არქივი

ავსტრიელმა მეცნიერებმა ”ახალგაზრდობის ელიქსირი” აღმოაჩინეს

35b0bda2c463

ავსტრიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნივთიერება სპერმიდინი, რომელიც დიდ რაოდენობით შედის სპერმაში და გრეიფრუტში, მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ადრე დადასტურებული იყო, რომ სპერმიდინი – მცირე ზომის მოლეკულა პოლიმიდების ჯგუფიდან – აუცილებელია უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის, ამასთან დაბერების პროცესში, უჯრედში, მისი შემცველობა მცირდება.

სპერმიდინის გავლენა დაბერების პროცესებზე ჯერ შესასწავლია. მაგრამ იმის გამო, რომ ის ნატურალურ შენაერთს წარმოადგენს და არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, კვლევის ხელმძღვანელმა ფრანკ მადეომ ურჩია სიცოცხლის გახანგრძლივების მსურველებს, უფრო ხშირად ჰქონდეთ სექსი და მიირთვან მეტი გრეიფრუტი – საზიანო ეს ნამდვილად არ იქნება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

Back to top button