კულტურა

ბიჭი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო

Image Hosted by ImageShack.us

ჯორჯ ვილიამ სემპსონი (George William Sampson) დაიბადა 29 ივნისს 1993 წელს ვარინგტონში, ინგლისი. მისი მშობლები გაშორდნენ, როცა ის იყო 10 წლის და ის ცხოვრობს ამჟამად დედასთან. ოჯახს ძალზედ უჭირდა და ჯორჯს მგზავრობის ფულიც არ ქონდა (რომელიც თავისი ცეკვით იშოვა) რომ ჩასულიყო შესარჩევ კონკურსზე.

თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, 2007 წელს ჯორჯ სემპსონი მოხვდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონკურსზე ბრიტანელებს ყავთ ტალანტი (Britain’s Got Talent). ის გავიდა პირველ რაუნდში, მაგრამ მიუხედავად სიმონ კონველის სურვილისა მეორე ორმა მსაჯმა, ამანდა ჰოლდენმა და პირს მორგანმა არ ჩათვალეს, რომ ის მზად იყო შემდეგი რაუნდისთვის და ჯორჯი კონკურსს მიღმა დარჩა.

შეიძლება ეს ერთის მხრივ კარგიც იყო, რადგან მან მიზნად დაისახა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ამ კონკურსში გამარჯვება. ამის გამო სისტემატიურად მართავდა საჩვენებელ ცეკვებს მანჩესტერ სიტის მოედნებსა თუ ქუჩებში და დღითიდღე იუმჯობესებდა ტექნიკას.

2008 წელს ვიდეოშიც იხილავთ როგორ იცეკვა მან კონკურსის ფინალში და სამივე ჟიურის წევრი ფეხზე წამოაყენა ტაშის დასაკრავად! სიმონ კონველმა განაცხადა: “ჯორჯ უფლება მომეცი, რომ გითხრა, შენ ცეკვავ დაუჯერებლად კარგად. შენ იმსახურებ ყველაფერს. შენ იბრძოლე ამ წარმატებისთვის. გილოცავ.”

ჟიურის და მთელი მსოფლიოს მოხიბლვა მან შეძლო ბრეიკ დანსის ცეკვით. ფინალში მან იცეკვა სიმღერაზე – “ცეკვა წვიმაში”. იხილეთ რამდენიმე ვიდეო. მე პირადად ამ ბიჭის გულშემატკივარი გავხდი და ის ცეცკვავს მართლაც შესანიშნავად. გაითვალისწინეთ მისი ასაკი!

ჯორჯმა, როგორც მიხვდით 2008 წლის კონკურსი “ბრიტანელებს ყავთ ტალანტი” მოიგო, მიიღო 100.000 ფუნტი და შესაძლობლომა იცეკვოს დედოფლის და პრინცი ჩარლზის თვალწინ!

უყურეთ ვიდეობს თანმიმდევრობით.

ბრიტანეთს ყავს ტალანტი – შესარჩევი კონკურსი.

ბრიტანეთს ყავს ტალანტი – ნახევარფინალი.

ბრიტანეთს ყავს ტალანტი – ფინალი!

მისი ცეკვების საუკეთესო მომენტების ნაკრები!

P.S. თუ მოგეწონათ სიმღერა მოძებნეთ ის შემდეგი სახელით – Mint Royale Ft. Gene Kelly – Singing in the Rain (Remix)
თუ ვერა და ვერ იპოვეთ მომწერეთ ე-მაილზე: bako87[@]gmail.com

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button