გასართობისურათებიუცნაური

Yahoo! Answers Fails

რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი Yahoo! Answers-იდან.


კითხვა: რატომაა, რომ ხალხი ყოველთვის საკვებად მეჩვენება? როცა ვინმეს ვუყურებ, ვფიქრობ: “ის ატამს ჰგავს!” ან “ის ნამცხვარივით გამოიყურება!” ან რამე მსგავსი. მსუქანი არ ვარ, თუ გაინტერესებთ. მაგრამ რატომ ვფიქრობ ასე?
პასუხი: იქნებ უბრალოდ გშია?


კითხვა: შეიძლება, ანალური სექსით დაორსულდე, თუკი წინ ტამპონი გიკეთია?


კითხვა: ღორის გრიპი იმიტომ კლავს მექსიკაში მცხოვრებ ხალხს, რომ ათეისტური ქვეყანაა? ბევრმა მექსიკელმა და ესპანელმა უარყო ქრისტიანობა და სოციალისტი გახდა, მიგაჩნიათ, რომ ამის გამო კვდებიან ისინი, ხოლო ამერიკელებს არაფერი მოსდით?
პასუხი: რეალურად, ისინი კათოლიკეები არიან. შენი ნათქვამი შენი ცოდნის სიმცირეს აჩვენებს. ალბათ “მეკაიფები”.


კითხვა: არსებობს წამალი, რომელიც ჰომოსექსუალად მაქცევს?
პასუხი: კი, თუკი აქ დაპოსტავ ჰომოსექსუალურ კითხვებს [ამოღებულია ცენზურიდან გამომდინარე] რატომ არ წახვალ და [ამოღებულია ცენზურიდან გამომდინარე].


კითხვა: როცა ალკოჰოლურ სასმელს ვსვამ, სევდიანი ვხდები. მთელი დღე მხიარული ვარ, მაგრამ ვიწყებ სმას და სევდიან განწყობაზე ვდგები. ამაზე არ ვსაუბრობ და არავის ვაჩვენებ, მაგრამ გრძნობა მაინც იგივეა. დეპრესია არ მჭირს, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: საკმარისად არ სვამ.


კითხვა: რატომაა, რომ როცა ფეისბუქზე ყოფნისას გოგონებს ვესაუბრები, არ მპასუხობენ? ყოველდღე შევდივარ ფეისბუქზე და ვწერ გოგონებს: ჰეი, როგორ ხარ? გოგონები არ მიცნობენ, მაგრამ მე მათთან დამეგობრება მინდა. რამდენჯერაც მივწერ: ჰეი, როგორ ხარ? პასუხს არ მიბრუნებენ. რა უნდა ვქნა, რომ მიპასუხონ?
დამატებითი ინფორმაცია: მახინჯი არ ვარ.


კითხვა: რატომ წერია ეკრანზე “www.Bangbros.com” (bangbros.com არის პორნოსაიტი – Charlie) მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი ასრულებს საშინაო დავალებას? სასკოლო წლის პერიოდში ყოველ ღამე ჩემი შვილი მეუბნება, რომ საშინაო დავალებას აკეთებს ჩვენი ოჯახის კომპიუტერთან. ხანდახან, როცა სანახავად ჩავდივარ, ეკრანზე წერია “www.Bangbros.com” და გოგონა ჩანს. საშინაო დავალების საიტია თუ რამე მაგდაგვარი? ყოველ ჯერზე მთხოვს პაროლს, რომელიც არ ვიცი. შეგიძლიათ დამეხმაროთ?


კითხვა: ტყუპებზე ვარ ორსულად და შესაძლებელია ერთ-ერთ მათგანზე აბორტი გავიკეთო? 2 შვილი არ მინდა და რომელსაც გავაჩენ, თავის შვილებს მოუყვება იმ ძმაზე ან დაზე, რომელიც არასდროს ჰყოლია.


კითხვა: რა ასაკშია შესაფერისი ძაღლისთვის სექსის სწავლება? მყავს ძაღლი სახელად ჩარლი (მამალი) და 4 წლისაა, მაინტერესებს, როდის უნდა ვასწავლო სექსის შესახებ?


კითხვა: რა უნდა ვქნა, რომ იუტუბმა გადამიღოს? იუტუბში დავრეკე და ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ და ჩემზე ვიდეოები გადაეღოთ, მაგრამ… ისინი არ მოსულან! არ მესმის, სხვა ადამიანების ვიდეოები როგორ იდება იუტუბზე, მინდა გადამიღონ, რადგან საკმაოდ სასაცილო მასალები მაქვს ინტერნეტში განსათავსებლად.
პასუხი: გრაფიკული Facepalm.


კითხვა: როდის მექნება პირველად მენსტრუაცია? 17 წლის ვარ და ციკლი ჯერ კიდევ არ მქონია. ჩემს დას 14 წლის ასაკში ჰქონდა. უფრო მეტი დრო ხომ არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭი ვარ?
პასუხი: არ ხარ დარწმუნებული, რომ ბიჭი ხარ? წადი და შეამოწმე.


კითხვა: რატომაა ჩემი სპერმა ასეთი ძლევამოსილი? ჩემს შეყვარებულთან ურთიერთობა მხოლოდ 4 კვირაა, რაც მაქვს, ექიმმა კი თქვა, რომ ის 4 თვის ორსულია. საიდანაა ჩემი სპერმა ასეთი ძლევამოსილი?
პასუხი: *facepalm*


კითხვა: შეიძლება პლასტიკური ხელთათმანი გამოვიყენო პრეზერვატივის ნაცვლად? იქნება ისიც ასევე ეფექტური? უახლოესი მაღაზია 23 მილის (37 კმ) მანძილზეა. ვიცი, რომ უკვე ვიკითხე, მაგრამ სერიოზული პასუხები მჭირდება. 14 წლის და ნახევრის ვარ, სხვათა შორის.


კითხვა: იესოს ფორმის ბლინებს ვაცხობდი, მაგრამ დამეწვა. ჯოჯოხეთში მოვხვდები? ეკლესიაში წასვლამდე საუზმეს ვამზადებდი და გადავწყვიტე, ბლინებისთვის იესოს ფორმა მიმეცა, მაგრამ დაიწვა. ჯოჯოხეთში მოვხვდები?
პასუხი: რა თქმა უნდა არა! იესოს ყველანაირი ბლინი უყვარს.. წითელი და ყვითელი, შავი და თეთრი!


კითხვა: რატომ იბადება სულელი ხალხი?
პასუხი: იმიტომ, რომ შენს მშობლებს შვილი უნდოდათ.


კითხვა: თუკი ქალი შოკოლადს ჭამს, მისი მკერდის რძეს შოკოლადის რძის გემო ექნება? იგივე ეხება მარწყვს, ბანანს და ა.შ.


კითხვა: რატომ არ ვარდება დედამიწა?
პასუხი: იმიტომ, რომ ფრენა შეუძლია.
კითხვის ავტორის კომენტარი: გმადლობთ!!!!!


კითხვა: როცა იღვიძებ და მხოლოდ თავი ხარ, ტანი კი არ გაქვს, რა უნდა ქნა?
დამატებითი ინფორმაცია: ეს ენით ავკრიფე.


კითხვა: ვფიქრობ, რომ ჩემი სარეცხი მანქანა შეპყრობილია. როგორ განვდევნო მისგან დემონი? ძალიან უცნაურია.


კითხვა: ჭორფლები შხამიანია? ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ჭორფლი შხამს შეიცავს და შეიძლება გასკდეს. ასევე მითხრა, რომ თუკი ბევრი გასკდა, მოკვდები. სიმართლეა?
პასუხი: კი, ჩემს მეგობარს მოუვიდა ერთხელ და მოკვდა.


კითხვა: რატომ არსებობს სკოლები? რა დანიშნულება აქვთ?
პასუხი: ასეთი კითხვები ტირილს მანდომებს.

ზი ენდ :mamao:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close