ფეხბურთის ჩემპიონატი
მოგესალმებით ყველას! მინდა გითხრათ რომ ucnauri.com-ი იწყებს გამოსვლას ფეხბურთის ჩემპიონატში რომელიც იწყება 11 ოქტომბრიდან. დღეს გაიმართა პირველი თამაში უცნაურსა და ბარსამანიას შორის. ანგარიში დაფიქსირდა ფრე 4-4
ამ ჩემპიონატზე ჯგუფები შემდეგ ნაირად განაწილდა : A ჯგუფი: barcamania tlg2, ucnauri.com და forzajuve.ge
ასევე მეორე B ჯგუპი: manunited.ge, tbliso.ge და offline.ge
ხოდა პირველი თამაში და ტურნირის გახსნა აქვს ჩვენს საიტს კვირას 6 საათზე, ვეთამაშებით barcamania tlg2 ის გუნდს .
ასე რომ ჩვენი მთელი გუნდის სურვილი და თხოვნა იქნება რომ, მოხვიდეთ ამ თამაშეზე და გვერდში დაგვიდგეთ ბალელშიკობის სახით, იმიტომ რომ ყველა გუნდს ყავს თავისი ფან-კლუბი და ჩვენ დავიჩაგრებით :)
ხოდა თუ დაგვაფასებთ და მოხვალთ გელით კვირას ექვსის ნახევარზე 161 სკოლის დიდ სტადიონზე. სტადიონი მდებარეობს იოსებიძის ქუჩაზე #161 საჯარო სკოლის ეზოში. იხილეთ რუკაზე ზუსტად სად არის.
(დააწკაპუნეთ სურათის გასადიდებლად)
გპირდებით იმედებს არ გაგიცრუებთ!!! :yes: