გასართობიკრეატივისაკითხავი

ყველაზე ძვირადღირებული ნივთები

”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” პირდაპირი მნიშვნელობით – იბრძვიან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთების მოსაპოვებლად. მაღალი მოდა და განსაკუთრებით ექსკლუზიური ნივთები ფეშენისტებს ცივსისხლიანნ მონადირეებად აქცევს. მე ვერ ჩამოვთვლი ამ ფეშენისტების სახელებს, ისინი ძალიან ბევრნი არიან, თუმცა რამდენიმე ექსკლუზიური ნივთის შესახებ მოგიყვებითთ.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კლატჩი McQueen-ს ეკუთვნის. ცნობილი, ბიზაინტიური ძვირფასი ქვებით მოჭედილი ნიანგის ტყავის კლატჩი 9750 დოლარად არის შეფასებული.

პითონის ტყავითა და მელიის ბეწვით გაწყობილი Louis Vuitton-ის ჩანთა 5700 დოლარად შეფასდა. სსარჩული ოქროსფერი ნაჭრით და ცხვრის ტყავით არის შეკერილი, შეიძინეთ ჩანთა და თქვენს ამპარტავნებას სამი ცხოველი ერთდროულად შეეწირება.


Gold Rush – (ოქროს ციებცხელება) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფრჩხილის ლაქია. მისი კოლოფი გაფორმებულია 1118 ალმასით და ფრჩხილზე ის ნამდვილ ოქროს გავს. ლაქი შეფასებულია 83 000 ევროდ.


Versace –ს დადუტული ტახტი თქვენი სახლის ინტერიერისთვის საუკეთესო შენაძენია. Versace –ს სახლმა ის ორი ფერის გამოუშვა, ჭრელი, როგორც ცისარტყელა და სპილოსძვლისფერი. როგორც მისი შემქმნელები აღნიშნავენ მასში ჯდომა, ღრუბლებში ჯდომის მსგავსია. ტახტი ჯერ გაყიდვაში არ არის და ფასიც დადგენილი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ტახტი 2011 წლის ყველაზე ძვირადღირებული ტახტი იქნება მსოფლიოში.

წყარო: http://www.shopogolik.ge/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close