საკითხავისასარგებლოუცნაური

მილიონერი ლარი სტიუარტი, მეტსახელად საიდუმლო სანტა.


ამ ადამიანს ხალხმა ,,იდუმალი სანტა” უწოდა,რადგან წლების განმავლობაში ისე ეხმარებოდა ადამიანებს,მისი ვინაობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.მხოლოდ მოგვიანებით,მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა,რომ სანტა კლაუსის როლს ამერიკელი მილიონერი ლარი სტიუარტი ,,ასრულებდა” ..
ამერიკელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მისი ვინაობის გაგებას,თუმცა ვერც პრესის წარმომადგენლებმა და ვერც უბრალო ადამიანებმა ვერაფერს მიაკვლიეს,სანამ თვითონ ,,სანტამ” არ მოინდომა ეს.სატელეკომუნიკაციო მაგნატმა ამერიკის შტატ მისურიდან ლარი სტიუარტმა პრესაში თვითონვე გაამხილა საიდუმლო.

ისიც იმიტომ,რომ მისი საქმე გაგრძელებულიყო-2006 წლის აპრილში სტიუარტს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.საიდუმლო სანტას იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა ადამიანებს, რომლებიც მის საქმეს გააგრძელებდნენ. ” XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში თვითონაც უსახლკარო ვიყავი,სამსახურიდან მოულოდნელად გამომაძევეს, -თქვა მაშინ სტიუარტმა,– ერთხელ ისეთი შემთხვევა მქონდა, ზედიზედ ორი დღე არ მეჩამა არაფერი. მაშინ მისისიპიში ვიყავი. კაფეში შევედი სასაუზმოდ. ფული არ მქონდა.

მინდოდა მეთქვა, რომ საფულე დავკარგე, მაგრამ ამ დროს მზარეული მომიახლოვდა, დაიხარა, თითქოს რაღაც აიღო იატაკიდან და ხელში 20-დოლარიანი კუპიურა ჩამიდო. მას მერე ღმერთს აღთქმა დავუდე, რომ თუ გავმდიდრდებოდი, უსახლკაროებს დავეხმარებოდი”. ამ მოულოდნელმა კეთილმა საქმემ ლარი სტიუარტის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ცხოვრების მიზანი დაუსახა და გამდიდრებაშიც კი დაეხმარა. პირველი ფული საკაბელო ტელევიზიაში მუშაობით იშოვა. მერე თანდათან ამ სფეროში მომძლავრდა, საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ბიზნესშიც აღმოჩნდა. თუმცა გამდიდრებულს ფიცი არ დაჰვიწყებია. თავისი ანონიმური კომპანია 1979 წელს დაიწყო, პირველივე ხელფასის აღების შემდეგ. მაშინ შობის წინა დღეები იყო. რომელიღაც ფაცხაში იჯდა და დაინახა, ღატაკი ქალი როგორ შემოვიდა, ცოტა რომ გამთბარიყო და გამხნევებულიყო. შენიშნა, როგორ ითვლიდა ხურდას, რომ საჭმელი ეყიდა. მაშინ თავისი ფიცი ისევ გაახსენდა, ჯიბიდან 20-დოლარიანი ამოიღო და ქალს მისცა. ,,დავინახე, როგორ აუთრთოლდა ტუჩები,ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა,–იხსენებდა სტიუარტი,–ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,,სერ, არც კი იცით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის”.

სტიუარტი იმავე დღეს წავიდა ბანკში, მოხსნა ანგარიშზე რაც ჰქონდა-200დოლარი, მანქანაში ჩაჯდა და ქალაქში გაემართა დახმარების მსურველი ადამიანების საძებნელად. ეს იყო ,,საკუთარი თავისთვის გაკეთებული საშობაო საჩუქარი”, როგორც მერე თვითონ ამბობდა. მას მერე ყოველ წელს გამოდიოდა ქუჩაში ამ მიზნით. ყოველ დეკემბერს, 1979 წლიდან დაწყებული, თავისი მანქანით დადიოდა ქალაქის ქუჩებში და გამვლელებს 5-10-დოლარიანი კუპიურებით ასაჩუქრებდა. ბოლო წლებში სიმდიდრის მომატებასთან ერთად, 100-დოლარიანების დარიგება დაიწყო, ხანდახან ერთბაშად რამდენიმე ცალსაც კი აძლევდა თითო ადამიანს და წარმოიდგინეთ მათი გაოცება და სიხარული ასეთი მოულოდნელი საახალწლო საჩუქრის მიღების შედეგად. უბრალო გამვლელების გარდა ლარი უსახლკაროებსა და ღარიბებს ეძებდა ქუჩებში, მაღაზიებში, კაფეებსა და სამრეცხაოებში. 2006 წლის შობას, უკვე სასიკვდილოდ დაავადებულს (კუჭის სიმსივნე დაუდგინეს) ეყო იმის ძალა, რომ თავისი ხელით დაერიგებინა დაახლოებით 100 ათასი დოლარი. გარდა ამისა,საქველმოქმედო ფონდებშიც რიცხავდა თანხებს, კანზას-სიტისა და მის მშობლიურ ქალაქ ბრიუსში საქველმოქმედო საზოგადოებას ეხმარებოდა. თუმცა სჯეროდა, რომ ყველაზე კარგი დახმარება სწორედ ის იყო, პირადად ხელში მიეცა ფული გაჭირვებულებისათვის- მისი თქმით, ,,ადამიანები რიგში არ უნდა იდგნენ, არ უნდა იმათხოვრონ ან ვიღაცას ეხვეწონ. თუ გინდა დახმარება, უნდა მიხვიდე და უშუალოდ დაეხმარო”.

სტიუარტის სიკეთე სულაც არ იყო ,,შემოფარგლული” კონკრეტული ტეროტორიებით. სხვა შტატებსა და ქალაქებშიც დადიოდა, თუ ამის საჭიროებას ხედავდა. მაგალითად, 2001 ნიუ-იორკში გაემგზავრა 11სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 2005 წელს კი ქარიშხალ ,,კატრინას” ტრაგედიის შემდეგ გაუბედურებულ მისისიპიში ჩავიდა. მიახლოებითი შეფასებით, 26 წლის განმავლობაში საიდუმლო სანტამ 1,3 მილიონი დოლარი დაარიგა. მისი ქველმოქმედების შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო. მისი ხოტბის შემსხმელები და თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ. მათ შორის იყვნენ ოპრა უინფრი, ბაკ ონილი, ჯორჯ ბრეტი. მას მერე რაც სასიკვდილო დიაგნოზი გაიგო და გადაწყვიტა, გამაგრძელებლები ,,გამოეზარდა”, იდუმალი თოვლის პაპების ,,სწავლებასაც” შეუდგა, რომლებსაც მის მიერ დატოვებული თანხა მისი ანდერძის თანახმად უნდა დაერიგებინათ. როგორც თქვა, ჟურნალისტებსაც იმ მიზნით დაუკავშირდა, რომ მიმდევრები მოეგროვებინა და კიდევ მეტი ინფორმაცია შეეტყო გაჭირვებული ადამიანების შესახებ. სახელი და დიდება მას არ სჭირდებოდა, ჟურნალისტებს პირობაც კი ჩამოართვა, რომ მის სახელს კარგა ხანს არ გაამხელდნენ და მისი კომპანიის სახელწოდებასაც საიდუმლოდ შეინახავდნენ.

მცირე ხანს შეუსრულეს კიდეც ეს პირობა. მიმდევრები მართლაც გაუჩნდნენ, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ მათ დაარიგეს კანზას სიტიდან ჩიკაგომდე 100 ათასი დოლარი. ამ დროს (საიდუმლო სანტა) შინ იწვა ძალა გამოცლილი. დაავადებამ მთელი ორგანიზმი ჩაითრია, ინტენსიურმა ქიმიოთერაპიამ მისი ცხოვრებისეული ტონუსი დააქვეითა და სტიუარტმა 35 კილოგრამი დაიკლო. თანამედროვეობის ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი 2007 წლის იანვარში 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა მისი კეთილშობილი საქმე ,,სანტას” გარდაცვალების შემდეგაც გაგრდძელდა- მისი საქციელი სამაგალითოდ იქცა ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც მის მსგავსად დაიწყეს ქველმოქმედება. მისი მიმდევრები კი ახლაც დადიან ქუჩებში შობის წინ და ადამიანებს ლარი სტიუარტის სახელს არ ავიწყებენ.

თეგები

linda meyer

religiatmcodneoba mecniereba... da kidev sxva mravalii ram rac mitacebbs... miyvars ucnaur adamianebtan urtiertoba radgan tavadac sakmaod ucnauri var )) ..

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close