საკითხავისასარგებლოუცნაური

მელნისფერი სტაფილო

e0f656c0896d

თუ ჩვენ ნებისიერ გამვლელს ქუჩაში დიდს თუ პატარას ვკითხავთ რა ფერია სტაფილო ,ისინი დაუფიქრებლად გვიპასუხებენ რომ სტაფილო არის ნარინჯისფერი…

ყველას ბავშვობაში დედები და ბებიები გვასმევდნენ ძალიან სასარგებლო მაგრამ არც ისე გემრიელ სტაფილოს წვენს და ის სულაც არ ჰგავდა მელანს.
დიახ ნამდვილად, არც ისე ბევრმა ჩვენგანმა იცის რომ სტაფილო რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ დიასახლისები დიდი ხნის წინათ იყო მელნისფერი. ნახატებზე რომლებიც დახატულია ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 2000 წლის წინათ ეგვიპტის ტაძარში გამოსახულია მელნისფერი სტაფილო.

რომაელები და ბერძნები სტაფილოს იყენებდნენ როგორც წამალს_სამედიცინო მიზნებისთვის , ის როგორც საკვები არ გამოიყენებოდა. ბოლო გამოკვლევებმა დაადასტურა რომ მელნისფერი სტაფილო ორგანიზმს იცავს სისხრძარღვთა დაავადებებისა და კიბოსგან

13 საუკუნეში სამხრეთ ევროპაში არსებობდა სტაფილოს ჟოლოსფერი, თეთრი და ყვითელი სახეობები, გარდა ამისა ის არსებობს წითელი,შავი,მწვანე და თეთრი.

68bf31538803

ხოლო ნარინჯისფერი სტაფილო რომელსაც ჩვენ ასე კარგად ვიცნობთ შემუშავდა 14 საუკუნეში ჩრდილოეთ აფრიკის ყვითელი სტაფილოს თესლის მუტაციის შედეგად.
ჩვენ ალბათ ვიცით რომ ნარინჯისფერ სტაფილოს ფერს აძლევს კაროტინი. ( ეს არის ყვითელი-ნარინჯისფერი მცენარეული პიგმენტი) რომელსაც გააჩნია 4 ფორმა, აქედან ყველზე სასარგებლოა ბეტა კაროტინი, რომელიც იცავს ორგანიზმს სისხლძარღვთა დაავადებებისგან და ასევე მხედველობის დაქვეითებისგან. ასე რომ ექიმები გვირჩევენ მივირთვათ უფრო მეტი სტაფილო, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა რომელთა საქმიანობა უკავშირდება თვალის დატვირთვას.

Lika Medzmariashvili | შექმენი შენი ემბლემა
100000669112211.1769.245004031

მსგავსი ამბები

Back to top button