ახალი ამბებიგამოგონებაკრეატივი

თანამედროვე ლინზები

a39362ef2f46

მართალია ლაზერულ ხედვამდე ჯერ კიდევ 40 წელი გვაშორებს, მაგრამ მეცნიერები უკვე მიისწრაფიან მისკენ.

სურათზე ვხედავთ თვალის ლინზას რომელსაც შეუძლია მიიღოს სიგნალი და აჩვენოს გამოსახულება თქვენს

თვალწინ, რასაც მეცნიერები ალბათ სიბრმავის გამომწვევად დაასახელებენ, მაგრამ სანამ დავბრმავდებით

თვალში საკუთარი ტელევიზორი გვექნება.

“ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ ძალიან პატარა და გამჭვირვალე

თხევად კრისტალური ეკრანის შექმნაზე. ჯერჯერობით მათ მხოლოდ წითელი და ლურჯი

პიქსელების შექმნა შეძლეს, ხოლო როგორცკი მწვანე პიქსელებს შექმნიან, შეეძლებათ

სრული ფერადი დისპლეის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ლინზა თვალიდან რამდენიმე მილიმეტრით იქნება დაშორებული,

გამოსახულებას მაინც შესანიშნავად დაინახავთ.როცა ეკრანი გამოირთვება ჩვეულებრივი

გამჭვირვალე ლინზა იქნება, ხოლო რადგან ლინზა თვალწინ იქნება, მაშინაც კი როცა თვალი

დახუჭული გაქვთ, თქვენ არ შეგეძლებათ გამოსახულების დანახვისგან თავის არიდება. ეს უნდა

გაითვალისწინოთ სანამ ლინზას იხმართ, იმ შემთხვევაში თუ რაიმე საშიშ ან საზიზღარს

უყურებთ. ენერგია გადმოიცემა უკაბელოდ სპეციალური ქამრიდან რათა არ მოგიხდეთ

თვალში დამტენი შნურების შეერთება.”

აბაა… მთავარია “ლინზა თვალწინ იქნება მაშინაც კი როცა თვალი დახუჭული გაქვთ, თქვენ არ შეგეძლებათ

გამოსახულების დანახვის არიდება” რადგან თუ ვინმე ჰაკერს მოუნდება გართობა, ალბათ მოგიწევთ მანქანის

ტარებისას თვალიდან ეკრანის ამოღება თორე შეიძლება მოგიწიოთ ვიღაცის facebookის გვერდის თვალიერება სანამ

ჰაკერს არ მობეზრდება და უფრო “ინტიმურ” საიტებზე არ გადავა…

მსგავსი ამბები

Back to top button