საკითხავისასარგებლოუცნაური

ლეონარდო და ვინჩის წინასწარმეტყველებანი

4763c7231379

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა -ვინჩი. იგი იყო ნოტარიუსისა და გლეხის ქალის უკანონო შვილი. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდოულად მხატვარი, სკუპტორი, არქიტექოტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი გარდაიცვალა. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.მის ნახატებში მეცნიერებმა შეძლეს ამოეკითხათ წინასწარმეტყველებანი და არც თუ ისე ძნელად.

გაეცანით რამდენიმე წინასწარმეტყველებას:

1)დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება.
გასკდება მიწა,ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები.ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ.
ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით.

2)დავინახავთ,როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან.
ადამიანები ისე ცუდად იქნებიან,რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ.
მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან,ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ.
წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს.
ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან,იმიტომ,რომ ის სიკვდილი იქნება.

3)მე ვხედავ ხალხს,როგორც ქალებს,ასევე კაცებს,გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში,რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ (ალბათ ბაგაში გახვეულ ბავშვებზეა საუბარი).

fefa34b102c5

4)ბევრი იქნება ისეთი,რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს.ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე.

5)ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში,ისე რომ მათ ხმას ვერც გაიგონებენ (წერილებზეა ალბათ საუბარი).

6)თუკი ადრე იყო დრო,როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე,შემდგომში აუცილებელი იქნება,მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს,რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან (მზითევზეა საუბარი,როგორც ჩანს).

7)ხალხი ივლის და არ იმოძრავებს,ილაპარაკებს იმასთან ვინც არ არის,გაიგონებენ მის ხმას,ვინც არ ლაპარაკობს (ძილია ალბათ ეს).

43e5d1da7667

8)თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა,რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს.ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ,მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება,რომლებშიც გადავლენ ფიგურები.

9)ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა,რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს – უფრო სწორედ გერმანელი თურქისას.

10)ადამიანები დაინახავენ,თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი.

11)დაიღუპება უამრავი უადამიანი,ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო.

12)მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე.

13)შესამჩნევი იქნება,როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს.

14)წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა.

e07f527a1f30

15)შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას,ლანძღვას,გინებასა და ჩხვლეტას.

16)ძნელი შესამჩნევი არ იქნება,თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს.

17)ტყე დაბადებს ნაშიერს,რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი (შეიძლება აქ ცულის ტარი იყოს ნაგულისხმევი ) .

18)მკვდართა მოძრაობები ბევრ ადამიანს აიძულებს ტირილსა და ყვირილს.

19)შესამჩნევი იქნება თუ როგორ მიჰყავთ მკვდრებს ცოცხლები აქეთ-იქით.

20)ჭაობები და წუმპეები იმხელა იქნება,რომ ადამიანები ხეებზე ივლიან.

f858439a1d9c

მსგავსი ამბები

Back to top button