საკითხავისასარგებლო
როგორ ავაწყოთ გიტარა?
ერთ-ერთ კომენტარში წავიკითხე თხოვნა გიტარის აწყობის შესახებ და აი ისიც ;)
I სიმი – თავისუფალი სიმი უნდა აეწყოს ფორტეპიანოს პირველი ოქტავის “მი” ბგერაზე.
II სიმი – ეწყობა პირველი სიმის მიხედვით. მეხუთე წყობაზე დაჭერილი II სიმი უნდა გამოსცემდეს I სიმის ხმას.
III სიმი – ეწყობა II სიმის მიხედვით. მეოთხე წყობაზე დაჭერილი III სიმი უნდა გამოსცემდეს II სიმის ხმას.
IV სიმი – ეწყობა III სიმის მიხედვით. მეხუთე წყობაზე დაჭერილი IV სიმი უნდა გამოსცემდეს III სიმის ხმას.
V სიმი – ეწყობა IV სიმის მიხედვით. მეხუთე წყობაზე დაჭერილი V სიმი უნდა გამოსცემდეს IV სიმის ხმას.
VI სიმი – ეწყობა V სიმის მიხედვით. მეხუთე წყობაზე დაჭერილი VI სიმი უნდა გამოსცემდეს V სიმის ხმას.