საკითხავიუცნაური

ებრაელი მოხუცები ჯგუფური სექსის გამო, შესაძლოა, თავშესაფრიდან გარიცხონ


90 წლის მოხუცებმა ისრაელში ელიტური მოხუცებულთა სახლის წესები ორგიის მოწყობით დაარღვიეს. მათი შვილები და შვილიშვილები გააფრთხილეს, რომ დისციპლინის დამრღვევები შეიძლება თავშესაფრიდან გარიცხონ.

ინციდენტი ა-შარონის რაიონის ერთ-ერთ ძვირადღირებულ მოხუცებულთა სახლში მოხდა. სახლის თანამშრომელმა შემოვლაზე ყოფნისას ერთ-ერთ ოთახში ჯგუფური სექსით დაკავებული მოხუცები შენიშნა.

დაწესებულების დირექტორმა ორგიის ყველა მონაწილე აღმზრდელობით საუბარზე გამოიძახა. მოხუცებმა ბრალეულობა აღიარეს და მომავალში მსგავსი გართობების ჩატარებისგან თავის შეკავებას დაჰპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ორგიის ყველა მონაწილე 90 წელს ზემოთაა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ადმინისტრაციამ მოხუცებულთა ნათესავებს წერილები დაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოხუცებულთა სახლში ჯგუფური სექსი აკრძალულია. ასევე, იქ იყო გაფრთხილება, რომ მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, სექსუალურად აქტიურ მოხუცებს თავშესაფრიდან გარიცხავენ.

მოპოვებულია ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” მიერ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close