TECH & მეცნიერება

გამომყვები ცოლად?

rand

ამ პოსტში გთავაზობთ, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ “გამომყვები ცოლად” კითხვას :) 

რენდი და ჯერალდინი 5 წელი ცხოვრობდნენ ერთად და როდესაც რენდიმ გადაწყვიტა, რომ “გაოფიციალურების” დრო დადგა, მაშინ მან მოიფიქრა შემდეგი რამ… მას სურდა ეყიდა სარეკლამო ადგილი NFL-ის ფინალის დროს, რაც მას უჯდებოდა 2.5 მილიონი!!! დოლარი :)

რენდიმ შექმნა საიტი, სადაც უხსნიდა მნახველებს სიტუაციას და აგროვებდა შემოწირულობებს… ფინალის დაწყებამდე 3 დღით ადრე, მას ქონდა მხოლოდ 85 ათასი დოლარი. NFL-ი რა თქმა უნდა ამ სასაცილო თანხას არ დასთანხმდა და რენდიმ იქირავა სარეკლამო ადგილი სხვა

ტელევიზიაში, ჯერალდინის საყვარელი შოუს დროს. რენდიმ დარჩენილი თანხა გადაურიცხა ვანდერბილტის ბავშვთა სახლს.

რა გამოვიდა თქვენ თვითონ იხილეთ…

რენდის წინადადება:

My Super Proposal

ჯერალდინის რეაქცია და ბონუსად პასუხი:

My Super Proposal – Her Reaction

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button