გასართობისაკითხავისასარგებლო

“რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი” პაულო კოელიო

“ამ ქვეყნად ადამიანისთვის არ არსებობს უფრო მიუწვდომელი რამ, ვიდრე საკუთარი თავია”

“თუ დაიჯერებ, რომ იცი, ბოლოს შეიცნობ კიდეც”

“ჭეშმარიტება მხოლოდ იქ არის,სადაც რწმენაა”

“ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის, რომ შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს. ჩვენ კი ყოველ დღე ვთვალთმაქცობთ, ისე ვიქცევით, თითქოს ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გვეძლეოდეს. თავს ვირწმუნებთ, თითქოს დღეები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: თითქოს დღევანდელი დღე გუშინდელს ჰგავს და არ განირჩევა ხვალინდელისგან. ისინი, კი ვინც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ დღეებს, აუცილებლად შეიგრძნობენ იმ სასწაულ წამს. ეს სასწაული შეიძლება იმ მონაკვეთში იყოს ჩამალული, როცა ხვალისკენ მიმავალ კარს ვაღებთ, ან იმ გარინდულ მდუმარებაში ვახშმის მერე რომ ჩამოწვება ხოლმე, ანდა იმ უთვალავ წვრილმანში, რომელთაც ხშირად ერთმანეთისგან ვერც კი ვასხვავებთ. მაგრამ ეს წამი მაინც არსებობს. წამი, როდესაც ვარსკვლავთა ძალა შემოდის ჩვენში და სასწაულების მოხდენის ძალას გვაძლევს…”

შემეძლო. ჩვენ ალბათ ვერასოდეს ჩავწვდებით ამ სიტყვის მნიშვნელობას. რადგან ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაღაც– შეიძლება მოხდეს, მარამ არ ხდება”

” ყური მიუგდეთ იმ ბავშვს, რომელიც ოდესღაც თქვენ იყავით და რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს სადღაც თქვენში. სწორედ მას შესწევს ამ ჯადოსნური წუთების წვდომის უნარი. ჩვენ რათქმაუნდა შეგვიძლია ყური არ ვათხოვოთ მის ტირილს, არ მოვუსმინოთ, მაგრამ ამ ხმის ჩახშობას ვერასოდეს შევძლებთ.
მივაყურადოთ, რას გვეუბნება ეს ჩამალული ბავშვი. ნუ შეგრცხვებათ და ნუ გეუხერხულებათ მისი არსებობის. როგორმე ვცადოთ და არ შევაშინოთ, რადგან ის მარტოა და მისი ხმა არავის ესმის. დავრთოთ მას ნება, თუნდაც ცოტა ხნით, მართოს ჩვენი ცხოვრება. ისე მოვიქცეთ, რომ მან კვლავ საყვარელ ბავშვად იგრძნოს თავი, გავახაროთ და გავანებივროთ, თუნდაც ამისთვის ჩვენი ჩვევების დათმობა მოგვიხდეს და თუნდაც ეს ყველაფერი სხვებს სულელურად მოეჩვენოთ”

სხვა– ეს ის ადამიანია ჩვენში, როგორსაც გვზრდიდნენ, როგორიც უნდოდათ რომ ვყოფილიყავით და არა ის, როგორიც ვართ სინამდვილეში. ეს “სხვა” ჩვენში დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს შავი დღისთვის უნდა შეეგროვებინა ფული , ამიტომ მთელი სიცოცხლე იკლებდა ყველაფერს, ფულს აგროვებდა, რათა ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა და ფული უკვე აღარაფერში ჭირდებოდა”…

“ჯობია, შენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო, რა იყო ამის მიზეზი…”

“ყოველი სამეფო,რომელიც გაიყოფა–გაპარტახდება”

“დედაო ღვთისავ, თუ ტანჯვა მიწერია, ახლავე მომმადლე, რადგან სიცოცხლე ხანგრძლივია და მისი ღირსეულად გავლა მინდა. თუ მას არჩევნის გაკეთება მოუწევს, დღესვე აირჩიოს, მაშინ მეც გავერკვევი– დაველოდები, ან დავივიწყებ. ლოდინი მტანჯველია, დავიწყება– მტკივნეული, მაგრამ ყველაზე მწარე მაინც ის არის, როცა არ იცი, რა გზას დაადგე…”

“თუკი თავს გამოვუტყდებით, რომ უფალმა ბედნიერებისათვის გაგვაჩინა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, ყველაფერი, რასაც ნაღველისა და დამცირებისაკენ მივყავართ – ჩვენი ბრალია…”

“რა მნიშვნელობა აქვს, საიდან ვარდები–მესამე თუ მეასე სართულიდან. შედეგი ერთი და იგივეა, ჰოდა, თუ ეცემი, ისევ ცათამბრჯენიდან სჯობია…” (mm) :) ;)

“ბარგი წამოიღე, ოცნებები თავისით არ სრულდება” :)…………

ესეც დანაპირები,,იმედია მოსაწყენი არ არის და საინტერესოა თქვენთვის…:)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close