი კონცეფცია“. თავმოყრილია რა Ovi.com–ზე ,,პერსონალური პანელის“ სახით, სადაც მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს ფოტოსურათების ურთიერთგაცვლა მეგობრებთან, გადმოწეროს მუსიკა, რუკები და თამაშები პირდაპირ თავის ტელეფონში  და ისარგებლოს, Yahoo–ს Flickr ფოტო–საიტის ანალოგიური, third-party სერვისით.  Ovi –ს მეშვეობით Nokia  უფრო ღრმად იჭრება მსოფლიო ინტერნეტ–სერვისის სფეროში, სადაც პირდაპირი კონკურენცია  Microsoft–თან, Google–სა და Apple–სთან გარდაუვალია.
Ovi გვთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:   Ovi Store (დანართები, თამაშები, ვიდეოები და…) (Nokia–ს დანართების კოლექც.),  Nokia–ს მუსიკალური კოლექცია, Nokia–ს რუკები, Ovi Mail (შეტყობინებები),  N-Gage  მობილური თამაშების პლატფორმა  რამდენიმე S60 სმარტფონისთვის, Ovi  Share(ფოტო–ვიდეო), Ovi ფაილები, კონტაქტები და კალენდარი.  Ovi Store დანართები ჩაირთო  2009 წლის მაისში. Ovi Store–ს გახსნამდე , Nokia–მ მოახდინა თავისი  პროგრამული უზრუნველყოფის Download  store (ჩატვირთვა)–ს,  შეკვეცილი MOSH არქივისა და WidSets ვიჯეტების სერვისის მასში ინტეგრირება.

წყარო: mobi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button