გართობაუცნაური

Yahoo! Answers Fails, ნაწილი II

erupa

მორიგი რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი Yahoo! Answers-იდან. ყოველი შემთხვევისთვის, +12.

erpje
კითხვა: ჩემს ცოლს სურს, მისი პლაცენტა მიირთვას (პლაცენტა – ორგანო, რომელიც ვითარდება ორსული ქალის ორგანიზმში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და სუნთქვას). ნორმალურია ეს, თუკი ჩემი ცოლი ვეგეტარიანელია?
ჩემი ცოლი 32-ე კვირაშია და პლაცენტის შეჭმა მოუნდა. ვიცი, უხეშად და ახირებულად ჟღერს, მაგრამ ამას ბევრი ცხოველი აკეთებს (მათ შორის ბალახის მჭამელებიც). მან ინფორმაცია მოიძია და დაადგინა, რომ ეს ორსულობის შემდგომ დეპრესიას შველის.
მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ჭამოს, რადგან ვეგეტარიანელია და პლაცენტა კი ხორცეულია.

4v7w1
კითხვა: რატომ მეძახიან chode-ს სამსახურში? (Chode – სასქესო ორგანო სლენგის ენაზე)
როცა სამსახურში რაიმეს კარგად ვაკეთებ, მეუბნებიან, ‘ყოჩაღ chode’. როცა ვეკითხები, რას ნიშნავს, მეუბნებიან, რომ უბრალოდ გამოთქმაა ასეთი. რას ნიშნავს?
პასუხი: ეს კომპლიმენტია. უნდა გეამაყებოდეს, საქმეს კარგად ასრულებ და თანამშრომლები ამას გაგრძნობინებენ. ასე განაგრძე! და როცა სხვა ვიღაც ასევე კარგად შეასრულებს საქმეს, მათაც აგრძნობინე იგივენაირად. შენ კაცი ხარ!
კითხვის ავტორის კომენტარი: გმადლობთ. თავი უკეთ ვიგრძენი.

jcdy7
კითხვა: შეიძლება ჩემი ქმარი მკერდის რძით გამოვკვებო? ორსულად ვარ და ბავშვის რძით კვებას ვაპირებ, რამდენი ხანიც შესაძლებელი იქნება. მაგრამ შეიძლება ჩემი ქმარიც ასევე გამოვკვებო?

l0oru
კითხვა: თუკი სექსი მანამდე გქონდა, ვიდრე გაიგებდი, რა იყო სექსი, ქალწულად ითვლები?
ვიცი, უცნაური კითხვაა, მაგრამ თუკი ორ ბავშვს აქვს ურთიერთობა, სანამ სექსუალურად მომწიფდებიან, ან საერთოდ გაიგებენ, სექსუალური აქტი რა არის…ისევ უბიწოებად რჩებიან?
მაგალითად, თუკი 5 წლის ორ ბავშვს აქვს სექსი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ, უბრალოდ ახდენენ ტელევიზორში ნანახის იმიტირებას, მაინც უბიწოები არიან?

luk82
კითხვა: არის რაიმე საშუალება, რომ პოპულარული ბიჭისგან დავორსულდე?
13 წლის ვარ და არ მინდა, ხნიერი დედა ვიყო, ასე რომ როგორ მოვიქცე?


კითხვა: შეიძლება შენი შვილი დაორსულდეს, თუკი ორსულობისას სექსი გექნება?
თუკი გოგონაზე ხარ ორსულად და ამ დროს სექსი გექნება, შეიძლება სპერმამ იქამდე მიაღწიოს და ბავშვი გაანაყოფიეროს?
პასუხი: მხოლოდ ხუთშაბათობით.
კითხვის ავტორის კომენტარი: კარგი, ვეცდები ხუთშაბათობით თავი შევიკავო, მადლობა.

fp29b
კითხვა: როგორ გამოვრთო Caps Lock? გუშინ შემთხვევით გავააქტიურე და არ ვიცი, როგორ გამოვრთო. ყველა მეგობარი მიბრაზდება, რადგან ფიქრობენ, რომ მიწერისას მე მათ ვუყვირი. ეს პრობლემა ნელ-ნელა მიფუჭებს ცხოვრებას და მინგრევს ოჯახს. გთხოვთ, დამეხმარეთ!
პასუხი: ეს სამუდამოა, მეც სწორედ მასე დამემართა.
კითხვის ავტორის კომენტარი: ჰო, განწირულები ვართ.

b8y7h
კითხვა: ორსულობისას მინის პატარა ნატეხების ჭამა უსაფრთხოა? მინდა გინესის რეკორდების წიგნში შევიდე, როგორც ორსულობის ყველაზე უცნაური დიეტის ავტორი, ამიტომ ვაპირებ ჭიქის დამსხვრევას პატარა ნაწილებად ისე, რომ ყელი ან კუჭი არ გამიკაწროს. მე უმეტესად მინის ქიმიური თვისებები მაშფოთებს, რომელმაც შეიძლება ჩემი შვილის განვითარებაზე იმოქმედოს. მესამე ტრიმესტრში (ტრიმესტრი – სამთვიანი ვადა) ვარ, თუკი ეს რამეს ცვლის. მაგრამ თუკი ბავშვი დეფექტებით დაიბადება, ან რამეს არასწორად ვიზამ, დედობის უფლებას ჩამომართმევენ.
პასუხი: რა თქმა უნდა, უსაფრთხოა! ისევე როგორც ერთი გალონი ბენზინის დალევა და შემდეგ სიგარეტის მოწევა.

j2d7b
კითხვა: აბორტის გაკეთებით ისევ ქალწული გავხდები?

f7m5f
კითხვა: თუკი ჩემი ვაჟი გეია, ესეიგი მეც გეი ვარ? ჩემმა შვილმა ამასწინათ მითხრა, რომ გეია. მე კი ასე ამიხსნეს, რომ ჰომოსექსუალიზმი გენებით გადადის. ზუსტად არ ვიცი, გენები როგორ მოქმედებს და ვისგან მიიღო მან ეს გენი. თუკი გამოკვლევას ჩავიტარებ და აღმოჩნდება, რომ ჩემგან გადაეცა, ნიშნავს ეს იმას, რომ გეი ვარ? ან ნახევრად გეი, რადგან მას გენების ნახევარი გადაეცა ჩემგან?

vm6uv
კითხვა: Saving Private Ryan-ის გადასაღებისას 206 მსახიობი დაიღუპა? დარწმუნებული ხართ?
დამატებითი ინფორმაცია: http://www.imdb.com/title/tt0120815/trivia
მსხვერპლის ანგარიში: 206
რაა?
განმარტება: რაც კითხვის ავტორმა ნახა, არის ფილმში დაღუპულ პერსონაჟთა საერთო რაოდენობა.

wai29
კითხვა: როგორ გამოვიღო თვალის კაკალი? პრობლემა ისაა, რომ თვალში რაღაც მაქვს და ვერ ვიღებ, საავადმყოფოში წასვლა კი არ მინდა. იქნებ მითხრათ, როგორ გამოვითხარო თვალი. გმადლობთ.
პასუხი: მაგას თუ იზამ, დაბრმავდები. საავადმყოფოში წადი… თუკი ჯერ კიდევ შეგიძლია ამის წაკითხვა.

k1v1u
კითხვა: 12 წლის ვარ და არ ვიცი, მჯეროდეს სანტასი თუ არა? ზოგი ამბობს, რომ რეალურად არსებობს, ზოგი ამბობს, რომ არა. წავიკითხე წიგნი სახელად “ჩრდილოეთის ირმის გაქცევა”, რომელშიც სანტას ისტორიაა, იქ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინა რამდენიმე ადამიანმა ჩრდილოეთ პოლუსი და ნამდვილი სურათები იყო. რეალურად არსებობს სანტა თუ არა?

ofhke
კითხვა: მართალია, რომ თუკი აზიელ ქალთან გძინავს, პრეზერვატივი საჭირო არაა, რადგან არ ორსულდებიან? გამიგია, რომ თეთრი ბიჭის მიერ აზიელი გოგოს დაორსულების საშიშროება არ არსებობს, რადგან ჩვენი დნმ განსხვავდება.

v8ohv
კითხვა: ჩემი 16 წლის ვაჟი რომელიმე კულტის წევრია თუ რელიგიის მიმდევარი? ამ ბოლო დროს ჩემი შვილი ჩუმი გახდა. ამას წინათ დავინახე მეგობარ გოგონებთან ერთად, ისინი მაკიაჟს უსვამდნენ. როცა მის ოთახს ვალაგებდი, ჯასტინ ბიბერის სურათები ვუპოვე. მათ უმეტესობაზე წელსზემოთ შიშველი იყო. ეჭვი მაქვს, რომ ეს ან კერპებია, ან მსხვერპლად შესაწირი. ამ ბოლო დროს ჯასტინ ბიბერის დიდი თაყვანისმცემელი გახდა და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, მეგობარ გოგონებთან ერთად მის კონცერტზე წასულიყო. სამწუხაროდ, მე თანხმობა მივეცი. ასევე დავინახე, როგორ ესაუბრებოდა მეგობარ ბიჭს. მათ საუბარს სექსუალური ხასიათი ჰქონდა, არჩევდნენ, სად შეიძლებოდა ჰქონოდათ ურთიერთობა. ვშიშობ, ეს რაიმე საკულტო შეხვედრაა, სადაც იკრიბებიან და ჯასტინ ბიბერის საამებლად ჯგუფური სექსი აქვთ. ჩემი შვილი ჯასტინ ბიბერს სცემს თაყვანს? კულტის წევრია? მაშფოთებს ის ამბავი, რომ შეიძლება სარიტუალო სექსის შემდგომ, ჩემი შვილი მსხვერპლად შესწირონ. რა ვქნა?


კითხვა: რამდენად ძნელია, გახდე ასტროფიზიკა?
პასუხი: იმდენად ძნელი არა, რამდენადაც ინგლისური ენის სწავლა.

qwji8
კითხვა: რა არის ყველაზე სწრაფი და ადვილი გზა თვითმკვლელობისთვის? მახინჯი ვარ.. არ გამაჩნია საკუთარი თავის პატივისცემა.. არ ვარ საზოგადოების წევრი.. მეზიზღება ხალხთან ყოფნა.. დღის განმავლობაში დროის 80% მოწყენილი ვარ.. არ მაქვს მოტივაცია და ენერგია.. მინდა, რომ დავასრულო..
შემოხაზული პასუხები:
Kyle: მსუქან ქალსა და შოკოლადის ყუთს შორის დადექი.
eglonr: გააბრაზე ჩაკ ნორისი.

8olav
კითხვა: თუკი პლუტონი იმის გამო არაა პლანეტა, რომ ჯუჯაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა ადამიანებიც არ არიან ადამიანები?

163a3
კითხვა: რა ხდება “ბინდში”, როცა ბელას მენსტრუაციული ციკლი აქვს?
პასუხი: ისინი მის ტამპონებს ჩაის პაკეტებად იყენებენ.

16h3s
კითხვა: დელფინები იგივე გეი ზვიგენები არიან?

0tu9z
კითხვა: თუკი ჩვენ ციკლი გვაქვს, აქვთ კაცებს რაიმე მსგავსი? (ან რაიმე შემაწუხებელი/მტკივნეული)?
პასუხი: კი, და მას ქორწინება ჰქვია.

წინა ნაწილი იხილეთ აქ.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button