გასართობისაკითხავისასარგებლო

Nokia-ს ისტორია (ნაწილი II)

ამ პოსტში ვაგრძელებ Nokia-ს ისტორიას

თანამედროვე მობილური სატელეფონო სისტემების წინამორბედი ტექნოლოგიები გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით  “0G”– მდე – მობილური ქსელის  რადიო–სატელეფონო კავშირის სტანდარტი. 1960 წლიდან Nokia აწარმოებდა კომერციულ და ზოგიერთ სამხედრო რადიო–მობილური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის პროდუქციას, თუმცა კომპანიის ეს ნაწილი გაიყიდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მოგვიანებით მოხდებოდა კომპანიის მოდერნიზაცია.1964–დან მოყოლებული, Nokia–მ შექმნა  VHF (შემოკლ.– ძალიან მაღალი სიხშირე) რადიო, Salora Oy –სთან ერთად. 1966–ში, Nokia–მ და Salora–მ  დაიწყეს  ARP სტანდარტის (რომლის მხარდაჭერაც აქვს Autoradiopuhelin–ს(ავტომანქ.რადიომიმღები), სხვაგვარად – ავტომანქანის ინგლისურენოვან ტელეფონს)  შექმნა, რომელსაც დაეფუძნა ავტომანქანის მობილური რადიო–ტელეფონების სისტემა და პირველი კომერციული, სახალხო მობილური ტელეფონების ოპერატიული ქსელი ფინეთში. რაც online–რეჟიმით ამოქმედდა1971–ში და 100% –იანი დაფარვის ზღვარს 1978–ში მიაღწია.

1979–ში, Nokia–სა და Salora–ს შერწყმით დაარსდა  Mobira Oy (ფინურიდან – სააქც. საზოგ. Mobira). Mobira შეუდგა მობილური ტელეფონების დამზადებას NMT–ს (სკანდინავიის მობილური ტელეფონები) ქსელის სტანდარტისათვის, ეს იყო პირველი თაობა, პირველი მთლიანად ავტომატიზირებული მობილური ტელეფონების სისტემა, რომელიც online–რეჟიმში 1981–ში გაიშვა.  1982–ში, Mobira–მ წარადგინა თავისი პირველი საავტომობილო ტელეფონი – Mobira Senator–ი NMT-450 ქსელისათვის.

1984 წელს, Nokia–მ შეისყიდა Salora Oy და ამჟამად ფლობს რა კომპანიის 100%–ს, ტელეკომუნიკაციის განხრით მომუშავე უკვე თავის ამ კომპანიას სახელი შეუცვალა და დაარქვა –  Nokia-Mobira Oy. 1984 წელს გაშვებული Mobira Talkman–ი – მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი ტრანსპორტაბელური ტელეფონი იყო. 1987–ში, Nokia–მ წარადგინა მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი handheld (ხელის–პორტატული) ტელეფონი – Mobira Cityman 900    NMT-900–ის ქსელისათვის (რომელიც  NMT-450 ქსელთან შედარებით, უკეთესი სიგნალით გამოირჩეოდა, თუმცა რუმი ისევ მცირე ჰქონდა). მაშინ, როცა 1982 წლის  Mobira Senator–ი იწონიდა 9,8 კგ.–ს (22 ფუნტი) და Talkman–ი ოდნავ ცოტას – 5 კგ.–ს (11 ფუნტი), Mobira Cityman–ი აკუმულატორიანად მხოლოდ 800 გ.–ი (28 უნცია) იყო და  24,000 ფინური მარკა (დაახლოებით  4,560 €) ღირდა. მაღალი ფასის მიუხედავად, გამყიდველებს პირველი ტელეფონები ლამის ხელიდან დასტაცეს. მობილური ტელეფონი თავიდანვე “yuppie” (ტერმინ.– წარმატებული ადამიანი…) პროდუქტად და სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

Nokia–ს მობილური ტელეფონების პოპულარობა ძალიან გაიზარდა 1987 წელს, როცა საჯაროდ გავრცელდა სურათები, რომლებზედაც აღბეჭდილი საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი Mobira Cityman–ით უკავშირდებოდა ჰელსინკიდან მოსკოვში თავის კავშირგამბულობის მინისტრს. რის გამოც ამ ტელეფონს ზედმეტსახელად “გორბა” შეარქვეს.

1988–ში, იორმა ნიემინენმა, მობილური ტელეფონების სფეროში აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, თავისი განყოფილების ორ თანამშრომელთან ერთად, დააარსა ცნობილი საკუთარი მობილური ტელეფონების კომპანია – Benefon Oy–ი (შემდეგში – GeoSentric–ი). ერთი წლის შემდეგ, Nokia-Mobira Oy–ი   გახდა Nokia Mobile Phones–ი(ნოკიას მობილური ტელეფონები).

GSM–ში ჩართვა:

Nokia  ერთ–ერთი მთავარი შემქმნელია  GSM–ის (გლობალური სისტემა მობილური კომუნიკაციისათვის), მეორე თაობის მობილური ტელეფონების ტექნოლოგია, რომელსაც ერთნაირად შეეძლო როგორც ციფრული ინფორმაციის, ასევე ხმოვანი შეტყობინების გადაცემა.  NMT (სკანდინავიის მობილური ტელეფონები), მსოფლიოში პირველი მობილური სატელეფონო სტანდარტია, რომელიც დაუშვეს საერთაშორისო  როუმინგში, რაც განაპირობა  Nokia–ს GSM–ის შექმნაში მჭიდრო მონაწილეობით მიღებულმა მნიშვნელოვანმა გამოცდილებამ. 1987–ში GSM–ი მიღებული იქნა, როგორც ახალი ევროპული სტანდარტი ციფრული მობილური ტექნოლოგიებისათვის.

Nokia–მ თავისი პირველი GSM ქსელი 1989–ში ფინურ ოპერატორ Radiolinja–ს მიაწოდა (მიჰყიდა 50 მლნ. დოლარად). მსოფლიოში პირველი კომერციული GSM ზარი განხორციელდა  1991 წლის 1ივლისს ჰელსინკში, ფინეთში, Nokia-ს მიერ მიწოდებული ქსელით, ფინეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრის ჰარი ჰოლკერის მიერ,  Nokia–ს GSM ტელეფონის პროტოტიპით. 1992–ში, პირველი GSM ტელეფონი – Nokia 1011  გამოვიდა. მოდელის ნომერი მისი გამოშვების თარიღზე მიუთითებს – 10 ნოემბერი. Nokia 1011–ში ჯერ კიდევ არ იყო გამოყენებული Nokia–სთვის დამახასიათებელი ringtone (ზარის მელოდია), Nokia–ს მელოდია. იგი ზარის მელოდიად შემოიღეს 1994–ში  Nokia 2100 სერიიდან.

GSM–ის მაღალხარისხოვანი ხმოვანი ზარები, იოლი საერთაშორისო როუმინგი და ახალი მომსახურების მხარდაჭერა, მაგ. როგორიცაა ტექსტური შეტყობინებების გადაცემა (SMS), მსოფლიოში მობილური ტელეფონების გამოყენების ბუმის საფუძველი გახდა. 1990–იანებში, მსოფლიო მობილურ – სატელეფონო კავშირებს შორის დაიწყო GSM–ის დომინირება, 2008 წლის შუისათვის, იგი მსოფლიო მაშტაბით, მობილური კავშირის დაახლოებით  სამ მილიარდ აბონენტს ითვლიდა, 700–ზე მეტი მობილური კავშირის ოპერატორით 218 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ახალი ჩართვების დამატების შემდეგი სიხშირით: 15 ერთეული  – 1 წამში, სხვაგვარად, 1,3 მილიონი – 1 დღეში.

ზრდა–განვითარებისგან გამოწვეული პრობლემები:

1980–იანებში, კარი კაირამოს გენერალური დირექტორობის დროს, Nokia გაფართოვდა ახალ სფეროებში, ძირითადად შესყიდვებით. 1980–იანების ბოლოს და 1990–იანების დასაწყისში, კორპორაცია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომლის ძირითადი მიზეზი იყო მძიმე დანაკარგები ტელევიზორების წარმოების ნაწილში და  ზედმეტად ურთიერთგანსხვავებულ ბიზნეს–სფეროებზე მოდება. ეს პრობლემები, და როგორც ეჭვობენ – სრული გამოფიტვა(ადამიანური ძალებისგან – ,,გადაწვა“), სავარაუდოდ, გახდა კაირამოს თვითმკვლელობის მიზეზი 1988 წელს.  კაირამოს გარდაცვალების შემდეგ, Nokia–ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდა სიმო ვუორილეჰტო. 1990–1993 წლებში, ფინეთმა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი განიცადა, რომელმაც  Nokia–საც დაარტყა. ვუორილეჰტოს ხელმძღვანელობით, Nokia მნიშვნელოვნად გარდაიქმნა (,,გარემონტდა“). კომპანიამ კრიზისის საპასუხოდ მოახდინა სატელეკომუნიკაციო დანაყოფის ოპტიმიზაცია (გამარტივება), და თავიდან ჩამოიცილა ტეელევიზიისა და PC (პერსონალური კომპ.) დანაყოფები.

შესაძლოა, ყველაზე  მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება Nokia–ს ისტორიაში 1992–ში განხორციელდა,  მაშინ, როცა ახალმა გენერალურმა დირექტორმა იორმა ოლლილამ მიიღო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწვეტილება – კონცენტრირება მოეხდინათ მხოლოდ ტელეკომუნიკაციებზე. ამგვარად, 1990–იანი წლების დანარჩენ პერიოდში, რეზინის, კაბელების და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის დანაყოფები თანდათან გაიყიდა, რამდენადაც Nokia განაგრძობდა ყველა არასატელეკომუნიკაციო ბიზნესის თავიდან ჩამოცილებას.

უკვე 1991 წელს, Nokia–ს საქონელბრუნვის მეოთხედზე მეტი, კვლავ, ფინეთის ბაზარზე გაყიდვებს ეკავა. თუმცა, 1992–ის სტრატეგიული ცვლილების შემდეგ, ძალიან მოიმატა Nokia–ს გაყიდვებმა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. მსოფლიოში მობილური ტელეფონების პოპულარობის წარმოუდგენელმა ზრდამ, რაც Nokia–ს ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც აღემატებოდა, 1990–იანების შუა წლებში ლოჯისტიკის (მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა, მომარაგება) კრიზისი გამოიწვია.  ამან უბიძგა Nokia–ს დაწვრილებით გადაემუშავებინა და გარდაექმნა მთელი თავისი ლოჯისტიკური საქმიანობა. 1998 წლისათვის, Nokia ფოკუსირდება ტელეკომუნიკაციებსა და თავის ადრინდელ, GSM ტექნოლოგიებში ჩადებულ ინვესტიციებზე, რამაც კომპანია მობილურების ყველაზე დიდი  მწარმოებელი გახადა მსოფლიოში. 1996–სა და 2001 წლებს შორის, Nokia–ს საქონელბრუნვა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა – 6,5 მილიარდი ევროდან  31 მილიარდ ევრომდე. ლოჯისტიკა რჩება კონკურენტების მიმართ Nokia–ს ერთ–ერთ მთავარ უპირატესობად, წარმოების გაზრდის ხარჯზე მიღებულ მნიშვნელოვან ეკონომიასთან ერთად.

ზომების შემცირება ნოკიას მობილურ ტელეფონებში

ნოკიას კომუნიკატორების ევოლუცია: 9000, 9110, 9210, 9500.

ძირითადი ეტაპები და რელიზები:

  • 2000 წლის 5 მაისს, უნგრეთის ქალაქ კომარომში, Nokia–მ გახსნა მობილური ტელეფონების საწარმო.
  • 2007 წლის მარტში, Nokia–მ ხელი მოაწერა მემორანდუმს რუმინეთის ქალაქ კლუჟის საბჭოსთან ერთად, ქალაქის შორიახლოს,  Jucu–ს კომუნაში საწარმოს გახსნის თაობაზე. ქალაქ ბოხუმიდან (გერმანია)  წარმოების გადატანამ უფრო დაბალანაზღაურებადი მუშახელის ქვეყანაში, გერმანელების უკმაყოფილება გამოიწვია.
  • 2007 წლის მაისში, Nokia–მ განაცხადა, რომ 2003 წლის მობილური ტელეფონი Nokia 1100,  200 მილიონზე მეტი გაშვებული ერთეულით, იყო ყველა დროის, ყველაზე უფრო გაყიდვადი მობილური ტელეფონი და მსოფლიოში ტოპ–გაყიდვადი სამომხმარებლო ელექტროპროდუქცია.
  • 2007 წლის ნოემბერში, Nokia–მ გამოუშვა Nokia N82, თავისი პირველი (და დღეისთვისაც ერთადერთი) N სერიის ტელეფონი ქსენონის ელვა–ნათებით.
  • 2007 წლის დეკემბერში, Nokia World კონფერენციაზე, Nokia–მ განაცხადა “Comes With Music” (,,მგზავრობა მუსიკით“) პროგრამა: Nokia–ს აპარატების მყიდველთათვის  წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უფასო მუსიკალური ჩატვირთვები. ეს სერვისი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა 2008 წლის მეორე ნახევარში.
  • 2008 წლის აპრილში, Nokia–მ საზოგადოებასთან კონტაქტის ახალი გზების ძიება დაიწყო, სთხოვდა რა “აუდიტორიას” გამოეყენებინათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი და მობილური აპარატები კომპანია Nokia–ს პროდუქციის შესაქმნელად – მონაწილეობა მიეღოთ გადაღებებში, სცენებში, რედაქტირებასა და ერთობლივი ფილმის გამოშვებაში. Nokia Productions–ი იყო კინოწარმობის ყველაზე პირველი მობილური კინოპროექტი, მას სპაიკ ლი ხელმძღვანელობდა. ეს იყო საერთო სცენარის მიხედვით  თანდათან დამუშავებადი, ერთობლივი ექსპერიმენტი გადაჭიმული საზღვრებსა და პერსპექტივებზე.  2008 წლის ოქტომბერში  ფილმის პრემიერა გაიმართება.

წყარო: mobi.ge

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close