გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები (ნაწ 3)

7cce61e78770
გთავაზობთ თითქმის დაუჯერებელ ფაქტებს.

1.  6 წლის ჩინელ ლი იანპენგი მრავალთითა დაიბადა. მას მარჯვენა ხელზე 8 თითი აქვს, მარცხენა ხელზე – 7, ხოლო ორივე ფხეზე 8–8 თითი. მას ახლახანს ჩაუტარდა 5 საათიანი ოპერაცია, რომლითაც მას ზედმეტი თითები მოაშორეს. პატარა ლი ძალიან გახარებულია იმით, რომ ბოლოსდაბოლოს შეძლებს ფეხსაცმელების ჩაცმას.

9d01a5b7db46

2.1803 წელს, ინგლისელ ქურდსა და ყაჩაღს – ჯოზეფ სამუელს მიუსაჯეს ჩამოხრჩობა. თუმცა ეს არც ისე ადვილი განსახორციელებელი აღმოჩნდა – იგი სამჯერ „ჩამოახრჩვეს“, მაგრამ  თოკი სამივეჯერ  გაწყდა.  გუბერნატორმა ეს ღვთიურ ნიშნად მიიჩნია და სამუელს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

452874e8d460

3.ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში არის ქინგდაო–ჰაივანის ხიდი ჩინეთში. იგი 42,5 კმ სიგრძისაა. ამ უგრძელესი ხიდის მშნებლობას დასჭირდა 4 წელი, 10000 მუშა და 8 მილიარდი დოლარი.  ყვოელდღიურად ამ ხიდზე 30 000 მანქანას შეუძლია გაიაროს.

59057502f100

4.იაპონელების ზრდილობას საზღვარი არ აქვს. იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვის –5.4 მილიონი დოლარის მადლიერმა გამტაცებლებმა ბანკში  წერილი დატოვეს: “დიდი მადლობა ბონუსისთვის. ეს ფული მთელი ცხოვრება გვეყოფა“.

7da578f29e8e

5.კორეელ ლი იინ–გიუს შეუყვარდა  საკუთარი… ბალიში. მასზე გამოსახულია ერთ–ერთი ანიმე პერსონაჟის –ტესტაროზას სახე და ქვია დაკიმაკურა. 28 წლის კორეელს თავისი დაკიმაკურა ყველგან თან „დაჰყავდა“ და ბოლოს დაქორწინდა კიდეც.

იაპონიაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა ასეთი „ახლო“ დამოკიდებულება „სახეებიან“ ბალიშებთან. ადამიანებს, რომელთაც უჭირთ რომანტიული ურთიერთობების დამყარება ნამდვილ „3D”  ხალხთან, ადვილად ახერხებენ ამას 2D პერსონაჟებთან.

56d0eaf980ad

6. ყველასათვის ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან ჩანს, სინამდვილეს არ შეესაბამება. კოსმოსიდან ადამიანის თვალისთვის შეუძლებელია კედლის გარჩევა სხვა რელიეფისგან. მისი „დანახვა“ შესაძლებელია მაქსიმუმ 36 კმ სიმაღლიდან. ხოლო სურათებზე ჩვენ ვხედავთ სპეციალური აპარატებით გადაღებულ სურათებს, რომელთაც, რასაკვირველია, მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ადამიანის თვალს.

თუმცა NASA–ს თქმით, რისი დანახვაც მართლა შესაძლებელია კოსმოსიდან, ესაა ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილი, რომელსაც წარმოქმნის საკმარისად დახრილი კუთხით მინათებული მზის სხივები.

366ff43c17f0

7. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს ისიც, რომ თითქოს გაბრაზებული ( ან მშვიდი) ხარი წითელ ფერზე ღიზიანდება. ხარი ფერებს ვერ არჩევს. მას აბრაზებს სწრაფი მოძრაობა, რომელიც მის ახლოს ხდება. თუ მის წინ ლურჯ ნაჭერს ააფრიალებთ, ან სულაც ენერგიულ ცეკვას დაიწყებთ, ის ისეთივე წარმატებით გამოგეკიდებათ.

56765fc11d73

8. ჩინელ ხუან იუანფანგს თავის უკანა ნაწილზე 5 სანტიმეტრიანი რქა ამოუვიდა. იგი 2 წლის განმავლობაში ამოდიოდა და ვერაფრით შეაჩარეს მისი ზრდა. ექიმების თქმით, რქის ამოკვეთის შემთხვევაში ის ისევ გაიზრდება.

006f19e3772f

9. თუ სრულიად დედამიწის მოსახლეობა ერთმანეთის გვერდით დადგება, მხოლოდ ლოს–ანჯელესის მთლიანად შევსებას მოახერხებს. ( ამ დაუჯერებელი ფაქტის წყარო National geographic-ია).

c9deb722dbb2

10. თავდაპირველად, კომპაქტ დისკის (ე.წ. CD) შექმნისას, „ფილიფსის“ ინჟინერმა წამოაყენა წინადადება, რომ იგი ყოფილიყო 1 საათის, ანუ 60 წუთის ხანგრძლივობის, რადგან ნებისმიერი არსებული მუსიკალური ალბომი მასზე დაეტეოდა. მაგრამ „სონის“ ვიცე–პრეზიდენტი, ბეთჰოვენის დიდი თაყვანისმცემელი – ნორიო ოგა, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს პროექტი, არ დათანხმდა ამ მოსაზრებას.
ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ყველაზე გრძელი შესრულება ჩატარდა 1951 წელს  გერმანიაში, ვილჰელმ ფიურტვანგლერის ხელმძღვანელობით და იგი 74 წუთს გრძელდებოდა. ამიტომაც, ეს დრო გახდა კომპაქტ–დისკების ინდუსტრიული სტანდარტი.

7483882312d7

11. ამერიკაში 300 000 სწრაფი კვების ობიექტია

6dd05e8ddde1

ელანძე (გურულად) -ამ წუთში (ქართულად)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close