კულტურაუცნაური

ქმარი 1 საათით

9c47e390191e

ორი თვის წინ ქალაქში ავტომობილები გამოჩნდა უცნაური წარწერით: “ქმარი ერთი საათით”.

“ალბათ, ქირაობს ქმარს ან ბოიფრენდს( როგორც ეს ამერიკულ ფილმებშია) ან “ქმარზე გაბრაზებული ცოლი, რომელიც მას ხმის აწევას ვერ უბედავს, რეკავს, იძახებს და ჯავრს გამოძახებულ ქმარზე იყრის”, ან ქალბატონი, რომელსაც არ ჰყავს ქმარი, ქირაობს მამაკაცს, უცხელებს მას სადილს, შემდეგ კი სექსუალურ ფანტაზიებს რეალობად აქცევს”, – ასეთი მოსაზრებებია გავრცელებული ზემოაღნიშნულ შპს-ზე ინტერნეტში. გვესაუბრება შპს “ქმარი ერთი საათით” დამფუძნებელი ბესო მჭედლიძე:

– რას ნიშნავს “ქმარი ერთი საათით”?
– ეს ორგანიზაცია საყოფაცხოვრებო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. უამრავი ქალბატონია მარტოხელა, ვისაც საოჯახო საქმეებში დახმარება სჭირდება.

– რატომ დაარქვით “ქმარი ერთი საათით”, ასე ხომ იმ მომხმარებელს კარგავთ, ვის ოჯახშიც კაცია…
– ასეთი მომსახურება არსებობს რუსეთში, გერმანიაში და ამერიკაშიც, მაგრამ საქართველოში სხვა მენტალიტეტია, ვერ იგებენ. ქალაქში სამი მანქანა დადის ამ წარწერით და გამვლელ-გამომვლელი სიცილით კვდება. არადა, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და კლიენტს ხარისხიან მომსახურებას ვთავაზობთ.

– ანუ, ამბობთ, რომ ბიზნესმა ამ სახელწოდებით ვერ გაამართლა საქართველოში?
– კვირაში ერთხელ ან ორჯერ გვიწევს გამოძახებაზე წასვლა, დანარჩენი ზარები ეკუთვნის ქალბატონებს, რომლებსაც მამაკაცის გამოძახება სურთ… ლამისაა დანიშნულება შევუცვალოთ ორგანიზაციას (იცინის), გვიწევს ახსნა, რომ ეს ის არ არის, რაც მათ უნდათ და ჰგონიათ…

წყარო: ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

მსგავსი ამბები

Back to top button