ახალი ამბებისასარგებლოსურათები

მზის დაბნელება


4 იანვარს, 10 სთ–ზე და 40 წთ–ზე მზის ნაწილობრივი დაბნელება განხორციელდა. ეს გახლავთ წლის განმავლობაში 4 ჯერ განსახორციელებელი ნაწილობრივი დაბნელებიდან ამ წლის პირველი დაბნელება, რომლის ხილვაც შეეძლოთ: ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის და ჩრდილო აფრიკის კონტინენტთა მცხოვრებთ.


მზის ნაწილობრივი დაბნელება მალაგაში, კერძოდ გუადალმარის სანაპირო ზოლზე, სადაც მზის ფონზე თოლიაცაა დაფიქსირებული.


ფოტო აღბეჭდილია საფრანგეთის ქალაქ ლოკონში.
ამჯერად მზის დისკოს მთვარით დაფარვის მაქსიმალურმა ფაზამ 86%–ს მიაღწია, რამაც კოპენჰაგენში – 82,6%–ი, ლონდონში – 74,7%–ი, ხოლო მოსკოვში 81,2%–ი შეადგინა.


მზის დაბნელება სოფიაში არსებულ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ჯვრის ფონზე.


მზის დაბნელება ბუჰარესტში, რუმინეთის მეფე – კაროლის ძეგლის ფონზე.


თელავივთან ახლომდებარე სოფელ გივატაიმის მკვიდრნი აკვირდებიან 2011 წლის, მზის პირველ დაბნელებას.


მზის დაბნელება სტოკჰოლმში. ფოტო გადაღებულია ორმაგი მინის ფონზე, რის გამოც ფირზე რამდენიმე გამოსახულება აღიბეჭდა.

2011 წელს დედამიწის მკვიდრნი სულ 6 დაბნელებას იხილავენ, საიდანაც 4 ნაწილობრივი იქნება, რომელთაგან ერთ–ერთი მათგანის მომსწრენი უკვე 2011 წლის 4 იანვარს ვიყავით.

მეორე ნაწილობრივი დაბნელება 2011 წლის 1 ივნისსაა მოსალოდნელი, რომლის მაქსიმალური წერტილი ბარენცის ზღვის სანაპიროზე დაფიქსირდება. ამჯერად მზის დისკო 60%–ით დაიფარება და მისი თვალყურის დევნება ყველაზე ნათლად შესაძლებელი იქნება: მთლიანი აღმოსავლეთ არქტიკის, ჩრდილო კანადისა და კამჩატკის მცხოვრებთათვის.

წყარო:top100.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close