გართობაუცნაური

ადამიანი-კალკულატორი

537a17e9ee37
ჯორჯ პარკერ ბიდერი 1806 წლის 14 ივნისს ინგლისში დაიბადა. მამა “მოანგარიშე ბიჭუნას” ეძახდა, რადგან 6 წუთში შეეძლო, გონებაში გადაემრავლებინა 9-ნიშნა ციფრი. ჯორჯის მამას სურდა, შვილი ცირკში მოეწყო და ამ გზით ეშოვა ფული, მაგრამ მდიდარი ნათესავების წყალობით, ბიდერმა უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინერი გახდა. მათემატიკური ნიჭი ბრიტანეთის სარკინიგზო გზების დაგების საქმეში გამოიყენა.

1cbbf990a9be
შაკუნტელა დევი 1939 წლის 4 ნოემბერს ინდოეთში დაიბადა. მათემატიკური ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა. იგი მამის ცირკში გამოდიოდა. ციფრების გადამრავლების გარდა,დევი ბანქოსაც თამაშობდა და ინდოეთში ყველაზე ცნობილ მოთამაშეებსაც კი უგებდა. 1980 წელს გონებაში გადაამრავლა 13-ნიშნა ციფრი- 7,686,369,774,870 X 2,465,099,745,779 და 28 წამში სწორი პასუხი- 18,947,668,177,995,426,462,773,730 მიიღო.

f263a416dd98
დენიელ მაკარტნი დაბადებიდან უსინათლო იყო, მაგრამ მათემატიკური ნიჭითა და უნიკალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფებს იმით ართობდა, რომ მათ მიერ დასახელებული წლის, თვისა და დღის ამინდსაც იხენებდა და იმასაც თუ ვის რა ეცვა, სადილად რა ჰქონდათ და სხვა ამგვარს.

***
გენიალურ მათემატიკოსებს შორის ყველაზე ახალგაზრდა- ალბერტო კოტო გარსიაა. იგი 1970 წლის 20 მაისს დაიბადა. მათემატიკურ ნიჭს სხვადასხვა შოუსა და გასართობ გადაცემაში იყენებს. 8 წუთსა და 25 წამში შეუძლია 8-ნიშნა ციფრის გადამრავლება. იგი ბუღალტრად და ფინანსურ მრჩეველად მუშაობს.

წყარო: ჟურნალი “გზა”

მსგავსი ამბები

Back to top button