გართობა

იმეილ-ფორვარდები

6d8b88072d7e

დაგვეტყო, დაგვეტყო! შევდივართ ნელ-ნელა ევროპაში 
მოკლედ, ნელნელა ჩვენთანაც იკიდებს ფეხს ელფოსტის ფორვარდები :) საუბარი მაქვს ძირითადად სისულელეებით გამოტენილ წერილებზე, რომელიც კიდევ ოთხმოც ადამიანთან ერთად რომელიმე მეგობრისგან მოგივა ხოლმე. ძირითადად, მსგავსი ქართული წერილები dumb-ხუმრობების კრებულია ხოლმე, რომელსაც, როგორც წესი, კომპანიის IT- ან Customer-საფორთი აგროვებს, იმ მომენტში ნერვებზე ითხრება, მაგრამ შემდეგ ბევრს იცინის :D

ახლა კი ერთ-ერთი ფორვარდი. მე ძალიან ვიხალისე

პლასტიკურ ბარათზე:
— აი ამ ზოლში ხელი უნდა მოაწეროთ…
— გადავფხიკო???……
———————————
განაცხადის შევსება:
— აქ რა დავწერო?..
— თქვენი დაბადების თარიღი….
— ციფრებით თუ სიტყვიერად?..
— როგორც თქვენ გნებავთ…
— აქ რას ვწერ?..
— აქ თქვენი სახელი და გვარი…
— სიტყვიერად???
———————————-
განაწყენებული მოხუცი ქალი ჩხუბით შემოდის ბანკში :
– რას მიშვებით! სამი დღეა თქვენს ბანკომატზე ვაკაკუნებ! ხმას არავინ მცემს და ფული ვინ უნდა მომცეს?!
———————————-
ბანკომატს შესვენება როდის აქვს?
———————————-
ბარათი გადამეყლაპა და რა ვქნა?
———————————-

მაგთის ცხელ ხაზზე აბონენტების ზარებიდან:

ინბოხი (Inbox)
აუტბოხი (Outbox)
მახონი (Maxon)
პროხუ (Proxy)
ფროხეი (Proxy)
ეცოუნტი (Account)
ლანგუაგე (Language)
ტუპე (Type)
რიკ, რუკ (Pin, Puk)
პუკში ჩავარდნა
აპარატის მოდელები – სიემენსი სეტე 60, მაგთი, ნოკი, მოტორელა ტალკატელი, მოტორელა ტალკაბოუტი, მოტორელა ტიმაპორტი, გამარჯობა მოტო, ერისიონი, მაგთი-ჯეოსელი და პანასონიკი ხე 70 (X70)
სენტუპ (Setup)
დისპლაუ (Display)
რენამე (Rename)
სავე (Save)
გპრს (GPRS)
ჯეთევეი აფ (Gateway IP)
ჯიესი
აბონენტის შეკითხვა – დავაოკეო?
ჩაძირული თანხა, თანხის გაღვიძება, თანხის გადაგრძელება
ინტერნეტის პერიმეტრი
მუსიკების ჩამწერი ინტერნატი
თანხის გამოხსნა-გადაზიდვა
ნაჟმილ
გაცოცხლების ოფისი რო ჩავრთა
პოლიმაცია (სავარადოდ იგულისხმება ანიმაცია)
ინგალაცია (ალბათ ნიშნავს ინსტალაციას)
ვაპიარესი (WAP – GPRS)
თქვენი ახალი სერვისი რო გაიხსნა მწვანე ბალი 895
მასაჟი, მესაგე
ალარმ სლოსკი (ალბათ მაღვიძარას უნდა ნიშნავდეს)
პოლიფონიური მელოდიების ფორმატის გაღვიძება
სურფ ენდ ფუნ
სმს პრესმდივანი, ავტომდივანი, სამდივნო
აბონენტს სურს მმს-ზე დაფუძნება
აბონენტს აინტერესებს, თუ როგორ დაუჭიროს მხარი GPRS-ს
ქომექთილითი
დონე (done)
ბასკი (back)
იკსკალაცია (ინსტალაცია)
ორი ფაცი (2pac)
მოტოროლა ვექტრა
ც კლასის ნოკია
ჩვენს აბონენტს აინტერესებს ჩვენი ოფისი ახლოს არის თუ არა ინტერნეტთან?
ჩასახრიანებული (შენახული)
აბონენტს სურს მოსიყვარულე ნომრის ჩართვა
დაბლოჭილი სმს
აბონენტს სურს ბალანსის შევსება საზაროზე
როულინგი (როუმინგი)
ასხლეტილი სმს(ემერჯენსი ქოლს)
ამერიკან სოსო
ბიტუსი(ბლუთუსი)
შეკსპირის მთვარის სონატა
ბეთხოვენის პროპესიონალი
სტოჩნიე, ა კრასავიცა
ის მაქვს ჩარტული, ვერ იმას ვშვები და როგორ უნდა იმას ვქნა?
სატარიპო გეგმის გასააკტიურებლად რამდენი უნდა მქონდეს ანგარიშზე? (მხიარული ზუმერის ჩარტვა სურდა)
როდესაც წერავდა მესიჯს ნომერი იყო ჩაფიქსირებული და გაგზავნის დროს უტივტივდებოდა
(თანხის გადარიცხვა) ციხე-ნომერი,ციხე თანხა და ოკა
444 რომ ხიკავს წერილი არ შესდის(კრიფავს)
მონოს ვერ ვტენი ტელეფონში
ტანცის ლუბლუს ზუმერი
ჯუანშერის ზუმერი(ხუანესი)
კოდი ვიცი და წინ რა უნდა დაუტნიო
პრივეტ ნომერ (private number)
მესიჯს რომ წერს ასო უდიდდება (Caps Lock ქონდა ჩართული)

იხილეთ ასევე
Close
Back to top button