არქივი

ნისლეულები და ვარსკვლავთა გროვები

e3ffa0699563

ამ პოსტში როგორც უკვე მიხვდით გაეცნობით ნისუელებსა და ვარსკვლავთა გროვებს…

მოციმციმე ვარსკვლავების პატარა ჯგუფები და ვარდისფრად და ცისფრად შეფერილი მანათობელი ღრუბლები მთელ ირმის ნახტომშია მოფენილი.ეს ვარსკვლავთა გროვები და ნისლეულები ცის ყველაზე ლამაზი ხედებია.
ვარსკვლავთშორისი სივრცეები სრულიად ცარიელი როდია.აქ გაზის მოლეკულები და მტვრის უმცირესი ნაწილაკებია გაფანტული.ზოგიერთ ადგილას გაზი და მტვერი ვეებერთელა,ბნელ ღრუბლებადაც კი ჩამოყალიბდა.
თითოეული ვარსკვლავის გარშემო და ვარსკვლავებს შორის არსებულ ღრუბლებს,ნისლეულებს უწოდებენ.თუ შორიახლოს ნათელი ვარსკვლავია,ნისლეული ანათებს.ვარსკვლავის ულტრაიისფერი სინათლე გაზის საკუთარი სინათლით ნათებას იწვევს.მტვრის ღრუბლები იმიტომ ანათებს,რომ ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს.
თუმცა,ბნელი ნისლეულები სინათლეს არ გამოსცემს.ისინი ვარსკვლავებისა და განათებული გაზის ღრუბლების ფონზე ბნელ ლაქებად მოჩანს.განსხვავებით სინათლისგან,ინფრაწითელი გამოსხივება და რადიოტალღები ბნელი ნისლეულებიდან გამოღწევას ახერხებს და დედამიწის ტელესკოპების მიერ ფიქსირდება.

1c558cfb6720

^ პლანეტსახის ნისლეულები

როდესაც პატარა ან საშუალო ზომის ვარსკვლავი თავისი სიცოცხლის დასასრულს აღწევს,ის ფართოვდება და გაზის ზედა ფენებს კოსმოსში გამოაფრქვევს.
ამ სახის ნისლეულებს პლანეტსახის ნისლეულები ეწოდება.ამ სახელწოდებას პლანეტებთან არანაირი კავშირი არა აქვს:ის ასტრონომმა სერ უილიამ ჰერშელმა გამოიგონა,რადგან ამ სახის ნისლეულები მას პლანეტებს ახსენებდა.

ნისლეულების აკვანი

ახალი ვარსკვლავები ბნელ ნისლეულებში იბადება.ახალი დიდი ვარსკვლავების ძლიერი გამოსხივება ნისლეულებში ბუშტუკებს ხსნის და გაზის ნათებას იწვევს.გაზის უმეტესობა წყალბადია,რომელიც ვარდისფრად ანათებს.

ვარსკვლავთა გროვები

გარკვეული ხნის შემდეგ ახალი ვარსკვლავთა გარშემო არსებული გაზის კოსმოსში იფანტება.ასე რომ,ღია ვარსკვლავთა გროვების უმეტესობას ირგვლივ ნისლეულები არ გააჩნია.ღია გროვების ვარსკვლავები შესაძლოა განცალკევდნენ.ბევრი იმ ვარსკვლავთაგანი,რომლებსაც ვხედავთ,უკვე აღარაა ერთდ.
ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში მდებარე პლეადები ანუ ხომალდია.მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.ამ გროვის ფორმირება 50 მილიონი წლის წინ მოხდა,დედამიწაზე დინოზავრების გადაშენების შემდეგ.პლეადებმა მშობლიური ღრუბლიდან სხვა ღრუბელზე გადაინაცვლა.
ღია გროვების გარდა,არსებობს სხვა სახის ვარსკვლავთა გროვებიც,რომლებიც სფერული ვარსკვლავთა გროვების სახელითაა ცნობილი.მათ სფეროს ფორმა აქვთ და ასობით ათასი ვარსკვლავით სავსე პატარა სივრცეს იკავებენ.ჩვენი გალაქტიკის ყველა სფერული გროვიდან,ირმის ნახტომი ყველაზე ხნიერია.მასში შემავალი ბევრი ვარსკვლავი 10 000 მილიონ წელზე უფრო ადრე გაჩნდა,რაც მზის ასაკზე ორჯერ მეტია.ირმის ნახტომის ვარსკვლავებს შორის იმდენი გაია,რომ მზის ზომი 10 მილიონი ვარსკვლავის შექმნაა შესაძლებელი.

4c62e04338c0

^  პლეადები.ამ ღია ვარსკვლავთა გროვას დაახლოებით 500 ვარსკვლავი მიეკუთვნება,მაგრამ ამ სურათზე მხოლოდ ყველაზე ნათელი ვარსკვლავები ჩანს.გროვა გაზისა და მტვრის ვარსკვლავთშორის ღრუბელში მოგზაურობს.მტვერი ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს და ლურჯი ანარეკლის ნისლეულს ქმნის.

8081ee583653

d1752e9f0398

^  სფერული ვარსკვლავთა გროვის ცენტრი.ამ გროვას ხანდახან „ზღვის ვარსკვლავს“ უწოდებენ ხოლმე,რადგან მისი კაშკაშა ვარსკვლავური „კიდურები“ ცენტრიდან იშლება და იკლაკნება.

511cd19167bf

e3ffa0699563

^ ცხენის თავის ნისლეული.ცხენის თავის მსგავსი ფორმა გაზისა და მტვრის სვეტია,რომელიც დიდი ბნელი ნისლეულიდან ამოდის და მის უკან მდებარე ნათელი ნისლეულის ფონზე გამოისახება.

P.S ჩემი პირველი პოსტია რაც არ გამომივიდა მითხარით,აქედანვე ვისწავლი   :yes:
წყარო:წიგნიდან ამოკრიბე ინფორმაცია

მსგავსი ამბები

Back to top button