ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

ჩემ მაცივარს ინტერნეტთან აქვს კავშირი. შენსას?

hafc0

წარმოიდგინეთ მაცივარი რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს თქვენს სმარტფონთან და სანამ სახლამდე მიხვალთ, გახსენებთ რა გაქვთ სახლში და რამდენია ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის ვადა. განაგრძეთ აქ არა მარტო მაცივარს შეხვდებით…

ან წარმოიდგინეთ ქურა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს რეცეპტების უდიდეს სერვერთან და თაჩ ეკრანის საშუალებით აძლევთ მითითებებს, რომელი კერძის მომზადება გსურთ და როგორ.

როგორ ახერხებენ LG-ს ჭკვიანი მოწყობილობები ამას?

შეიძლება ვიღაცამ დაგცინოთ არა რომ თქვათ რომ თქვენს მაცივარს, სარეცხ მანქანას ან ქურას უკავშირდებით ინტერნეტით iPhone-დან ან ნებისმიერი სმარტფონიდან? (მაცივარმა რომ Tweeting-ი დაიწყოს არც ეგ იქნება კარგი საქმე :) ) მაგრამ სწორ პირობებში და სწორი გამოყენებით ინტერნეტი ამ მოწყობილობებს ძალიან სასარგებლო ფუნქციებს სძენს.

თავად დარწმუნდით ამ ყველაფერში

წელს LG-მ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამომხმარებლო ელექტრო აპარატურა წარმოადგინა. ეს გახლავთ სახლის დანადგარები (მაგ. მაცივარი, ქურა) რომელთაც კავშირი აქვთ ინტერნეტთან. შესაბამისად მათი კონტროლი თქვენ სმარტფონების საშუალებითაც კი შეგიძლიათ. სასიამოვნო სიურპრიზია ქურა რომელსაც რეცეპტების სერვერთან აქვს პირდაპირი კავშირი და გაძლევთ ინსტრუქციებს. ან მაცივარი რომელიც ეკრანზე გიჩვენებთ რა გაქვთ მასში შენახული, იმის მიუხედავად სახლში ხართ თუ თქვენი სმარტფონიდან აკონტროლებთ მას. გიჩვენებთ რამდენი დღე დარჩა ამა თუ იმ პროდუქტის ვადის გასვლამდე და ა.შ.

LG მაცივარი CES 2011

LG ქურა  CES 2011

წყარო: http://newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button