სასარგებლო

”ჰუჰ” თუ ”დიდუუუ”

0de9cd821ad3

დღეს დილას დავსეირნობდი ინტერნეტში და აღმოვაჩინე ერთი საინტერესო საიტი.. ავდექი, გავიზმანე, იქეთური-აქეთური და ვიგრძენი, რომ სული ბლუზს მთხოვდა. რადგანაც ხელთ გიტარა არ მომეძევებოდა, შევედი იმ საიტზე (ბევრი ვიდეოები რომაა) და მოვუსმინე ბბ კინგის ერთ-ერთ მუსიკას. ამ სიამოვნებაში გამახსენდა, რომ სადღაც თვალი მოვკარი ცნობას, ბბ კინგის გარდაცვალების შესახებ, ეგრევე დავგუგლე გადასამოწმებლად და აღმოვაჩინე ეს საიტი, www.deadoraliveinfo.com, მოკლედ აქ შეხვალთ, ჩაწერთ რომელ ასე თუ ისე ცნობილ ადამიანსაც გინდათ და ამოგიგდებთ ცოცხალია თუ არა ეს პიროვნება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close