გასართობი

კააი ანეკდოტები

5b597e94c9b5
თქვენ თუ გინდათ ნუ წაიკითხავთ, მე მინდოდა ერთად შემენახა სადმე და იმიტომ დავდე :)

***

_ ეს ქალი რწმენისთვის იტანჯება?
_ და რისი სწამს?
_ სწამს რომ 39 ზომა ფეხზე, 37 ზომა ფეხსაცმლის ჩაცმა შეუძლია.

***

პატარა ბავშვი ეკითხება მამას:
_ მამა ფილიალი რა არის?
_ შვილო, “გარშოკი ” ხო გაქვს?
_ კი, მაქვს.
_ ხოდა, ეგ ჩვენი უნიტაზის ფილიალია.

***

ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ღვინის სარდაფი და უკვე მეოთხე დღეა, ვერ ახერხებენ თავიანთი მოთხოვნების ფორმულირებას.

***

პაციენტი მივიდა კბილის ექიმთან. ექიმი უსინჯავს მტკივნეულ კბილს. პაციენტს ესმის:
– ვაა, რა დიდი ფუღუროა! ვაა, რა დიდი ფუღუროა!
– რატომ იმეორებთ, ექიმო, ერთი და იმავეს?
– მე არ ვიმეორებ, ეს ექოა…

***

ტრავმატოლოგიურში ოპერაციის დაწყებისას:
– ექიმო, ფეხს ხომ არ დავკარგავ?
– გააჩნია, სად შეინახავთ!

***

სვანი დაინახავს მონაზონს და გაიფიქრებს: დედალი მღვდელი.

***

რა სისულელეა, მანქანებს რომ აწერენ “გამრეცხე”. თუ უნდათ რომ მართლა გარეცხონ უნდა დააწერონ: “პატრონის დედა…” .

გაზიარება

***

ბუღალტერი ცოლს ითხოვს და სიმამრთან მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებს.

გაზიარება

***

ერთი ტიპი ეუბნება მეორეს:
_ შენ ზაფხულში ხარ დაბადებული?
_ კი, საიდან მიხვდი?
_ აბა შენი გულისთვის ზამთარში ძუძუს ვინ ამოიღებდა.

***

ჭიჭიკიამ და ბიჭიკიამ ააშენეს ბარი უდაბნოში. გაავსეს ბარი ჩაციებული გამაგრილებელი სასმელებით.ქარავნები მიდი-მოდიან აქეთ-იქით, მაგრამ რად გინდა, ბარში არავინ შედის. ბოლოს გადაწყვიტეს გაეგოტ რატო არ შედიოდნენ მწყურვალი მექარავნეები მათ ბარში. მივიდნენ ერთ ქარავანთან და მექარავნეებს ჰკითხეს:
_ ბარში რატო არ შემოდიხართ? წყურვილს მოიკლავდით, გაგრილდებოდით, დაისვენებდით…
_ წადი შენი, მირაჟი დედაც…

***

მიდის ბერი უღრან ტყეში. წინ დახვდა მგელი. თვალებზე ეტყობოდა, რომ ბერს შეჭმას უპირებდა. შეეშინდა ბერს, ძალიან შეეშინდა და ღმერთს შესთხოვა: ქენი ისე უფალო რომ ამ ცხოველს ქრისტიანული გრძნობები გაეხსნას.
გაფიქრება იყო და მგელმა დაიჩოქა, პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღლა წარმოთქვა:
_ მიკურთხე უფალო საჭმელი რომლის მიღებასაც ახლა ვაპირებ…

***

იყიდება ციხესიმაგრე. მყიდველი ეკითხება მეპატრონეს:
_ ამ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ხომ არ არიან?
_ არა, როგორ გეკადრებათ! შვიდასი წელია აქ ვცხოვრობ და მოჩვენებები არასოდეს მინახავს.

***

სვანს ხუთი გოგო ჰყავს გასათხოვარი და ღმერთს ეხვეწება:

_ ღმერთო, ორი გამათხოვებინე და სამს დაგიკლავ.

გაზიარება

***

მარო:
– მიხო, ნახე, მე შენზე სუფა ფეხები მაქვს.
მიხო:
– გექნება, მა რა, შენ რომელi goda ხარ და მე რომელი.

***

– რამდენი იქნება, 5 გავამრავლოთ 7-ზე?

– 30.

– არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური.

– მასწ, არ იფიქროთ რომ გემუქრებით, მაგრამ, ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა თქვა: “აქ კიდე ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო”.

გაზიარება

***

გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გაკვეთა იყო.

გაზიარება

***

– მამიკო, მე და ჩემმა შვიდმა თანაკლასელმა ძლივს გადავიყვანეთ მოხუცი ქალი ქუჩაზე.

– ამდენი რა საჭირო იყო?

– არ მოგვყვებოდა

გაზიარება

***

კითხვა: რა გამოვა ზღარბის და გველის შეჯვარებით?

პასუხი: ერთი მეტრი მავთულხლართი.

გაზიარება

***

სვანს უნდა თოვლის ბაბუა იყოს… ჰოდა, შვილიშვილს “თოვლს” დაარქმევს.

გაზიარება

***

ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე… მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:

– რა გინდა, რას მერჩი?

– წყალი მინდა. – უპასუხა ცისკარამ.

– მერე? გიშლის ვინმე?! მიდი და დალიე.

გაზიარება

***

მაიკლ ჯექსონს სიკვდილის წინ ქირურგმა საკონტროლო პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა.

***

მთვრალმა პოლიციელმა მძღოლი გააჩერა.

– ორნი რატო ზიხართ საჭესთან?

– მერე ამის გულისთვის ალყა უნდა დაგვარტყათ?!

***

– რომელი საათია?

– ახლა თუ ვაფშე?

***

მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.

– არ შემჭამო, რა, გეხვეწები. – სთხოვა გოგონამ.

– არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?

***

სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო.

სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს:

– აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა?

***

პატარა ბიჭს, წყლის პისტოლეტით, მთელი ზაფხულის განმავლობაში კარბიდის საამქრო ტერორში ჰყავდა.

***

_ რათ უნდა ადამიანს 12 მეტრი ნაწლავები?

_ იმიტომ რომ ცხელმა ჩაიმ უკანალი არ დაწვას.

გაზიარება

***

ერთხელ ერთი მეთევზე შევიდა ზღვაში სათევზაოდ და დაიხჩო…
ჭკვიანი ხალხი ამბობდა: ”ნავით რომ შესულიყო შეიძლება გადარჩენილიყოო…”

***

ყრუ-მუნჯ ბავშვს დედა ეჩხუბება:
_ კიდე შეიგინები და ხელებს დაგაჭრი.

***

_ ძვირფასო, ყავა გინდა?
_ კი.
_ მაშინ შენთვისაც გაიკეთე.

***

_ გტანჯავთ თუ არა ეროტიკული სიზმრები? _ ეკითხება ექიმი პაციენტს.
_ როგორ თუ მტანჯავს?! _ გაუკვირდა პაციენტს.

***

ყველაზე სევდიანი საჭმელი პიურეა, თითქოს კარტოფილია… მაგრამ ისეთი დაჭყლეტილია…

***

სიტუაცია ჯარში:
_ კაპრალო, ხერხეულიძე, გამოდით მწყობრიდან! _ გასცა ბრძანება უფროსმა.
კაპრალი უგონოდ ეცემა მიწაზე.
_ რა მოუვიდა? _ კითხულობს უფროსი.
_ მწყობრიდან გამოვიდა…

***

ბილ გეითსის ცოლმა ვერაფრით ვერ გაწმინდა ყველა ფანჯარა, რადგანაც ყველა ფანჯარა ახალ ფანჯარაში იხსნებოდა.

***

ფინანსური კრიზისის დროს ერთი ბანკირი ურეკავს მეორეს და ეკითხება:
_ წუხელის როგორ გეძინა?
_ ბავშვივით?
_ ეგ როგორ?
_ მთელი ღამე ვტიროდი და ორჯერ ჩავიფსი.

***

ხუთი წლის გოგონა დედას შესჩივლებს, თავისი ოთხი წლის ძმის საქციელზე:
_ დედიკო, დედიკო, ბექამ გამწუწა!
_ მერე, მიდი და შენც გაწუწე. _ მშვიდად პასუხობს დედა.
_ დედიკო, მე რით გავწუწო, მე ხომ გოგო ვარ!

***

კვლევა:
ხინკლის გაკვეთის შედეგად აღმოჩენილი იქნა ხორცი.
დასკვნა:
ხინკალი მტაცებელია.

***

ოფიციანტი ეუბნება კლიენტს:
_ მოხარული ვარ გაცნობოთ, თქვენ მართალი აღმოჩნდით, ხარჩო რომელიც ამ ცოტა ხნის წინ მოგართვით, მართლა ჭურჭლის ნარეცხი აღმოჩნდა.

***

მაგრად გაბრაზებული კაცი ჯინსის შარვალს რეცხავს, თან თავისთვის ილანძღება: ”არა რა, ჩვენ დროში არავის ნდობა აღარ შეიძლება!” ერთი წუთის შემდეგ ისევ: ”არა რა, ჩვენ დროში არავის ნდობა აღარ შეიძლება! ”დაჟე” საკუთარი თავისა. მე ხომ მარტო გაკუებას ვაპირებდი!”

***

_ მამა, საჭმელი მინდა.
_ მე, შენს ასაკში, კოსმონავტობა მინდოდა.

***

-რატომ სვავენ კაცები ღვინოს?
-იმიტომ რომ ღვინო თხევადია, მყარი რომ იყოს შეჭამდნენ.

***

აწყობილი აქვს პილოტს საქმე – მივფრინდება აეროპორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე – მივა ვაგზალში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მეზღვაურს საქმე – მიცურდება პორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
მარტო გოგონას ვერ ააქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.

***

დილით ქმარი იძახის:
– წუხელის ცუდად მეძინა.
ცოლი საყვედურობს.
– შენ ხომ ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.

***

პატარა ბავშვი დედას ეუბნება:
– დედიკო, ბებიას საქმე ვერ არის კარგად!
– რატო, შვილო?
– ჩემს ყოველ მისვლაზე იძახის: ”ეს ვინ მოვიდა, ეს ვინ მოვიდაო.” ამდენ ხანში რით ვერ დამიმახსოვრა?!

***

ცოლმა და ქმარმა იჩხუბეს და ცოლმა აუკრძალა საძინებელ ოთახში შესვლა.
ორი კვირის მერე ქმარი კარზე უკაკუნებს. ქალი ეუბნება:
– არ დაგინახო შემოსული!
კაცი პასუხობს:
– ჯერ მოდი ნახე რით ვაკაკუნებ.

***

ზარმაცმა კამიკაძემ 94 წელი იცოცხლა.

***

პაციენტი საოპერაციოდან გამორბის. წინ შეხვდება მთავარი ექიმი და ეკითხება:
– რატო გარბიხარ?
– ექთანმა თქვა: ”ნუ გეშინია, დაწყნარდი, ბრმანაწლავის ოპერაცია უმარტივესია.”
– მერე რა, თქვენი დამშვიდება უნდოდა.
– მე კი არა ქირურგს ეუბნებოდა!

***

მიხო სახლშია , ხელში ოყნა უჭირავს და ექიმს ურეკავს:
– ექიმო, ოყნა რომ დამინიშნე სად გავიკეთო?
– როგორ სად უნდა გაიკეთო?! უკანა ტანში გაიკეთე.
– სადა, სადა? – დაიბნა მიხო.
– უკანალში რა.
– საად?
– სადა და ტრაკში გაიკეთე! – დაკარგა მოთმინება ექიმმა.
– ექიმო, გატყობ ცუდ ხასიათზე ხარ და მოდი ხვალ დაგირეკავ რა.

***

პარკში, ტირში, პატარა ბიჭი, ზუსტ სროლაში კონკურს მოიგებს და პრიზად ცოცხალ პატარა კუს აჩუქებენ.
მეორე დღესაც მოიგებს ბიჭი კონკურსს და ახლა პატარა სათამაშო მანქანას აჩუქებენ. ბიჭი იკითხავს:
– გუშინ რომ მაჩუქეთ, შაურმა ხრაშუნა ლავაშით, აღარ გაქვთ?

***

ერთ კაცს ეკითხებიან, ქალზე რომელსაც საკმაოდ სქელი მაკაჟი ედო სახეზე:
– როგორ მოგწონთ ეს ქალბატონი?
– ვერ გეტყვით, ფერწერაში ვერ ვერკვევი.

***

ბავშვი ეხვეწება მამას:
– მამა, ვიყიდოთ რა თუთიყუშები, ვიყიდოთ რა…
– შვილო, რათ გინდა თუთიყუშები?
– მამა, ვიყიდოთ რა…
– ხო, კარგი, კარგი…
მერე მიუბრუნდა გამყიდველს:
– ორი შემწვარი თუთიყუში თუ შეიძლება.

***

ზოგიერთ ბავშვზე იტყვიან.
”დედის კაბის კალთასაა გამოკერებულიო.”
შოტლანდიელ ბავშვებს ამ მხრივ უპირატესობა აქვთ. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც დედის, ისე მამის კაბის კალთას გამოკერებულები.

***

დედა ეუბნება შვილს:
– შეჭამე საჭმელი თორემ ბუა მოვა.
– შენ გგონია ბუა შეჭამს ამ საზიზღრობას?!

***

ცოლი დიდხანს ათვალიერებდა თავის თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა:
– მეტის ღირსი მაინც არა ხარ!

***

სასამართლო პროცესზე:
– ბრალდებულო, ნადირობისას რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს.
– ტახი მეგონა, ბატონო მოსამართლე.
– როდის მიხვდით, რომ ტახი არ იყო.
– როცა, თავდაცვის მიზნით, სროლა დამიწყო.

***

ტრავმატოლოგთან შედის პროქტოლოგი, რომელსაც ხელი გაეჭედა პაციენტში.

ტრავმატოლოგი აღშფოთდა:

– აქ ტრავმატოლოგიური კაბინეტია, თოჯინების თეატრი კი არა?!

გაზიარება

***

მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა:
– აქ რას აკეთებ?
– შენ ვინ ხარ? – კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა.
– პატრული!
– საზღვაო თუ სახმელეთო?
– სახმელეთო.
– აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი.

***

ზებრა და პინგვინი მივიდნენ ფოტოს გადასაღებად.
– ფერადი გადავიღოთ?-ეკითხება ფოტოგრაფი.
– არა, შავთეთრი საკმარისია.

***

კაცი:
– რა ჩუმად ხარ?
ქალი:
– მინდა და ჩუმად ვარ.
კაცი:
-გინდა და ჩუმად ხარ?!

***

ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი:
– როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში.
– ეგ მე რუსთაველს მაგონებს.
– რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი.
– სწორედ მაგიტომ მაგონებს.

***

ცისფერებმა შექმნეს: ”ლუდის მოყვარულების მოყვარულთა პარტია.”

***

– არა რა, სასწრაფოდ სახვაგან უნდა გადავიდე საცხოვრებლად. აქ ისეთი სინესტეა გაძლება აღარ შეიძლება.
წუწუნებდა ბურატინო და თავიდან ახლადამოსულ კვირტებს იძრობდა.

***

გაქურდული იქნა ბინა. ქურდის ხელის გულის ანაბეჭდით კრიმინალისტებმა დაადგინეს:
ის იცხოვრებს დიდხანს, მაგრამ ბედნიერება არ ეღირსება.

***

მეგრელი თავის სტუმარს აჩვენებს კედელზე ჩამოკიდულ ძველებურ დამბაჩას და ეუბნება:
– ეს უნიკალური იარაღია, ამით მოკლეს იული ცეზარი.
– რას ამბობთ?! იმ დროში დამბაჩები არ იყო.
– მეც მაგას ვამბობ, უნიკალური იარაღია.

***

– რატომ აქვს როიალს ორი „პედალი“?
– იმიტომ, რომ “ავომატიკაა“ რა…

***
დედა პატარა ბავშვს დაავალებს:

– წადი და სახე კარგად დაიბანე.

ცოტა ხნის მერე ესმის ბავშვის ძახილი:

– დედა, ყურები სახეს ეკუთვნის თუ უკვე კისერია?

გაზიარება

***

– მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?

– აბა რა ვი..

– მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?

– აბა რა ვი..

– მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით.

– არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის…

გაზიარება

***

ლომმა შეკრიბა მხეცები და გამოაცხადა:
– დღეს ყველაზე მშიშარა უნდა შევჭამოთ!
კურდღელი წამოხტა და წამოიძახა:
– ტახს არავის დავაჩაგვრინებ!

***

მტვირთავმა ბავშვობაში როიალი გადაიტანა და გადარჩა.

გაზიარება

***

მარტო კაციჭამიებს არ უნდათ დაიჯერონ, რომ ადამიანების მაგივრობას კომპიუტერები შესძლებენ

***

– მამა, ხუთი თეთრი მომეცი რა!
– რათ გინდა ხუთი თეთრი?
– იმისათვის, რომ შეგრცხვეს, შენ ბავშვს მარტო ხუთი თეთრი, რომ აქვს.

***

ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა, კავკასიონი სად არის?
– დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს.

***

– აჰა, შოკოლადი!
– არ მინდა!
– რატო?
– ნოემბერშია გამოშვებული.
– ახლა რომელი თვეა?
– სექტემბერი.
– აზრზე ხარ. მომავლიდანაა…

***

ცოლი მიხოს:
– კაცო, საწოლი გაასწორე რა.
– მაიღუნა რო?

***

15 სექტემბერია. სკოლებში სწალა დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის:
– ბავშვებო, აქ სკოლაა. აქ არ შეიძლება ხმაური. თუ რამე გსურთ არ რაიმეს კითხვა გინდათ ხელი უნდა აიწიოთ…
ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია. მასწავლებელი მზრუნვალედ შეეკითხა:
– ბიჭუნა, გინდა რამე?
-არა, არაფერი. უბრალოდ, ვამოწმებ სისტემა როგორ მუშაობს.

***

მიხოს ეკითხებიან:
– რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ღვინოს?
– საპრიზო!

***

– ქალბატონო, თქვენ გიყვართ თქვენი ქმარი?
– კი, მიყვარს… მე ყველა კაცი მიყვარს.

***

პატრულმა გააჩერა მანქანა:
– თუ შეიძლება თქვენი დოკუმენტები, სერ!
– რატომ მომმართავთ მასე?
– იმიტომ რომ თქვენ გზის მარცხენა მხარეს მოძრაობდით.

***

მოდის ზანგი. მხარზე თუთიყუში უზის. ერთი კაცი ეკითხება:

– სად იშოვე?

– აფრიკაში. იქ მილონობით არიან.- პასუხობს თუთიყუში.

გაზიარება

***

პაციენტი ეკითხება ექიმს:
– მართალია, რომ ამბობენ სტაფილო მხედველობას აუმჯობესებსო?
– კი, მართალია. კურდღელი სათვალეებით გინახავს?

***

კაცი კითხულობს მაღაზიაში:
– ტრუსიკები გავთ?
– არა.
-არც გაყიდვაში?

***

საუბარი ინგლისური ციხის კამერაში:

– თქვენ რამდენი მოგისაჯეს, სერ?

– 15 წელი. თქვენ, თუ საიდუმლო არ არის, სერ.

– 10 წელი, სერ.

– მაშინ კართან ახლო დაიკავეთ ადგილი. თქვენ ადრე გადიხართ, სერ.

გაზიარება

***

– ექიმო, მეზობლები გიჟს მეძახიან იმიტომ, რომ ძეხვეული მიყვარს.
– მერა რა, ძეხვი მეც მიყვარს.
– გინდათ განახოთ ჩემი ძეხვების კოლექცია?

***

– რატომ შეჭამე ეგ კურდღელი, შენ ხომ ვეგეტერიანელი ხარ?

– ეგ შურისძიება იყო… მაგან სტაფილო შემიჭამა.

გაზიარება

***

ერთი კაცი ეუბნება მეორეს:
– საზღვარგარეთ ვიყავით და ჩემი ცოლი წმინდანად შერაცხეს.
– თქვენ ეტყობა ინდოეთში იყავით.

***

აბარამოვიჩის ბავშვის მასწავლებელი შურით მოკვდა, როცა წაიკითხა მისი თხზულება: „როგორ გავატარე ზაფხული.“

***

პატარა ბავშვი ეკითხება დედას:

– დედიკო, ტრანსვისტიტი რა არის?

– შვილო, ზუსტად არ ვიცი, აჯობებს ჩვენ მეზობელ ნათია ბიძიას ჰკითხო…

გაზიარება

***

პატარა ბიჭი მამას ეკითხება:
– მამა, ამხელა ღიპი ლუდისგან გაქვს?
– არა, ლუდისთვის.

***

ზარი პოლიციაში:
– მიშველეთ რამე, ჩემი მეგობარი დაბოლდა, სარეცხის მანქანაში ჩაჯდა, კარი მიიხურა და წავიდა…

***

სავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს. მთავარი მეხანძრე ეუბნება მთავარ ექიმს:
– ხუთი კაცი გადავარჩინეთ და მოვასულიერეთ. სამწუაროდ სამი დაიღუპა.
ამ სიტყვების მერე მთავარი ექიმი ძლივს მოასულიერეს. თურმე მორგს აქრობდნენ.

***

– ამ საღამოს რას აკეთებ!
– არაფერს.
– ჰმ, ზარმაცი ყოფილხარ!

***

ცოლი შეუსწრებს ქმარს ჯუჯა ქალთან:
– შე დამპალო, ხომ შემპირდი: აღარ გიღალატებო?
– თანდათან ვანებებ რა…

***

ტიპი ზის კომპიუტერთან. ამ დროს ურეკავს დედა:
– შვილო, როგორ ხარ?
– ცოტა მაციებს.
– ფანჯრები გექნება ღია და დახურე.
ცოტა ხნის მერე ტიპი ურეკავს დედას:
– დედა, ყველა ფანჯარა დავხურე, ორჯერ გადავტვირთე, მაგრამ მაინც მაციებს…

***

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, მამას ეკითხება:
– მამა, როცა გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?

***

ორი ქირურგი ლაპარაკობს:
– როგორ ჩაიარა ოპერაციამ.
– არა რა, ნარკოზით საინტერესო არ არის.

***

მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროც ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა:
– ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!

***

ზარი ბიზნესმენის ტელეფონზე:
– ეხლა კარგად მომისმინე, თუ არ გადამიხდი 100 000 დოლარს, ან შვილს მოგტაცებ, ან მანქანას დაგილეწავ, ან სახლს გადაგიწვავ…
– ჯერ გადაწყვიტე რა გინდა და მერე დამირეკე რა …

***

ერთი ტიპი უყვება მეორეს:
– გუშინ შენი ცოლი ლიფტში შემხვდა. ისეთი მაგარი ანეგდოტი მომიყვა სიცილისგან კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.

***

პაციენტი შედის ექიმთან:
– ექიმო, აი ჩვენც მოვედით!
– ვინ „თქვენ“?
– მე და ჩემი ჭიები.

***

ექიმი ეუბნება პაციენტს:
– ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, ყველაფერი კარგად არის. აი, ოპერაციამდე ძალიან ცუდად იქცეოდი: ყვიროდი, იგინებოდი, გაქცევას ცდილობდი. შენი მეგობარი კიდევ უფრო უარესად იქცეოდა…
– აბა რა იქნებოდა?! ჩვენ აქ მინების გასაწმენდად გამოგვგზავნეს.

***

ზოოპარკიდან დაიკარგა დარაჯი… თუმცა, შეიძლება ლომები ბოლომდე არ ამბობენ სიმართლეს.

***

– ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?
– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო, ჩემო კარგო.
– ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები?
– იმიტომ, რომ კარგად მოგისმინო, ჩემო კარგო.
– ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ცხვირი?
– აბა რა იქნება, ჩემო კარგო, ჩვენ ხომ სპილოები ვართ…

***

– შეიძლება თქვენ კატას მოვეფერო?
– კი, რა თქმა უნდა, ახლავე ბინტს და იოდს მოვიტან.

***

ადვოკატი მიმართავს გარდაცვლილის ნათესავებს:
– სანამ ანდერძს წაგიკითხავდეთ, მინდა გარდაცვლილის ქვრივს მივმართო, ცოლად გამომყვებით?

***

პაციენტი შედის ექიმთან:
– ექიმო, მიშველეთ რამე, რა მჭირს თვალზე?
– დაწყნარდით… დამშვიდდით… ხო… ისეთი არაფერი, ბუასილი გაქვთ.
– რა უნდა ბუასილს სახეზე?!
– ე… ეს სახეა?!

***

მილიონერი მაგარი მთვრალი ბრუნდება სახლში და ცოლს ეუბნება:
– ორი ამბავი მაქვს კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?
– კარგით დაიწყე.
– სახლი და საერთოდ მთელი ქონება კაზინოში წავაგე.
ცოლი პანიკაში ჩავარდა. ქმარი ამშვიდებს:
– ნუ გეშინია, ხომ გითხარი, კარგი ამბავიც მაქვს მეთქი.
– ამის მერე კარგი რაღა უნდა იყოს?
– კაზინო ჩემი აღმოჩნდა.

***

სკოლის მოსწავლეს ეკითხებიან:
– დაასახელეთ სამი მიზეზი რისთვისაც გიყვართ სკოლა.
– ივნისი, ივლისი, აგვისტო…

***

წიგნების მაღაზიაში:
– გუშინ თქვენთან ვიყიდე წიგნი: “როგორ ვიშოვოთ მილიონი”!
– მერე?
– რა მერე, ნახევარი ფურცლები ამოხეული იყო!
– სამწუხაროა… მაგრამ არც ნახევარი მილიონია ცუდი ფული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close