TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ქუჩის მხატვრობისადმი ერთგულება 22 წლის განმავლობაში

2871448abcbb
არგენტინელი ქუჩის მხატვარი ედუარდო რელერო გამოტრჩეულია ნიჭით გადააქციოს რაღაც მოსაწყენი წარმოუდგენელ სამგანზომილებიან ხელოვნების ნიმუშად(მაგალითად, ტროტუარი).ხალხი გვერდს ვერ უვლის მის ნამუშევრებს და რამდენიმე წამის განმავლობაში ქვავდებიან და ტკბებიან მისი ხელოვნებით. ედუარდო რელერო 48 წლისაა და მადრიდში ცხოვრობს.თითოეულ 3დე ნამუშევრის შექმნას იგი 2 კვირას ანდომებს.ნიჭიერმა მხატვარმა მუშაობა დაიწყო 1990 წლიდან , რომის ქუჩებში და მაგ პერიოდიდან მოყოლებული მისი ნამუშევრები გერმანიის და საფრანგეთის ქალაქების ქუჩებსაც ამშვენებდა.მისი შემოქმედების სიმრავლით ესპანეთი და ამერიკაც გამოირჩევა. ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვარი წერს:” მე გავიგე, რომ ჩემი ხელოვნების უნარის ხალხისთის გაზიარება, იქნებოდა ეს ფესტივალებზე, თეატრებში თ სხვა ივენთებზე,მომცემმდა საშუალებას უკეთესად დამეხატა ჩემი სულის გამოძახილი”: მხატვარი აცხადებს, რომ ეს ასევე საუკეთესო საშუალებაა გადმოსცე რაღაც განსაკუთრებული იდეა და მიაწვდინო პუბლიკას.იქმნება შთაბეჭდილება, რომ როლერო ჩვეულებრივ ყოველდღოურ საგნებზე, უღიმღამო ქუჩებში აცოცხლებს ფანტაზიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოაქვს ანტიკური სურათები. იხილეთ მისი ნამუშევრები

0d910b8d1b7f
არგენტინელმა ქუჩის მხატვარმა ედუარდო რელერომ სწორედ რომში დაიწყო მოღვაწეობა;
ქუჩის მხატვრობა იგივე pavement art, chalk art, და sidewalk art; მისი ისტორია 16-ე საუკუნის ევროპაში იწყება. იტალიაში ქუჩის მხატვრებს Madonnari-ს უწოდებდნენ, იმ მიზეზის გამო რომ ისინი ძირითადად ღვთიშობელს ხატავდნენ; ისინი ანუ Madonnari-ები ძირითად სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოსული მხატვრები იყვნენ, რომლებიც იტალიაში უზარმაზარი ტაძრების მოხატვით იყვნენ დაკავებულნი; მაგრამ როდესაც სამუშაო დამთავრდებოდა, ისინი იძულებული ხდებოდნენ საარსებო წყარო გამოენახათ და ტროტუარებზე ხატვა დაიწყეს.
ასე შეიქმნა ქუჩის მხატვრობა -სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქებში იმართებოდა ფესტივალები და ამან დიდად ხელი შეუწყო ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაციას…

33deaadd4fab
არგენტინელმა ქუჩის მხატვარმა ედუარდო რელერომ ტრადიციულ ქუჩის მხატვრობას დაურთო ილუზიის შეგრძნებაც და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა…

ca9cefd0e65a

6339e99bb9c2

2af357752ac9

1a2f2189241e
2871448abcbb

blogerlady

age: 14
Back to top button