უცნაური

ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებანი”

0f76ec1d6dcd

ამ პოსტში გავეცნობით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს…

1) ვზივარ ღამით,განმარტოებული და დავყურებ საიდუმლო ნაწერებს;ისინი გადაშლილია სპილენძის სამფეხა მაგიდაზე.სიცარიელეში მოჩანს სუსტი ალი,რომელიც წარმატებას გვპირდება მომავლის სურათების ხილვისას

ნოსტრადამუსის მეთოდი

ამ სტროფში ვეცნობით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მეთოდს.იგი იყენებს IV საუკუნის ნეოპლასტონისტის,იამბლიკუსის მეთოდებს,რომლის წიგნიც – ”De Mysteriis Egyptorum” განმეორებით დაიბეჭდა ლიონში 1547 წელს და რომელსაც ნოსტრადამუსი მაშინვე გაეცნო.შესაძლოა, სწორედ ეს წიგნი იქცა მისი შთაგნების წყაროდ,რადგანაც პირველად ამ დროს გამოჩნდა მისი ”ალმანახები”.
აქ მიღწეულია ჯადოსნობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი:ღამეა,ნოსტრადამუსი მარტოა თავის სამუშაო ოთახში და კითხულობს აკრძალულ წიგნებს.სპილენძის სამფეხა მაგიდას იამბლიკუსიც იყენებდა.მაგიდაზე დადგმულ წყლით სავსე კათხაში ნოსტრადამუსი იყურებოდა მანამდე,სანამ წყალი არ აიმღვრეოდა,ამის შემდეგ კი წყალში ჩნდებოდა მომავლის სურათები.Flame exigue არის ის შთაგონების ალი,რომელსაც ნოსტრადამუსი იხილავს წინასწარმეტყველების წინ.

2)ჯადოსნური კვერთხი მოთავსებულია სპილენძის მაგიდის ფეხებს შორის.ის წყლით დაისველებს სამოსელის კიდეს და ფეხებს.იდუმალი ხმა,შიში;მას კანკალი აიტანს;ღვთაებრივი სიდიადე;ღმერთი ახლოს არის.

ნოსტრადამუსის მეთოდი

აქ ნოსტრადამუსი განაგრძობს თავისი მეთოდის ახსნას.იგი ჯადოსნური კვერთხით ეხება სამფეხა მაგიდის შუა ნაწილს,ხოლო შემდეგ კათხაში ჩასხმული წყლით დაისველებს ფეხებს და ტანსაცმელს.ნოსტრადამუსს ეშინია იმ ძალის,რომელსაც თვითონვე უხმობს.იგი ხედავს მას,ესმის მისი.ეს ძალა სასაუბროდ გამოეცხადება ხოლმე და ისიც იწერს წინასწარმეტყველებებს.შიში თანდათან ქრება,რადგანაც მას მოევლინა შთაგონება.
ნოსტრადამუსის ხილვის ეს გაორებული ხასიათი მეტად მნიშვნელოვანია სტროფების ამოხსნისას.

3)როდესაც ნაგავს ქარიშხალი გაფანტავს,ხოლო სახეები ნიღბებით დაიფარება,ადამიანები შექმნიან ახალრესპუბლიკას.ამ დროს წითლები და თეთრები არასწორად მართავენ სახელმწიფოს.

საფრანგეთის რევოლუცია

ამ სტროფში აღწერილია საფრანგეთის რევოლუცია,რომლის მძლავრმა ქარიშხალმაც,ნაგვის მსგავსად,მიმოფანტა არისტოკრატია.ნიღბით დაფარულ სახეებში შეიძლება ვიგულისხმოთ საფრანგეთიდან ლტოლვილები ან რევოლუციის მსხვერპლნი,რომელთაც არ ასცდენიათ გგილიოტინა.საინტერესოა,რომ ნოსტრადამუსი საფრანგეთს წარმოგვიდგენს რესპუბლიკურად,რომელიც გაწამებულია ახალი მმართველობით.თვალწინ გადაგვეშლება დანტონის,მარატისა და რობესპიერის ხანა,ხანა საშინელი ტერორისა.თეთრი ბურბონების ფერია,ხოლო წითელი – რევოლუციონერებისა.

f00492c51d57

4)მსოფლიოს მოევლინება მეფე,რომელსაც ხანმოკლე ცხოვრება ექნება.მისი მეფობის დროს ხალხს არ ეღირსება მშვიდობა.ამ დროს დიდ ზიანს მიაყენებენ პაპობას.

ნაპოლეონი და რომის პაპი პიუს VII

1804 წლის 18 მაისს ნაპოლეონმა თავი გამოაცხადა საფრანგეთის მეფედ და იმპერატორად,ხოლო 1814 წელს ტახტიდან გადადგა.მისი მეფობა მართლაც ხანმოკლე და სისხლიანი იყო.რომის პაპი,პიუს VII საფრანგეთში პირველად იმ მიზნით ჩავიდა,რომ ნაპოლეონი იმპერატორად ეკურთხებინა,ხოლო მეორედ იგი აქ ჩამოიყვანეს,როგორც პატიმარი.საფრანგეთის არმიამ 1809 წელს რომი დაიპყრო.1810 წელს კი პაპის კუთვნილი ტერიტორია საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.თვითონ პაპი ნაპოლეონმა შეიპყრო;;იგი მხოლოდ მისი ჩამოგდების შემდეგ,1814 წლის 23 იანვარს გაათავისუფლეს.
ნოსტრადამუსის ამ სტროფის უკანასკნელ სტრიქონში ლაპარაკია იმ საერთო რელიგიურ ანარქიაზე,რომელმაც მოიცვა საფრანგეთი 1792 წლიდან.

42fc7cdac5e3

5)რკინის აკლდამაში მოჩანს კუბო,რომელშიც მეფის შვიდი შვილი ასვენია.წინაპრები ამოდიან ჯოჯოხეთის სიღრმიდან,რათა დაიტირონ თავიანთი შთამომავალნი.

ვალუების შვილების ბედი და ჰენრი III-ს სიკვდილი,1610 წელი

აღნიშნულ სტროფში ნაწინასწარმეტყველია ვალუების სახლის დაცემა და მათი უკანასკნელი მეფის,ჰენრი III-ს ნეშტის გადასვენება სენ დენისის საგვარეულო აკლდამაში.საფრანგეთის დედოფლის,ეკატერინე მედიჩის შვიდი შვილის დაღუპვას ნოსტრადამუსი თავის წინასწარმეტყველებებში მრავალგზის ეხება.მაგრამ,ჰენრი III-ს სიკვდილით არ დასრულებულა ამ გვარის ისტორია,რადგანაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მარგარიტა ნავარიელი,რომელიც 1615 წელს გარდაიცვალა.
ბოლო სტრიქონი წარმოადგენს პოეტურ მიმართვას წინაპართა სულებისადმი,რომლებიც დაბრუნდნენ,რათა დაიტირონ ვალუების გვარის წარმომადგენელნი.

1bfcfeaf8500

6)გაისმის დამონებული ხალხის სიმღერა,მოთხოვნები,ხოლო პრინცები და ლორდები ციხეებში ჩაუყრიათ.შემდგომში მათ ღვთაებრივ მცველებად მიიღებენ უთავო იდიოტები.

საფრანგეთის რევოლუცია,1789 წელი

როდესაც მეფე ლუი XVI და მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს და ციხეში გამოამწყვდიეს,უბრალო ხალხი სიმღერებით ქუჩებში დადიოდა და თავის მოთხოვნებს უყენებდა ხელისუფლებას.უთავო იდიოტებს ნოსტრადამუსი უწოდებს ტერორის სულისჩამდგმელებს,ე.წ. რევოლუციის ლიდერებს,რომლებიც შემდგომში არისტოკრატიასთან ერთად გაუყენეს გზას გილიოტინისაკენ.

c106397a17ab

7)როდესაც საგიტარიუსში ცელი და წყალი შეუერთდებიან მისი ზენითში ყოფნის დროს,იქნება ეპიდემია,შიმშილი,მოკვდინება სამხედრო ძალის გამოყენებით.საუკუნე მიაღწევს განახლების მიჯნას.

ომი XX საუკუნის დასასრულს

საუკუნის დასასრულს სატურნი და აკვარიუსი უნდა შეერთებოდნენ საგიტარიუსს და მოსალოდნელი იყო დიდი ომი,რომელსაც მოყვებოდა ავადმყოფობა და შიმშილი.ნოსტრადამუსმა რამდენჯერმე იწინასწარმეტყველა ომი XX საუკუნის დასასრულისთვის.მისი აზრით ეს მოსალოდნელი იყო 1981 წლიდან,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ აქ ნოსტრადამუსი ცდება.აკვარიუსი ვერ შეუერთდებოდა საგიტარიუსს.როდესაც აკვარიუსში იქნებოდა,ხოლო საგიტარიუსი ზენიტში,ის შეიძლებოდა მხოლოდ კიბოს,მორიელის,ან თევზების თანავარსკვლავედში ყოფილიყო.სატურნი აკვარიუსს შეუერთდებოდა,ხოლო საგიტარიუსი მიაღწევდა ზენიტს საუკუნის დასასრულისათვის,მაგრამ ამით ომის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ განვსაზღვრავთ.

8)საფრანგეთში არეულობისა და უდარდელობის შედეგად გზა გაეხსნება მაჰმადიანობას.სიენას მიწა და ზღვა სისხლით მოირწყვება.მარსელის ნავსადგური აივსება გემებითა და საფარებით.

მეორე მსოფლიო ომი

აქ ლაპარაკია 1940 წლის არეულობაზე საფრანგეთში,რომლითაც ისარგებლეს იტალიელებმა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიყვანეს ჯარები ჩრდილოეთ აფრიკაში.უდაბნოს ბრძოლებში მრავალი იტალიელის სისხლი დაიღვარა.მარსელის ნავსადგური,მიუხედავად იმისა,რომ გერმანელების ხელში აღმოჩნდა,მუდმივად მოქმედებდა.

7dd55805c575

9)მესამე თვეს,მზის ამოსვლისას,ტახი და ლეოპარდი შეხვდებიან ბრძოლის ველზე.ღონემიხდილი ლეოპარდი გახედავს ცას და დაინახავს მზის გარშემო მფრინავ არწივს.

ვატერლოოს ბრძოლა,1815 წლის 18 ივნისი ნაპოლეონის 100 დღე

ეს არის ნოსტრადამუსის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ზუსტი წინასწარმეტყველება.
“Blucher”-ის ანუ ”პრუსიული ტახის” დამარცხება,რამაც ხელი შეუშალა ბრიტანეთისა და პრუსიის ჯარების გაერთიანებას.უელინგტონმა ვატერლოოსთან დაბანაკება გადაწყვიტა.ეს მოხდა 1815 წლის ივნისში,ნაპოლეონის ელბიდან გაქცევის სამი თვის შემდეგ.აქ იგულისხმება ნაპოლეონის ასდღიანი მმართველობა,რომელსაც ბოლო მოეღო ვატერლოოს ბრძოლის შედეგად.ნოსტრადამუსმა თავისი ანგარიში მარტის ბუნიაობიდან ააგო და ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრძოლის დაწყების თარიღი – 1815 წლის ივნისი.მთელი დღის განმავლობაში საფრანგეთის ჯარი უტევდა ბრიტანეთის ”ლეოპარდს”,უელინგტონი კი ელოდა მოკავშირეს,”ტახს”,რომელსაც ფლანგიდან უნდა დაერტყა ფრანგებისათვის.უელინგტონის პოზიცია მიმართული იყო სამხრეთისაკენ,ამიტომ ის კარგად ხედავდა ნაპოლეონის ”იმპერიის არწივებს”,რომლებიც მზის გარშემო დაფრინავდნენ.დაღამებისას ბრიტანელებს ძალა გამოელიათ.ამ დროს გამოჩნდა მტვრის ღრუბელი.პრუსიელთა ჯარი წინ მოიწევდა.ნაპოლეონი დამარცხდა.
ტერმინს ”იმპერიის არწივები” ნოსტრადამუსი ხშირად იყენებდა თავის ნაპოლეონის სინონიმადაც,ხოლო ინგლისის ჰერალდიკურ ლომს ნაპოლეონი ”ინგლისის ლეოპარდს” უწოდებდა.

bb7577366be3

10)ნიუ-სიტიში იგი ლმობიერი და მიმტევებელია.მტაცებელი ფრინველი ღმერთებს მიუძღვნის თავს.გამარჯვების შემდეგ ის შეიწყალებს თავის ტყვეებს.კრემონასა და მანტუაში დიდი სიძნელეებია მოსალოდნელი.

ნაპოლეონი ვილა ნოვაში და მანტუის ალყა.1796-1797 წლები

ნაპოლეონი თავისი, ე.წ. ”იტალიური კამპანიის” ჟამს (1795-1797) , ჩავიდა ვილა ნოვაში.მან არ იცოდა,როგორ ემოქმედა,რადგანაც ჯერ არ მიეღო ახალი ბრძანება საფრანგეთის მმართველობისაგან.1796 წლის ივნისში ალყა შემოარტყა მანტუას.ალყა 1797 წლის თებერვლამდე გაგრძელდა.ამ პერიოდში ნაპოლეონი უჩვეულო სულგრძელობასა და ლმობიერებას იჩენდა პატიმრების მიმართ.ფრანგ დამპყრობელთა რისხვა არ ასცდა მანტუის მახლობლად მდებარე კრემონასაც.მანტუის მშვიდობიანი პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა.ფრანგების შემდეგ 1799 წელს მანტუაში ავსტრიელები შევიდნენ,1801 წელს ისევ ფრანგებმა დაიბრუნეს,ხოლო 1814-დან 1866 წლამდე კვლავ ავსტრიის კუთვნილებაში აღმოჩნდა.მანტუასა და კრემონაში,ისევე,როგროც მთელ ლომბარდიაში 1849-59 წლებში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.
ყურადღება მიაქციეთ მეტაფორებს,რომლითაც ნოსტრადამუსი ამკობდა ნაპოლეონს:”მტაცებელი ფრინველი”,”არწივი” და სხვა.

11)გავარდება მეხი და დღისით მოკვდება დიდი ადამიანი.მკვლელობა ნაწინასწარმეტყველები იქნება ბარათით.მეორეს მოკლავენ ღამით,მოსალოდნელია კონფლიქტი რეიმსში,ლონდონსა და ტუსკანში.

კენედების მკვლელობა

ამ სტროფში ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ძმების,ჯონ და რობერტ კენედების მკვლელობა.ჯონ ფ. კენედი ლი ჰარვეი ოსვალმა მოკლა 1963 წლის 22 ნოემბერს,დღისით,ტეხასის შტატ დალასში;ეს გასროლა მეხის გავარდნას ჰგავდა.მეორე ძმა,რობერტ ფ.კენედი,მოკლეს გათენებისას,როდესაც ის ზეიმობდა საარჩევნო კამპანიაში გამარჯვებას.ბარათებში ნოსტრადამუსი,ალბათ,იმ მრავალრიცხოვან მუქარის წერილებს გულისხმობს,რომლებსაც ძმები სიკვდილის წინ იღებდნენ.
მკვლელობამ კონფლიქტი გამოიწვია საფრანგეთში,ინგლისსა და იტალიაში.

c803edad9e3f

12)თევზს,რომელიც მოგზაურობს როგორც წყალში,ასევე ხმელეთზე,ნაპირზე ამოაგდებს უზარმაზარი ტალღა;;მისი მოყვანილობა უცნაურია და გლუვი,სიდიდე – შიშის მომგვრელი.მისი დახმარებით მოწინააღმდეგეები ზღვიდან აიღებენ ერთმანეთის სიმაგრეებს.

”პოლარისი” ან ”საბროგი”

ეს არის ბალისტიკური რაკეტ ”პოლარისის” ან მისი ამერიკული ასლის,”საბროგის” ზუსტი აღწერა.რაკეტასწყალქვეშა ნავიდან ისვრიან,რაც იწვევს უზარმაზარ ტალღებს ოკეანეში.წყლიდან გასროლილი რაკეტა მიფრინავს ჰაერში და ზუსტად ხვდება მიზანს.

13)დიადი იმპერია შეიცვლება პატარა კუნძულით და მალე ისევ დაიწყებს ზრდას.შემდეგ მოჩანს უფრო პატარა ადგილი,სადაც ის მივა,რათა სამუდამოდ უარი თქვას სამეფო კვერთხზე.

ნაპოლეონი კუნძულ ელბასა და წმ.ელენეზე

იმპერატორ ნაპოლეონის დიადი იმპერია (ყურადღება მივაქციოთ,რომ ნოსტრადამუსი საფრანგეთს უწოდებს არა სამეფოს,არამედ იმპერიას) მალე შეიცვალა პატარაკუნძულ ელბათი.ელბადან გაქცევის შემდეგ ძლევამოსილი ასი დღის განმავლობაში,ნაპოლეონის იმპერიამ კვლავ დაიწყო ზრდა,მაგრამ მას აღარ ეწერა აღზევება.დამარცხების შემდეგ ნაპოლეონი დააპატიმრეს და გადაასახლეს უფრო პატარა,წმ.ელენეს კუნძულზე,სადაც მან საბოლოოდ უარი თქვა ძალაუფლებაზე.

56e05dde1b2a

14)მტაცებელი ფრინველი მიფრინავს მარცხნივ;ბრძოლის წინ უკავშირდება ფრანგებს,მაგრამ სინამდვილეში,ემზადება მათთან საბრძოლველად.ზოგს ის კარგი ჰგონია,ზოგს – ცუდი,არაგულწრფელი,სუსტ მხარეს იგი ბედნიერების მომასწავებლად ესახება.

ჰიტლერი და საფრანგეთი,1838-1940 წლები

აქ ნოსტრადამუსი ყველა დროის სასტიკი ომის გამჩაღებელს,ჰიტლერს მტაცებელ ფრინველს უწოდებს.ეს სახელი,რომლითაც მან ნაპოლეონიც შეამკო,ჰიტლერისათვის უფრო ზედგამოჭრილია.
”მარცხნივ გაფრენას” აქ უფრო გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს,რადგანაც რუკაზე საფრანგეთი გერმანიის მარცხნივ მდებარეობს.ჰიტლერმა ჰოლანდიის და ბელგიის დაპყრობის შემდეგ ილაშქრა საფრანგეთში.იგი წინასწარ ემზადებოდა ამ ბრძოლისათვის.
ბოლო სტრიქონი მიგვანიშნებს ომის წინა პერიოდში ფრანგ პოლიტიკოსებს შორის ჩამოვარდნილ უნდობლობაზე,კორუფციაზე,რომელმაც კულმინაციას მიაღწია მას შემდეგ,რაც პეტენმა ჰიტლერის ძალაუფლება აღიარა.

ba05828cfa3c

15)ორთაბრძოლაში ახალგაზრდა ლომი დაამარცხებს უფრო ხნიერს.იგი მას შუბს გაურჭობს თვალში.ორი ჭრილობაერთდროულად;შემდეგ ის მოკვდება საშინელი სიკვდილით.

ჰენრი II-ს სიკვდილი.1559 წელი

ეს წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის სიცოცხლეშივევ გაიშიფრა.როგორც კი ეს სტროფი წაიკითხა,ეკატერინე მედიჩიმ თავისთან უხმო ნოსტრადამუსს და სთხოვა,აეხსნა მისი მნიშვნელობა.იტალიელმა წინასწარმეტყველმა ლუკ გაურიკმა ჯერ კიდევ ადრე გააფრთხილა ჰენრი მეორე,რომ მისი მეფობის დასაწყისი და დასასრული დუელებით აღინიშნებოდა.ჰენრი II-ს გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ,მართლაც შედგა პირველი ორთაბრძოლა.ამიტომ უცნაურია,რომ მეფემ მეტი სიფრთხილე არ გამოიჩინა და გადაწყვიტა,მონაწილეობა მიეღო შეჯიბრში,რომელიც 1559 წელს,ზაფხულში გაიმართა მისი დის,ელისაბედისა და ქალიშვილის,მარგარეტის ქორწინებას ( ისინი ერთდროულად დაქორწინდნენ და არა ერთმანეთზე :D) მიეძღვნა.ზეიმის დროს,რომელმაც სამ დღეს გასტანა,მეფე შეუერთდა მოასპარეზეებს.პირველი ორი დღის განამვლობაში მეფემ ზედიზედ მოიპოვა გამარჯვებები,მაგრამ მესამე დღეს შოტლანდიელ დაცვის უფროსთან,მონტგომერისთან შერკინებისას ჰენრი II დამარცხდა.მეფე გაჯიუტდა და დაჟინებით მოითხოვა,ხელმეორედ შებრძოლებოდნენ ერთმანეთს.მესამე ცდაზე მორკინლებმა ერთმანეთს შუბები გადაუმტვრიეს,მონტგომერიმ ვეღარ მოასწრო შუბის შეკავება, – გადატეხილი შუბის ტარმა გახვრიტა ოქროს მუზარადი და თვალში შეერჭო მეფეს.ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით,მას მეორე ჭრილობაც ჰქონდა ყელის არესი.ჰენრის დასასრული მართლაც საშინელი იყო;მთელი ათი დღის განმავლობაში იგი აგონიაში იყო.
მონტგომერი შვიდი წლით ახა;ლგაზრდა იყო მეფეზე,რომელიც 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.ჰენრი II თავის ემბლემად ხშირად მიიჩნევდა ლომს.

16)მზე და არწივი მოევლინება გამარჯვებულს.ვერც საყვირი,ვერც შეძახილი ვერ შეაჩერებს ჯარისკაცებს;თავისუფლება და მშვიდობა დამკვიდრდება სიკვდილის ფასად.

ვატერლოო.1815 წელი

აღნიშნულ სტროფში აღწერილია ვატერლოოს ბრძოლა.ნაპოლეონი,იმპერიის არწივი,თითქოს ნისლიდან გაემართება მზისაკენ,რათა შეუტიოს გამარჯვებულს,უელინგტონს.ორივე მხარემ იცოდა,რომ ეს იყო ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.ბრძოლაში ჩაბმულ ნაპოლეონის გრენადერებს ვეღარაფერი შეაჩერებდათ.მათ უარი თქვეს უკან დახევაზე და იბრძოდნენ მანამ,სანამ უკანასკნელი ჯარისკაცი არ დაეცა ბრძოლის ველზე.
ახლა ევროპას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა,თუმცა მშვიდობა დიდი სისხლის ფასად დაუჯდა.

bb7577366be3

17)წყლის სამი ნიშნით ქვეყანას მოევლინება კაცი,რომელიც დასვენების დღეს ხუთშაბათს გამოაცხადებს,მისი სახელი და ძალაუფლება გაძლიერდება,მოიცავს ზღვასა და ხმელეთს.ის უბედურებას მოუტანს აღმოსავლეთს.

მესამე ანტიქრისტე

პიროვნება დაბადებული წყლის სამი ნიშნით,როგორც ნოსტრადამუსი მიგვანიშნებს,არის ქრისტიანი,მისი ძალაუფ;ლება იზრდება და უბედურებას დაატეხს თავს აღმოსავლეთის ქვეყნებს.ეს პიროვნება შეიძლება ჩაითვალოს ნოსტრადამუსის მესამე ანტიქრისტედ.

4a0bf4aa6665

18)იუპიტერი და სატურნი შეხვდებიან ერთმანეთს ვერძის თანავარსკვლავედში.ღმერთო, დიდებულო,რა ცვლილებებია!საუკუნის შემდეგ ისევ მძიმე პერიოდი დადგება.არეულობაა საფრანგეთსა და იტალიაში!

მოსალოდნელი ომი 1995 წელს

იიუპიტერისა და სატურნის შეხვედრა ვერძის თანავარსკვლავედში მოხდა 1702 წლის 13 დეკემბერს,როდესაც მძვინვარებდა ომი ესპანეთის სამეფო ტახტისათვის,მეორე სტრიქონში საუბარია ცვლილებებზე,რომლებიც საუკუნის დასასრულს მომხდარმა საფრანგეთის რევოლუცია მ მოიტანა.1802 წლისათვის საფრანგეთი ჩათრეული აღმოჩნდა იტალიურ კამპანიაში.ამავე წლის იანვარში ნაპოლეონი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.
იუპიტერისა და სატურნის შემდეგი შეხვედრა ვერძის თანავარსკვლავედში მოხდა 1995 წლის 2 სექტემბერს.

19)მიწაზე,სადაც ბაბილონისაგან განსხვავებული კლიმატია,მოხდება დიდი სისხლისღვრა.ზეცის რისხვა თავს დაატყდება ხმელეთს,ზღვასა და ცას.სექტები,შიმშილი.სახელმწიფოები,ეპიდემიები,არეულობა.

XX საუკუნის დასასრულს მოსალოდნელი წმინდა ომი

ბაბილონი შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლეთის სიმბოლოდ,ხოლო მიწა,ბაბილონისაგან განსხვავებული კლიმატით,რუსეთია,თოვლისა და ყინულის სამეფო.როგორც ჩანს,მოსალოდნელია ომი რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის.
აღნიშნული წინასწარმეტყველება ნამდვილად მეოცე საუკუნეს გულისხმობს,რადგანაც მასში ნახსენებია საჰაერო ბრძოლა,1980 წელს არაბებმა გამოაცხადეს,რომ მოსალოდნელია წმინდა ომი ისრაელის წინააღმდეგ.

20)საყვირის ხმა არათანაბრად ჟღერს.შეთანხმება დარღვეულია:ის მზერას ზეცისაკენ მიაპყრობს;პირი სისხლით აევსება;რძითა და თაფლით ცხებული თავი მიწაზე გორავს.

ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯა.1793 წლის 21 იანვარი

1924bf53745c

1793 წელს,რევოლუციით გამოწვეულ საშინელებათა და უთანხმოებათა პერიოდში,ლუი XVI-მ მიიღო ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება.გილიოტინისაკენ მიმავალი ლუი მესამე ფსალმუნს კითხულობდა.როდესაც მსხვერპლს თავს მოჰკვეთენ,მას პირიდან სისხლი გადმოსდის.მეფედ კურთხევის ცერემონიალზე,წესის თანახმად,ლუის მართლაც წააცხეს თაფლი და რძე.

თუ მოგეწონათ გაგრძელებასაც დავდებ :mamao:

წყარო:წიგნი “ნოსტრადამუსი”

მსგავსი ამბები

Back to top button