კულტურა

თხოვნა ადმინისტრაციას, კითხვა მომხმარებლებს

113dab3ea872

ესე იგი, რისი თქმა მინდასავით, აქ აშკარად არის ისეთი პოსტები, რომლებსაც დიდი აჟიოტაჟი, განკითხვა და ამბავი მოჰყვა, ჰოდა შემთხვევით მოსახერხებელი  ხომ არ იქნებოდა ესეთი პოსტებისთვის ცალკე პატარა ფორუმუკა მიგვეკრა? რომელშიც კონკრეტული თემების განხილვა მოხერხდებოდა, ვფიქრობ ეს ყველაფერი არ იქნება იმდენად დიდ ტექნიკურ სირთულესთან დაკავშირებული, რომ ვერ მოხერხდეს, მაინტერესებს შეეფერება თუ არა თქვენი აზრით ამ საიტს ვიღაცისთვის ბანალური და გაცვეთილი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე პრაქტიკული (ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ჩემი აზრით პრაქტიკული) ფორუმი.

ჩემი თხოვნა იქნება თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ კომენტარების სახით.

ადმინისტრაციის ჩასწორება:
ადრე ვისაც ახსოვს იყო ფორუმი გაკეთებული, მაგრამ არ გაამართლა და დავხურეთ. ეს ბევრი რამის გამო იყო გამოწვეული. ეხლა მეც ვფიქრობდი გაკეთებას და პრინციპში უკვე დავიწყე კიდეც. მაგრამ არ ვფიქრობდი იქ მსგავსი თემების განხილვას. ანუ იქნებოდა უბრალოდ საიტის რამე ივენთის გასახილველად.

მოკლედ გავაკეთებ გამოკითხვას საიტის მარცხენა მხარეს და ვნახოთ რას ფიქრობთ.

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.

მსგავსი ამბები

Back to top button