გამოგონებაუცნაური

იაპონელებმა სარკე-თერმომეტრი შექმნეს


რას არ მოიგონებენ ეს იაპონელები :D

იაპონურმა ელექტროტექნიკურმა კონცერნმა NEC-მა უკონტაქტო თერმომეტრი შექმნა. თერმომეტრი ერთი შეხედვით ჰგავს მაგიდაზე დასადგამ სარკეს, მაგრამ მას ინფრარედული სენსორები აქვს, რომლის საშუალებითაც ადგენს სხეულის ტემპერატურას.

ტემპერატურის გასაზომად სარკესთან შეხებაც კი არ არის საჭირო, მხოლოდ მზერითაა შესაძლებელი ტემპერატურის დადგენა. სარკეში ჩახედვის შემდეგ, რამდენიმე წამში ზედაპირზე გამოჩნდება ტემპერატურის შედეგები. თუკი ტემპერატურა ძალიან მაღალია, სარკე საგანგაშო სიგნალის ხმას გამოსცემს.
ჯერჯერობით თერმომეტრის ორი ვერსიაა გამოსული. ფასი $1,180-$1,440-ს შორის მერყეობს. დადის ხმები, რომ შესაძლოა ასეთი დანადგარით აღჭურვონ სხვადასხვა ჰოსპიტალები, სკოლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. კომპანია წელიწადში 5000 ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close