უცნაური

არაჩვეულებრივი ნივთები (წიგნებიდან) – ნეკრონომიკონი

f197e4d21769

მოვლენები , რომელიც ჰოვარდ ლავკრაფტის წიგნებში ხდება , გითრევს და ამავე დროს გაშინებს.მიუხედავად მათი მისტიურობისა,გამოგონილი ხანდახან რეალურად გეჩვენება.ბევრი მკითხველი გაკვირვებული იყო , როცა გაიგეს , რომ ქალაქი არკჰემი არ არსებობს,ისევე როგორც ცნობილი მისკატონიკსკის უნივერსიტეტი.ასეთი შეცდომები და მითები თვითონ ლავკრაფტზე ბევრია , მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ ცნობილ წიგნ ნეკრონომიკონზე.

მასზე სმენიათ იმათაც კი , ვინც არ იცნობს ლავკრაფტის შემოქმედებას. უამრავმა მისტიურმა ისტორიამ “დამარხეს” სიმართლე იმის შესახებ , რომ ნეკრონომიკონი არ არსებობდა.

წიგნის პირველი დასახელებდა ჟღერდა , როგორც ალ აზიფ.ყურადღებიანმა ლავკრაფტმა იცოდა , რომ ამ სიტყვის თარგმანი არ არსებობს და ნიშნავს ხმას , რომელსაც ჭიჭინობლები გამოსცემენ , ასევე არაბულ ფოლკლორში ღამის მწერების “სიმღერებს” დემონების საუბარს ეძახიან. აი ეტიმოლოგია სიტყვისა ნეკრონომიკონი უცნობია , მხოლოდ ვარაუდები.

99da8b3a742b

აკრძალული წიგნის ავტორი – არანორმალური არაბი აბდულა ალხაზრედი , წიგნი დაწერა 730 წელს დამასკოში, შემდეგ შეიქმნა რამდენიმე ასლი და თარგმანი.ბერძნული თარგმანი , რომელიც შეასრულა მართლმადიდებელმა მეცნიერმა თეოდორ ფილეტმა ,ყველაზე ცნობილია(მისგან წამოვიდა სახელი ნეკრონომიკონი).ეს თარგმანი შეიქმნა დაახლოებით 950 წელს. შემდეგ დანიელმა მეცნიერ-ფილოლოგმა ოლე ვორმმა(რეალური პიროვნება) გადათარგმნა ბერძნული ასლი ლათინურად. ითვლება , რომ ამ დროისთვის დედანი დაკარგული იყო.ვორმის გადათარგმნილი ნეკრონომიკონი 2 ჯერ გამოიცა: XV და XVII საუკუნეებში.

ერთ-ერთი ლათინური ასლი მოხვდა ვატიკანში , სადაც ოფიციალურად აკრძალა 1232 წელს , რომის პაპ გიორგი IX მიერ. მეორე ასლი კი მოხვდა ინგლისელ მეცნიერ ჯონ დისთან, რომლისგანაც კიდევ ერთი ასლი გააკეთა და გადათარგმნა ინგლისურად.ეს თარგმანი არ შეინახა და ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოაღწია.

თუ ლავკრაფტის შემოქმედებას დავუჯერებთ , ნეკრონომიკონის ასლები ინახება ბრიტანეთის მუზეუმში , საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში,ასევე ჰარვარდის ბიბლიოთეკაში,ბუენოს აირესის უნივერსიტეტში და მისკატონიკსკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

წიგნიშ შინაარსზე თითქმის არაფერი ვიცით , აღწერა გვაუწყებს , რომ მისი წაკითხვა როგორც ფიზიკური , ასევე სულიერი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა , ძირფესვიანად მისი გამოკვლევამ კი შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს.

აკრძალული წიგნის გვერდებზე დაწერილია ყველანაირი რიტუალი თუ შელოცვა, ასევე დემონების აღწერა.

გასაკვირი არაა , რომ ნეკრონომიკონმა დიდი რეზონანსი გამოიწვია კულტურაში . ის ნახსენებია მრავალი სხვა ავტორის წიგნებში , ფილმებსა თუ სიმღერებში.შეიქმნა რამდენიმე მისტიფიკაცია , რომელიც აქამდე ითვლება ნეკრონომიკონად.

ჰოვარდ ლავკრაფტი არ მალავდა , რომ წიგნი გამოგონებული იყო , მისი ასეთი პოპულარობა მეტყველებს იმაზე , რომ ის თავისი საქმის დიდი ოსტატი იყო , რისი წყალობითაც ყველაზე დაუჯერებელი ფაქტების კი რეალურად გეჩვენება.

იმედია ამ პოსტის შემდეგ ბევრი მის შემოქმედებას გაეცნობით , ასევე ვაპირებ მეც . ^^

ყველა პოსტი

d4195e6476f4

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button