არქივი

ზურა სალუქვაძის ლექსები

0698c67674f6

უნიჭიერსი ქართველი პოეტის ზურა სალუქვაძის ლექსები

სიზმრად

არ ენატრებიო არაო, არა…

მთვარე მიმტკიცებს…. მე კი არ ვნებდები,

მე შენ მზეს გადარებ, დილით ამომავალს,

მე შენ გელოდები….. როდის გათენდები.

როცა ღამენათევს სხივებით გამაღვიძებ,,

თვალებს გამიხელ და მეტყვი რომ აქ ხარ,

ალბათ დავიჯერებ, რომ ეს ის დილაა

მთვარეს რომ ვუმტკიცებდი….. რომელსაც გავხარ.

ყვირილს მომანდომებ…… სიხარულისაგან,

გამოფხიზლებამდე დროთაც გაჩერდები,

სიზმარში დილას ველაპარაკები,

ალბათ გათენდები…. ალბათ გათენდები……

სადაც ეხლა ვარ….. აქ უკვე ღამეა,

გარეთ ქარია და ბატონობს სიცივე,

უსასრულობაში ტალღები ხმაურობენ,

მე კი სიზმრები მიცდიან იგივე.

მთვარის შუქს ვუყურებ…. ზღვა გაუნათებია,

ცაზე ვარსკვლავები….. თითქოს სანთლებია,

გულში ჩაუკრია ზღვას თეთრი მთვარე….

თეთრად ანათებს.. აქ არე-მარე.

ტალღები სიწყნარეში რითმებს აჰყოლიან,

თითქოს სიცხადე სიზმარში ჩამყოლია,

სადღაც გავპარულვარ…… უსასრულობაში,

თითქოს რეალობის გრძნობა არ მქონია.

ფრენაც შემძლებია…… მთვარის შუქის ფონზე,

ოღონდ ეს დრო თვალდახუჭულს….. გამიტარებიხარ,

არსად არ წავსულვარ, არსად არ გავფრენილვარ,

ნაპირზე ვყოფილვარ და…. ძალიან მყვარებიხარ!

კაცობრიობის ცოდა

კაცობრიობას შიში მორევია,

კაცობრიობის შიში მორევია,

მორევი ძალზედ, ძალზედ ჩამთრევია,

კაცობრიობავ…. რაღაცა აგრევია!

შური, სიბოროტე… ფიქრში ჩართულია,

სიცოცხლის წამზომი კი ყველასთვის ჩართულია,

როცა სიყვარული ნებადართულია,

ვიღაცა ამ დროს…. ომით გართულია.

მტრის შვილებს ვაობლებთ და მათაც მტრად ვიხდით,

ომის საფასურს ვერ გადავიხდით,

უსიყვარულო ძეგლები დაგვიდგით,

სადაც სიყვარულით ფეხი ავიდგით.

კაცობრიობავ… ზიზღმა დაგძლია,

კეთილმა ბოროტს ჯერ ვარ დასძლია,

მშვიდობის ქუჩაზე ტყვიების ხმაურია,

დედამიწაზე….. აურზაურია!!!

კაცობრიობავ!….. უნდა დაფიქრდე,

ერთ ლამაზ დილას რომ არ გაფითრდე,

მშვიდობის გარეშე ვერ ავშენდებით,

ზიზღით და ომით….. გადავშენდებით.

ღმერთის სახელით ხდება ომები,

ამ დროს კი არავინ არ ფიქრობს რწმენაზე,

მე კი მინდა რომ ყველა ერისთვის,

ვთარგმნო ეს ლექსი ყველა ენაზე:

მშიერი ხალხი, მშიერი ბავშვები,

ვიღაცას სადღაც შიმშილი ტანჯავს,

იმის მაგივრად რომ მშიერნი აპურონ,

ვიღაცა ამ ფულს ტყვიებში ხარჯავს!!!!

ვიღაცა ომით იზრდება….. მდიდრდება,

განდიდებულა და ღმერთად ქცეულა,

ვიღაც კი ამ დროს სუსხიან ქუჩაში,

უსულო სხეულად…. გადაქცეულა!

კაცობრიობავ….. უნდა გრცხვენოდეს,

რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს,

ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის,

უკვდავნი ხომ არ ვართ…. ხალხნო რა მოგდით!

ერთი გოგო შემიყვარდა

“ღამე იყო მთვარიანი….

თოვლიანი…. ქარიანი….”

გაზაფხულის წვიმა იყო,

ვარდი იყო ადრიანი,

ირგვლივ ეკალ-ბარდიანი,

სიყვარულის ამბიანი,

შუაღამით კლდის ძირ სახლთან,

ღვინოს ვსვავდი…. დარდიანი

და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის

ოცნებები ამხდარიყო,

სიზმრად ვნახე ის ყვავილი,

თურმე ჩემი გამხდარიყო,

ვარდობისთვე დამდგარიყო

და ვარდებიჩ ყველგან იყო,

ბუხრის ძირას თბილი ფერფლი

სიყვარულით გამთბარიყო.

ცეცხლი ცეცხლში დამწვარიყო,

ალი კვამლში გამქრალიყო,

ერთი გოგო შემიყვარდა,

სად იყო და სად არ იყო.

აქ იყო თუ აქ არ იყო,

ჩემი ფიქრი მასთან იყო,

მთაში მისი სილამაზით

ყინულიც კი გამდნარიყო,

მზის სხივები ჩამქრალიყო,

მთვარის შუქიც გამქრალიყო,

ჩემთვის მსგავსი სილამაზე,

ქვეყანაზე არსად იყო.

ზღაპარ იყო…. ზღაპარ იყო….

მისი გულიც ზღაპარ იყო,

ერთი გოგო შემიყვარდა…..

სად იყო და….. სად არ იყო!

ქართვეკმა თუ დაიჟინა

ფარი და ხმალი მომეცით,

გავაპო კლდის კალთებია,

ყველა მბჟუტავი ჩავაქრო,

სამშობლოს ვინც არ რგებია,

სუყველა ერთად შევიკრათ,

ერთად გადავწნათ ბაწარი,

დღეს ყველა ბრძოლის ველზე ვართ,

შორს ჩვენგან ყველა ლაჩარი.

შორს იყოს ჩვენგან ღალატი,

არვინ იკადროს შიშია,

ყველა ჩვენს თავსა ვკითხავდეთ:

ჩვენი სამშობლო სხვისია?!

ვისია კახის ყურძენი,

ვისია კლდეში ვარძია,

აქ უთვალავი ოქრო და

აქ უთვალავი განძია!

განძია ყველა კუთხე და

განძია ყველა კუნჭული,

არვის ეგონოს სამშობლო,

მივიწყებული კუნძული.

მტერო!… რაიყო, რას ითხოვ,

სამშობლოს ნუ მედავები,

ფრთხილად იყავით თორემა,

უმალ გავხდებით ავები.

ნურავის დაავიწყდება

დიდგორის ბრძოლის ლანდები,

მოჩვენებების საღმო

და ვაჟკაცური ფანდები.

გვირგინ ნათელი თმარი,

აღმაშენებლის ხანაო,

ვახტანგ გორგასლის ხმალი და

აკვანთან ტკბილი ნანაო,

დაჭრილ მებრძოლის კვნესა და

გამარჯვებულის ყიჟინა,

ეშმაკიც ვერას გახდება,

ქართველმა თუ დაიჟინა!!!!!

სიყვარუს სიტყვები არ ჰყოფნის

სიყვარულს სიტყვებით ვერ ახსნი,

მას მოქმედება სჭირდება,

უსიყვარულოდ სუყველას

ძალიან გაგვიჭირდება.

თუ გული გიგრძნობს…. უთხარი !

ჩვენ ამისთვის ვართ შობილნი,

რა ადვილია რომ ვიყოთ,

უბრალოდ …. კეთილშობილნი.

ეს გრძნობა ცოცხლობს გაცემით,

თვით ღმერთი გვითითებს ამაზე,

უსიყვარულოთ თურმე მზეც

“არ სუფევს ცის კამარაზე”

სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის,

მას მოქმედებაც სჭირდება,

უსიყვარულოდ ცხოვრება,

ნეტა…….. ვის რაში გვჭირდება?!

თავისუფლება

თავისუფლება ეს შინაგანი

გრძნობის წადილი არის წყურვილში,

ეს სილამაზის შეძახილია

და სიყვარული არის სურვილში.

თავისუფლება ეს არის ვნება,

რომელიც სისხლში არასდროს ქრება,

სულის ძახილის ამოძახილს კი

მუდამ ერქმევა……. თავისუფლება.

თავისუფლება ეს ის ძალაა,

რომ არ სჭირდება გადამუქება,

და ყველა სიმართლეს….. რომ აქვს უფლება,

სწორედ ეს არის….. თავისუფლება!!!

შენ ქართველი ხარ

შენ ქართველი ხარ – შენ ხარ მებრძოლი!

შენ ქართველი ხარ – შენს მტერს ებრძოდი,

შენ ქართველი ხარ – შენ ხარ ერთგული,

ქართულად გიძგერს მუდამ ეგ გული.

შენ ქართველი ხარ – შენ ხარ ძლიერი,

ქართველი ხარ და გაქვს მგლის იერი,

ქართული გული არასდროს ბერდება,

მასზე ვერასდროს ითქმება ხნიერი.

შენ ქართველი ხარ – არ იცი ღალატი,

ქართველი ხარ და შენ იცი ძმობა,

შენ ქართველი ხარ – შენ ხარ ვაჟკაცი,

არ გეშინია – იბრძოლებ ას კაცში.

შენ ქართველი ხარ – შენ იცი ვაზი,

შენ ქართველი ხარ – შენ იცი ღვინო,

შენ ქართველი ხარ – შენ იცი თრობა,

არ გავიწყდება ქალისთვის ტრფობა.

შენ ქართველი ხარ – შენ იცი ქალი,

შენ ვაჟკაცი ხარ და არ ხარ მხდალი,

შენ ქართველი ხარ – მუხლს უდრეკ ქალებს,

ქართველი მუდამ პატივს სცემს მანდილს.

შენ ქართველი ხარ – შენ იცი ერი,

ქართველობისთვის გაფასებს მტერი,

ქართველი რომ ხარ – შენ იცი ხმალი,

ბევრჯერ ყოფილხარ ბრძოლისგან მთვრალი.

შენ ქართველი ხარ – ეტრფი წინაპრებს,

მათ საფლავებთან ფიცი გითქვია,

რომ საქართველოს მუდამ დაიცავ,

ეს ფიცი მკვეთრად წარმოგითქვია.

შენ ქართველი ხარ აქაც და იქაც,

სხვის ქვეყანაშიც შენ ქართველი ხარ,

და არასოდეს დაგავიწყდება რომ….

დაბადებიდან …………. შენ ქართველი ხარ !!!

მსგავსი ამბები

Back to top button