გასართობისაკითხავისასარგებლო

მძღოლის ეთიკა

რამდენიმე წესი როგორ იმოძრაო თბილისში და თან თავი ადამიანად იგრძნო.

”წესიერად მოქცევის” ძირითადი წესები

ამბობენ “მძღოლიც ადამიანიაო”, სხვათა შორის სხვა ავტომობილის მძღოლიც, ამიტომ თუ ერთმანეთს ანგარიშს გავუწევთ, ყველა გაიადვილებს ცხოვრებას. ამისათვის არსებობს ზოგიერთი დაუწერელი კანონი:

1.შენი უპირატესობის შემთხვევაშიც კი დაუთმე შემხვედრს თუ იგი უწყვეტი ნაკადის გამო ვერ ახერხებს ზოლში შემოსვლას ან გადაწყობას.

2.გაატარე ავტომობილი, რომელიც გამოდის შენს გზაზე თუ მას მხედველობის არე შეზღუდულია.

3.გაატარე ავტომობილი, რომელიც იძულებულია შენს გზაზე გადმოვიდეს მის წინ მოულოდნელი დაბრკოლების გაჩენის გამო.

4.დაუთმე თუ ხედავ, რომ საჭესთან ახალბედა-გამოუცდელი მძღოლია.

5.დაეხმარე გასაჭირში ჩავარდნილ მძღოლს, მითუმეტეს თუ ის ამას ითხოვს ან აშკარად ესაჭიროება დახმარება.

6.ნუ დაივიწყებ მადლობის გადახდას (ვთქვათ ხელის აწევით), როდესაც სხვა მძღოლი მის უპირატესობას დაგითმობს ან საშიშროების შესახებ გაგაფრთხილებს.

7. ნუ უპასუხებ უხეშობას და ვიგინდარობას იგივეთი. დაიცავი წესი – ”გიჟი თავისუფალია”.

8.  გაჩერებულ ავტომობილს ისე აუქციე გვერდი, რომ მას საშუალება ქონდეს კარი მთლიანად გამოაღოს – ზოგი მართლა ”თავისუფალია”.

9.  ნუ დააყენებ ავტომობილს ისე რომ შენი მშობლების ”ხშირი ხსენების” გამო გასლოკინოს. ( საინტერესოა, რატომ აკეთებს ადამიანი ისეთ რამეს, რისთვისაც წინასწარ იცის, რომ შეაგინებენ) .

10. ნურაფერს გადმოაგდებ ავტომობილიდან – გახსოვდეს გზა სანაგვე ყუთი არ არის და ეს ქალაქიც შენია.

11.ფეხითმოსიარულეს შეგიძლია წამიერი სიხარული მიანიჭო თუ მოახერხებ და მას გადასასვლელზე კიარ გადააკუნტრუშებ, არამედ ხელის თავაზიანი მოძრაობით ანიშნებ, რომ ატარებ. შენც ადამიანად იგრძნობ თავს.

12. შენგან განსხვავებით, შენს წინ წითელზე გაჩერებული ავტომობილი ვერტმფრენი არ არის და ვერ გადააფრინდება მის წინ მდგომს. შენ შეგიძლია გადააფრინდე ისე რომ, არ მოახდინო საკუთარი საყვირის მუსიკალობის დემონსტრირება.

13. მოძრაობის წესები, ფარების ხანმოკლე ანთებით გასწრების შესახებ გაფრთხილებას გულისხმობს და არა გამატარე შენი …

14. თუ გინდა შემხვედრს შეატყობინო , რომ წინ რაიმე საშიშროება ან დაბრკოლება ელოდება, რამდენჯერმე ხანმოკლედ აუნთე ფარები.

15. თუ შენს წინ დაბრკოლებას ხედავ, ხოლო უკან მომავალი ავტომობილი გასწრებას გიპირებს ჩართე მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი.

16. მარჯვენათი ანიშნებ – გამასწარი, გზა თავისუფალია.

17. მარცხენა ხელი, გაშვერილი თითით და ქვემოთ დაშვებული თუ წრეს ხაზავს – ანიშნებ, რომ საბურავი დაშვებული გაქვს.

18. კარზე მითითება – კარი ბოლომდე დახურული არ გაქვს, ან კარში რაღაცაა მოყოლილი.

წყარო: http://about.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close