არქივი

რუსეთის ნომერ პირველი სერიული მკვლელი (+16)

d5ef0e15c929

ანდრეი ჩიკატილო ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია რუსეთში. “როსტოველი მფატრავი” ან “წითელი მფატრავი” – სწორედ ასე უწოდებდნენ ადამიანს, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი მოკლა, მაგრამ ითვლება რომ ეს რიცხვი 65-ს აჭარბებს.

3f8ae6d1f468

ანდრეი ჩიკატილო დაიბადა უკრაინაში 1936 წლის 16 ოქტომბერს, ჩიკატილოების ღარიბ ოჯახში. ანდრეის ძალიან რთული ბავშვობა ქონდა, იგი დაიბადა ჰიდროცეფალიის ნიშნებით. 12 წლამდე ღამღამობით განიცდიდა შარდშეუკავებლობას რის გამოც დედამისი ხშირად სჯიდა და სცემდა მას. 1931 წელს გაუჩინარდა მისი უფროსი ძმა სტეპანი, ანდრეის მშობლები ეჭვობდნენ რომ მათი შვილი გახდა კანიბალიზმის მსხვერპლი. მამამისი 1941 წელს გაიწვიეს ომში სადაც ჩავარდა ტყვედ 1944 წლამდე. საბჭოთა კავშირში ტყვეები ლაჩრებად და მოღალატეებად მიიჩნეოდნენ. 1943 წელს ანდრეის შეეძინა და, იმ დროს როდესაც მამამისი ომში ტყვედ იყო ჩავარდნილი, ამიტომ დიდი შანსია რომ ანდრეი 6-7 წლის ასაკში გამხდარიყო მოწმე გერმანელი ჯარისკაცების მიერ საკუთარი დედის გაუპატიურებისა.

73fe34f4e83d

1944 წელს ანდრეი წავიდა სკოლაში. “მასწავლებლები გაკვირვებულები იყვნენ ჩემი უსუსურობით” განაცხადა თავად ანდრეიმ. მიუხედავად ნორმალური ფიზიკური აღნაგობისა, ანდრეი ვერავის ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ყველაფერზე ტირილს იწყებდა. რის გამოც მას ხშირად დასცინოდნენ თანატოლები. “თუ მე არ მქონდა კალამი ან მელანი, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი”

17 წლის ანდრეის უკვე ქონდა სექსუალური გადახრები. თავის თავზე ყვება ის შემდეგ ისტორიას: “ჩემ დასთან სტუმრად მოვიდა 13 წლის გოგონა, მე ვუთხარი რომ ჩემი და სახლში არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ის წასვლას არ აპირებდა. მე მას ხელი ვკარი და ძირს დავაგდე შემდეგ ზედ დავაწექი, მე მისთვის ტანსაცმელი არ გამიხდია, არც მე თვითონ გამიხდია, მიუხედავად ამისა მე მაშინვე განვიცადე ორგაზმი. გოგონა ვერაფერს მიხვდა და სახლისკენ გაიქცა შეშინებული. იმ დღეს თავს პირობა მივეცი, რომ არ მივეკარებოდი არავის მომავალი ცოლის გარდა.”

გოგონებს ის ძალიან იშვიათად იცნობდა, და თუ ისინი საწოლამდე მივიდოდნენ, ანდრეის არაფერი გამოსდიოდა. ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე, ცხოვრებაზე და მანიაკის “კარიერაზე.”

1954 წელს ანდრეიმ დაამთავრა სკოლა და გაემგზავრა მოსკოვში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად. მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა. ერთ-ერთი ვერსიით მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს მან დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი. 1957-1960 წლებში იგი მსახურობდა შინაგან ჯარებში. სადაც დიდი დამცირებას განიცდიდა და ზოგი ვერსიით, მას იყენებდნენ როგორც ჰომოსექსუალს.

f8971317c2b5
(ანდრეი ჩიკატილო ცოლთან და შვილთან ერთად)

1962 წელს ანდრეის დამ გააცნო თავისი მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა, რომელზეც ანდრეიმ 1964 წელს იქორწინა. 1964 წელსვე მათ შეეძინათ შვილი თუმცა, ჩვილი 3 თვის დაიღუპა. 1965 წელს შეეძინათ ლუდმილა, 1969 წელს კი იური. ანდრეის უყვარდა და ზრუნავდა თავის ოჯახზე.

1970 წელს მან დაიწყო მუშაობა 32-ე სკოლაში. ერთხელ მოსწავლე ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც ის ცდილობდა მძინარე მოსწავლესთან დაკავებულიყო ორალური სექსით და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ ანდრეის ყოველთვის დაჰქონდა თან დანა.

1978 წელს იგი გადავიდა ოჯახთან ერთად ქალაქ შახტებში. სწორედ აქ იწყება მისი სისხლიანი საქმიანობა.

1978 წლის 22 დეკემბერს ანდრეიმ ჩაიდინა პირველი მკვლელობა. მისი მსხვერპლი გახდა 9 წლის ელენა ზაკოტნევა.

5cc5bc02b4d5

ჩიკატილომ ოჯახისგან მალულად იყიდა ბინა, რომელსაც მეძავებთან შესახვედრად იყენებდა. ანდრეი დაპირდა ელენას რომ მისცემდა საღეჭ რეზინს, სწორედ ასე შეიტყუა მან 9 წლის გოგონა. ანდრეიმ განუცხადა პოლიციას რომ მას სურდა უბრალოდ გართობა, მაგრამ როდესაც მან გოგონას გახდა დაუწყო, ელენამ ყვირილი დაიწყო. ჩიკატილოს შეეშინდა და გოგონას დააწვა რათა გაეჩუმებინა, მაგრამ მან ის მოგუდა. მსხვერპლის ტანჯვამ იგი აღაგზნო. ანდრეიმ გვამი და გარდაცვლილის სასკოლო ჩანთა მდინარეში გადააგდო. 2 დღეში პოლიციამ იპოვა 9 წლის გოგონას გვამი, რომელსაც მარვლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, სავარაუდოდ დანით მიყენებული.

ელენა ზაკოტნევას მკვლელობაში პოლიციას ერთი ეჭვმიტანილი ყავდა ალექსანდრე კრავჩენკო. ალექსანდრეს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და გაუშვეს. მაგრამ მოგვიანებით იგი დაიჭირეს ქურდობისთვის და ჩასვეს ციხეში სხვა დამნაშავეებთან ერთად. იქაურმა “ავტორიტეტებმა” ალექსანდრე სასტიკად ცემეს და აიძულეს მკვლელობა ეღიარებინა. 1982 წელს ალექსანდრე კრავჩენკო დახვრიტეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.

a1039bc7590b

პირველმა მკვლელობამ ანდრეი შეაშინა და 3 წელი მას არავინ მოუკლავს.

1981 წელს მან ტყეში წაიყვანა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო რათა სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. თუმცა არაფერი გამოუვიდა. როდესაც ლარისამ ანდრეის დაცინვა დაუწყო, ანდრეიმ მას რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, პირი მიწით ამოუვსო და სხეული დაუჭრა. პირველი მკვლელობისგან განსხვავებით ანდრეიმ ამ მკვლელობით დიდი სიამოვნება განიცადა და გაჩეერება ვეღარ შეეძლო.

180236d682af

1981 წლიდან დაიწყო მკვლელობების სერია. 1982 წელს მან ჯამში 7 ბავშვი მოკლა, მათი ასაკი ცხრიდან თექვსმეტ წლამდე იყო. ანდრეი სიამოვნებას იღებდა გვამების დასახიჩრებით, დასახიჩრებულ სხეულზე 60-ამდე ნაჭრილობევს პოულობდნენ, უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ქონდა ცხვირი, ყურები, გენიტალიები და ამოთხრილი ქონდათ თვალები. როგორც თვითონ ანდრეიმ ახსნა, იგი მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა.

d96baa3e31d9

bca53333ecbc

bc4d46094ec1

1984 წელს მან მოკლა 15 ადამიანი.

1985 წელს სიტუაცია კრიტიკული გახდა. საქმეში ჩაერთო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (ЦК КПСС), რომელმაც დაიწყო ოპერაცია”ტყის ზოლი”. რადგან მსხვერპლთა დიდ ნაწილს ტყეში ნახულობდნენ, ტყეებსა და რკინიგზის სადგურებში დააყენეს პოლიციელები და შინაგანი ჯარები. ოპერაციამ კრახი განიცადა, რადგან ერთ-ერთ სადგურზე თვითონ  ანდრეი ელოდებოდა მკვლელის გამოჩენას. ანდრეი მასახურობდა 1957-60 წლებში და ამიტომ ირიცხებოდა შინაგანი ჯარების რიგებში.

1987 წელს მან კიდევ 15 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. პოლიციას ქონდა ორი სამხილი – მკვლელის სპერმა და დანა, რომლითაც ანდრეიმ 13 წლის მოზარდი მაკარენკოვა მოკლა. ამიტომ ანდრეიმ მკვლელობები გააგრძელა მოსკოვსა და ლენინგრადში.

1988 წელს ანდრეიმ განაგრძო სერიული მკვლელობები. მისი მსხვერპლი გახდა 9 წლის ლუსია ვორონკოვი.

22a5f903349e

შემდეგ კი 15 წლის ჟენია მურატოვი.

5af77eb8adc4

1989 წელს იგი აგრძელებს მკვლელობების სერიას. ის კლავს მოზარდებს, შემდეგ კი ასახიჩრებს გვამებს ისე, რომ ცხედრის ამოცნობა შეუძლებელია.

04b63f5d199f

1990 წელი არის დასასრული მანიაკ ანდრეი ჩიკატილოს თავისუფლებაზე ყოფნის. თუმცა ის მაინც ასწრებს რვა ადამიანის მოკვლას. 6 ნოემბერს ანდრეიმ ტყეში შეიტყუა და შემდეგ მოკლა 22 წლის სვეტლანა. მკვლელობის შემდეგ ანდრეიმ დაჭრა გვამი და რაღაც ნაწილი შეჭამა.

4f8c5b7270c3
ბოლოს მან გვამს ტოტები მიაყარა და წავიდა რკინიგზის სადგურისკენ. სადგურთან მან მიიქცია პოლიციელ იგორ რიბაკოვის ყურადღება. იმ სისხლის წვეთების გამო, რომელიც მას ლოყასა და ყურზე ქონდა. მაგრამ სისხლის წვეთები დაპატიმრებისთვის საკმარისი არ იყო. იგორმა ცენტრალურ კომიტეტს მიმართა, რათა დაენიშნათ 24 საათიანი თვალთვალი ანდრეიზე, რამაც გაამართლა. ანდრეი დაიჭირეს, როდესაც ის ცდილობდა მოზარდი ტყეში გაეტყუებინა. ანდრეის აღმოაჩნდა დანა, ბაწარი და ვაზელინი. სახლის ჩხრეკისას კი 23 დანა და მოზარდთა ნივთები.

1992 წლის 14 აპრილს გაიმართა სასამართლო, სადაც ჩიკატილო ჩასვეს იზოლატორში და მიუჩინეს გაძლიერებული დაცვა, რათა მოზარდთა მშობლებს შური არ ეძიათ.

119b07d66630

c06f209919a8

ანდრეი ჩიკატილო ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ის სულით ავადმყოფი იყო. ერთხელ მან ჩაიხადა შარვალი და და ისე დაიწყო საუბარი.

c7f96bf7b48d

1994 წელს მას მიუსაჯეს დახვრეტა. 53 ადამიანის მკვლელობისათვის.
ანდრეი ჩიკატილო დახვრიტეს 15 ოქტომბერს.

d5ef0e15c929

მსგავსი ამბები

Back to top button