ქალის როლი ავტომობილების ისტორიაში
ქალს, რომლის პატივსაცემადაც გერმანული ავტომობილის სახელი დაერქვა, სინამდვილეში ადრიანა მანუელა რამონა ელინეკი ერქვა…
მერსედესს ოჯახის წევრები ეძახდნენ, რაც ესპანურად “გულმოწყალეს “, “ლმობიერს’ ნიშნავს. გოგონას მშობლები ემილ ელინეკი და მისი ცოლი რახილი ებრაელები იყვნენ და ავსტრიაში , ვენაში ცხოვრობდნენ.მერსედეს ელინეკი 10 წლის იყო , როცა მამამ გოგონას სახელი ავტომობილისა და ავტომობილების ბიზნესისტვს გამოიყენა. მერსედეს ელინეკი 39 წლის ასაკში , ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. სხვათა შორის , ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში , როცა მამამ საკუთარი ქალიშვილის სახელი გვარად აქცია.
კარლ ბენცმა საკუთარი მეუღლის, ბერტა ბენციხ (ქალიშვილობის გვარია რინგერი) მემკვიდრეობით საკუთარი ავტოკომპანია გაკოტრებისაგან გადაარჩინა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა. ქალი ერთხელ დედასთან ავტომობილით გაემგზავრა. მანძილი 106 კმ იყო. როცა საწვავი გაუთავდა , აფთიაქში ლიგროინი იყიდა ( დღეს ეს აფთიაქი პირველ ავტოგასამართ სადგურად მიიჩნევა ). გზადაგზა გამვლელებს უხსნიდა , რომ ავტომობილი ცხენშებმულ ეტლზე უფრო ადვილი სამართავი და მოხერხებული ტრანსპორტია. ბერტას ძეგლი მშობლიური ქალაქ პფარცხაიმში დაუდგეს.
მერი ანდერსონის სახელი ბევრმა არ იცი , მაგრამ სწორედ მან გამოიგონა და დააპატენტა მოძრავი მინის საწმენდი. ქალი უძრავი ქონებით ვაჭრობდა და საკუთარი ღვინის ქარხანაც ქონდა, მაგრამ მინის საწმენდმა გოგონას კაპიტალი ვერ მოუტანა. სხვათა შორის, მინის ავტომატური საწმენდიც ქალმა, ამერიკელმა შარლოტა ბრიჯვუდმა მოიგონა. იგი მამაკაცებთან ერთად ავტორბოლაშიც მონაწილეობდა.
პირველი პროფესიონალი ავტომრბოლელი ქალი კამილა დიუ გასი იყო.. ავტოშეჯიბრის შემდეგ რეგატამ გაიტაცა, მოგვიანებიტ კი მევიოლინე გახდა..( აი ასეთი მეტომორფოზა განიცადა ჩვენმა კამილამ :D )
ჩეხი ელიშკუ იუკოვუ 22 წლის იყო, როცა მეუღლემ ავტომობილი უყიდა და ქალმა ავტორალში ჯილდოდ საკმაოდ სოლიდური თანხა მოიპოვა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეჯიბრებაში აღარ მონაწილეობდა, მაგრამ 80 წლამდე ევროპის ყველა რალს ესწრებოდა.
ქალთა შორის ყველაზე ცნობილი ავტომრბოლელები არიან: იუტა კლიაიშმიდტი, რომელმაც დაკარის შეჯიბრება მოიგო, მიშელ მუტონი, სარა ფიშერი, დანიკა პატრიკი. იგი 19 წლის იყო , როცა ინდიანაპოლისისრბოლაში გაიმარჯვა და სხვები..
სხვათა შორის , როცა “ნისანის” ტოპმენეჯერი კარლოს გონი იყო, იგი გაყიდვების მენეჯრად მხოლოდ მანდილოსნებს იღებდა..
ახლა კი შემოგთავაზებთ რეტრო მანქნების რამდენიმე სახეობას..
bentley s3
On the nature of daylight by max richter
თქვენ მამაკაცებო რას გრძნობთ როცა საჭესთან ქალს ხედავთ?