ახალი ამბებივიდეოებირეკორდებისაკითხავი

ავსტრალიაში ”ადამიანი ობობა” დააპატიმრეს ( Alan Robert )

    c701d1167c32

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მოხდა უჩვეულო შემთხვევა.

ფრანგი ალპინისტი ალენ რობერტი (Alan Robert) ავიდა ცათამბჯენზე, რომელიც 41 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ეს მოხდა დღისით მზისით, სამუშაო დღის დროს, შენობაში მომუშავე პერსონალი გაკვირვებული იყო უჩვეულო სანახაობით.
აგრეთვე 200-მდე გამვლელი ადევნებდა თვალყურს შენობის ძირიდან. პოლიციამ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დააკავეს ”ადამიანი ობობა”, მას შემდეგ რაც მან დაამთავრა ასვლა შენობის ფასადზე. ალპინისტისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, ის უკვე ასულია მსოფლიოში რამოდენიმე ცათამბჯენზე და მას ზედმეტ სახელად ”ადამიანი ობობა” ამიტომაც შეარქვეს. სხვა ალპინისტებისაგან განსხვავებით ალენი გადაადგილდება ცათამნჯენზე, დამზღვევი თოკის გარეშე და სხვადასხვა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშეც კი. ჰობიც ამასც ჰქვია. ზოგი აგროვებს საფოსტო მარკებს, აზარტულ თამაშებს ხოლო ალენის ჰობია მსოფლიოს ყველა ცათამბჯენზე ავიდეს. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს – ალპინისტი ცდილობს მიიპყროს მსოფლიოს ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემის შესახებ. ის ცათამბჯენზე ასვლის შემდეგ კიდებს პლაკატს ფასადზე. რაც შეეხება ცოცვის ტექნიკას, შუშის ფასადზე ასასვლელად ის იყენებს სპეციალურ ვაკუმურ მისაკრობ სახელურებს, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები.

ეს კიდევ ვიდეო Alan Robert_ზე…

Gio_rock

Fuck This Life....
Back to top button