არქივი

სცენა №14

c8e43b8d786e
თქვენ ხედავთ ცნობილ კადრს ლეგენდარული კინოფილმიდან.მსახიობი ჯასტერ ბარნსი,რომელიც მძარცველის როლს ასახიერებს ფილმის ბოლო კადრში გამალებით “ამუშავებს” თავის კოლტ 45_ს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ახალი ხილის-კინემატოგრაფის გაუწაფავ მაყურებლებს შოკში აგდებს.თუმცა ამ შოკს თან ახლდა ფილმის პოპულარობა რომელიც შემდეგ პიკს მიაღწევს.

1896 წელს თომას ედისონი ქმნის კინემატოგრაფიულ სტუდია “ედისონს” და ამით იწყება ამერიკული კინემატოგრაფიის სახელოვანი გზა.მანამდე კი ედისონი იხსენებს 1887 წელს და ასე აღწერს იმდროს გონებაში გაელვებულ აზრს:

“მე აზრად მომივიდა ისეთი აპარატის შექმნა,რომელიც მხედველობისთვის იგივე ფუნქციის მატარებელი იქნება რასაც ფონოგრაფი აკეთებეს სმენისათვის,რომელიც ერთდროულად ჩაიწერს და აჩვენებს მოძრაობასა და ხმას.”

თომას ედისონი ფონოგრაფის პირველ ვერსიასთან ერთად

788579272cd3

ამ აზრმა დაიპყრო ედისონის გონება და შეუდგა გამალებულ მუშაობას და შედეგი მალევე მოვიდა.1891 წლის 31 ივლისს თომასმა დააპატენტა კინეტოსკოპი.1894 წელს დაარსდა “კინეტოსკოპური თეატრი”,რომელიც ასევე “შავი მარიას” სახელითაც იყო ცნობილი.სწორედ ამ თეატრში იწყება ედისონის კინემატოგრაფიული აღმასვლა.ედისონის კინემატოგრაფიულმა სტუდიამ 1918 წლამდე აირსება და 1500მდე სრულ თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი,სარეკლამო თუ არასარეკლამო ხასიათის ვიდეორგოლი დაუტოვა მომავალ თაობებს.

თეატრი “შავი მარია”

fb31c99d2325

ედისონის სტუდია ბრონქსში 1907 წელი

d6f1f83cf4d4

კინეტოსკოპი

5d0bc724b940

5702b1d84c63

82661fb0c967

ახლა კი ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ,ეს მიმოხილვა კი საჭირო იყო,რადგან განსახილველი ფილმი სწორედ ედისონის სტუდიაში გადაიღეს 1903 წელს.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს,1898 წელს ავანსცენაზე გამოდის რეჟისორი ედვინ სტენტონ პორტერი,მისით დაინტერესდა ედისონის სტუდია და მალევე დაიწყო პორტერმა კინოფირთა “მოხატვა” მშვენიერი სცენებით.მისი პირველი ფილმია 1 წუთიანი საშინელებათა ჟანრის სურათი “კავალერის სიზმარი”.

b33cc4e9d7d5

ედისონის სტუდიაში ის 1911 წლამდე მოღვაწეობდა და 30მდე ფილმი გადაიღო.აღნიშნვის ღირსია ასევე ის,რომ პორტერის შემოქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ჟორჟ მელიესის შემოქმედებას,განსაკუთრებით მის ფილმს “მოგზაურობა მთვარეზე”.შეგიძლიათ იხილოთ ეს ფილმი

ჯორჯ მელიესი

547edde238fc

სწორედ ედვინ პორტერმა გადაიღო 1903 წელს ამ სტატიაში ნახსენები ფილმი “The Graet Train Robbery” და დიდ წარმატებას მიაღწია.ფილმი ვესტერნის ჟანრს მიეკუთვნება და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ჟანრის ჩამოყალიბებაში,რომ არა ედვინ პორტერის ეს ფილმი იქნებ აღარც სერჯიო ლეონე და კლინტ ისტვუდი ეხილა საზოგადოებას აღნიშნულ ჟანრში.

f4c45942705a

1896 წელს სკოტ მარბლმა გამოსცა ნოველა,სადაც მატარებლის ძარცვის სცენა ასახა,ეს არ გამოპარვია პორტერს.1900 წელს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ოთხმა მძარცველმა(მათ შორის ლეგენდარული ბუჩ კასიდი,რომლის სახე არაერთ ფილმში გაცოცხლდა) დააყაჩაღა მატარებელი N3 “იუნიონ პეციფიკი”.ძარცვის შედეგად მძარცველებმა 5000დოლარამდე ფული და არაერთი ძვირფასი ნივთი ჩაიგდეს ხელში.მარბლის ნოველამ და ამ ისტორიამ პორტერის გონებაში ჩამოაყალიბეს პროექტი,რომელიც მალევე ფილმად იქცა.

ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 250 დოლარს,გადაღების დროს არაერთი სიახლე დაინერგა და ამ სიახლეებმა დიდი როლი ითამაშა კინემატოგრაფიის შემდგომ წინსვლაში.სიახლეებიდან აღსანიშნავია-ორმაგი ექსპოზიცია,ეპიზოდთა სწრაფი ცვლა.სწორედ ამ ფილმმა დაუდო საფუძველი გადაღებებს არა სტუდიის კედლებში,არამედ “სუფთა ჰაერზე”,ბუნებასა თუ დასახლებებში.
“The Great Train Robbery” მოიცავს 14 სცენას,მისი პრემიერა შედგა 1903 წლის 1 დეკემბერს და კინოს შეუჩვეველ საზოგადოებაზე შოკური ზემოქმედება მოახდინა.ფილმში არის მკვლელობის არაერთი ფაქტი და ყოველივე ეს მაყურებლებს რეალობა ეგონათ.თუმცა ამ შოკურ თერაპიას შედეგად ფილმის უდიდესი პოპულარობა ახლდა თან.ამ პოპულარობაში კი მთავარი ადგილი უჭირავს სცენა ნომერ თოთხმეტს.

85a4692e82e7

5fa1011f0bfb

სცენა № 14

ეს იყო ფილმის ფილმის დასასრულის მაცნე-ეპილოგი.ამ ეპილოგის გამო არაერთი ადამიანი მიაწყდა კინოს.სცენაზე ჩანს მსახიობი ჯასტერ ბარნსი,რომელიც კამერას ესვრის თავის კოლტ 45_ით.ეს როცა მაყურებლებმა იხილა დარბაზი პანიკამ მოიცვა,მაგრამ შემდეგ ყველა შეეჩვია იმ აზრს რომ მსახიობი მათ არ ემუქრებოდა და ეს უბრალო კადრი იყო.თუმცა ამ უბრალო სცენამ შემდეგ არაერთხელ ჰპოვა გამოძახილი.
აი მაგალითად რამდენიმე ექო ჯასტერ ბარნსის მიერ შესრულებული სცენისა:
-1990 წელს გამოჩნდა მარტინ სკორსეზე ლეგენდარული ფილმი “Goodfellas”.ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჯო პეშის გმირი მაყურებლისკენ მიმართავს იარაღს;
-2007 წელს გამოჩნდა რიდლი სკოტის ფილმი “ამერიკელი განგსტერი”.დენზელ ვაშინგტონის გმირი ისევ მაყურებლის დაშინებას ცდილობს და კამერისკენ გაისვრის იარაღს;
-ასევე ჯეიმს ბონდის ფილმთა შესავალიც მსახიობის(შონ კონერი,ჯორჯ ლეზენბი,როჯერ მური,ტიმოთი დალტონი,პირს ბროსნანი,დენიელ ქრეიგი) კამერისკენ იარაღის მომართვით იწყება.

ჯასტერ ბარსნის შეიარაღებას რაც შეეხება,მის ხელთაა კოლტ 45(Colt Single Action Army).აღსანიშნავია,რომ ჯასტერის სახე გამოჩნდა ამერიკულ მარკაზეც.

4e124f61b7b9

ea81fd806d7f

გარდა მარავლაგზის ნახსენები ჯასტერ ბარნსისა ფილმში მონაწილეობდნენ:გილბერტ ანდერსონი,მერი მიურეი,ფრენკ ჰენევეი და სხვები.აღნიშნვის ღირსია ანდერსონი,რომელსაც ვესტერნების პირველ ვარსკვლავსაც უწოდებენ.

გილბერტ ანდერსონი

d87e57f4e645

მიმოხილვის დასასრულს შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ფილმი და შეაფასოთ.

The Great Train Robbery

ახლა კი გთავაზობთ თომას ედისონის სტუდიის მიერ შექმნილ რამდენიმე ფილმს ჩემი კომენტარებით

“გაიღიმეთ ფარული კამერაა” ანუ “მერლინ მონროს ეფექტი” ნიუ იორკში

http://www.youtube.com/watch?v=9ZsPk6Qq4TY

ფრანკენშტეინი

http://www.youtube.com/watch?v=TcLxsOJK9bs

ამერიკელი მეხანძრის ცხოვრება

კოცნა

http://www.youtube.com/watch?v=mTHzr8_wfK0

მერი სტიუარტის სიკვდილით დასჯა

ნიუარკელი ათლეტი

ღამე შობამდე(გირჩევთ უყუროთ ყველას,დადებითი მუხტი მრავლადაა)

http://www.youtube.com/watch?v=6q9WkV3TC0k

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button