ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო– გაიფიქრებთ თქვენ ამ უცნაური შენობების დანახვისას. ამ სახლებში კი ცხოვრობენ ადამიანები, აქ განლაგებულია საგამოფენო ცენტრები თუ ოფისები.
უბრალოდ მათ აპროექტებდნენ უსაზღვრო ზოგჯერ კი გიჟური ფანტაზიის მქონე ნიჭიერი არქიტექტორები, რომელთა მიზანი იყო შეექმნათ შენობა გამორჩეული არა მხოლოდ მათს ქვეყანაში არამედ მსოფლიოში.
გააგრძელეთ და თქვენ იხილავთ ამ გასაოცარ შენობების სურათებს და მათ დანიშნულებებს.
1)
სახლი–კალათი (The Basket Building) აშშ ოჰაიოს შტატი
მსოფლიოში ალბათ ყველაზე უცნაური ადმინისტრაციული შენობა. კალათებისა და დაწნული ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ Longaberger ააშენა ოფისის შენობა, რომელიც წარმოადგენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ზუსტ ასლს– დაწნულ კალათს.
შენობამ დაიკავა 18 ათასი კვ.მ და დაჯდა 30 მილიონი დოლარი. ექსპერტები არაერთხელ ურჩევდნენ კომპანიის მფლობელს დეივა ლონგბერგერს შენობის მაკეტის შეცვლას, მაგრამ როგორც ჩანს მან გააკეთა სწორი არჩევანი– ამ უცნაიური იდეის წყალობით მისი კომპანია ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.
2)
ცენტრალური ბიბლიოთეკა კანზასში (Kansas City Public Library). აშშ მისურის შტატი
ასეთი გაფორმებით რომ შენდებოდეს ყველა ბიბლიოთეკა ნამდვილად ეყოლებოდა ბევრად მეტი მკითხველი :) . კანზას–სითის ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის ასეთი ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით არა მხოლოდ დაამშვენა ქალაქის ცენტრი, არამედ იზრუნა მოქალაქეებში მკითხველობითი სულისკვეთების გაღვივებაზე.
3)
ფერდინანდ შევალიეს იდეალური სასახლე (Ferdinand Cheval Palace ასევე ცნობილია როგორც Ideal Palace). საფრანგეთი
ჩვეულებრივი ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალიე ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე უცნაური სასახლის, მისი სიტყვებით კი იდეალური სასახლის შემქმნელი.
1879 წლიდან 33 წლის განმავლობაში შევალიე აშენებდა თავის ოცნებას. მისი შთაგონება იდეალური სასახლის შექმნის იდეით მოხდა მაშინ , როდესაც მან ქუჩაში სიარულისას შემთხვევით ფეხი წამოკრა უცნაური ფორმის ქვას. მას შემდეგ შევალიემ დაიწყო სხვადასხვა სახის ქვების შეგროვება და იდეალური სასახლის მშენებლობა. სასახლე წარმოადგენს მრავალი არქიტექტურული სტილის ნაზავს– ბიბლიურიდან ინდუსურ მითოლოგიამდე.
შევალიეს ქმნილება აღიარებულ იქნა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა სასახლე კულტურულ ობიექტად და აიყვანა დაცვის ქვეშ. ამჟამად ის ღიაა ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში.
4)
ჯენეს დიდი მეჩეთი (Great Mosque of Djenné). მალი, აფრიკა
ჯენეს დიდი მეჩეთი ტალახის აგურით ნაგები უდიდესი შენობაა მსოფლიოში და არქიტექტორთა უმრავლესობის აზრით ის წარმოადგენს სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევას, თუმცა მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით.
ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს
5)
The Neverwas Haul. კალიფორნია, აშშ
ეს უცნაური სახლი ბორბლებზე შექმნილი ”სტიმპანკის” სტილში თითქოს მოგვევლინა ზღაპრიდან ან ჟიულ ვერნის ფანტასტიკური მოთხრობებიდან. ის კი ვისაც ნანახი აქვს მულტიპლიკაციური ფილმი ”მოარული სასახლე” ღირსეულად შეაფასებს ამ სახლ-საოცრებას.
ეს სამ სართულიანი სახლი შექმნა სტიმპანკის ფანატების 12 კაციანმა ჯგუფმა და შეარქვეს სახელი Neverwas Haul
6)
დაღუნული სახლი (The Crooked House) სოპოტი, პოლონეთი
კიდევ ერთი ზღაპრული სახლი ჩვენს მიერ შერჩეულ სახლთა გალარეაში. ეს არის თითქოს მრუდე სარკის ანარეკლი- დაღუნული სახლი, რომელიც დააპროექტა პოლონელმა არქიტექტორმა იაცეკ კარნოვსკიმ. შენობის ფასადს არ გააჩნია არც ერთი სწორი ხაზი. ამ საუცხოო შენობაში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, კაფე.
დაღუნული სახლი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად ობიექტს პოლონეთში.
7)
ჰაბიტატ 67 (Habitat 67) მონრეალი, კანადა
ეს შენობა 1966-67 წ. ააშენა არქიტექტორმა მოშ საფდიმ სპეციალურად მსოფლიო გამოფენისთვის. რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ერთერთ უდიდეს სამშენებლო გამოფენას მსოფლიოში.
კუბი წარმოადგენს ამ ნაგებობის საფუძველს. შენობის სტილი-ბრუტალიზმი.
8)
გადმობრუნებული სახლი (Upside Down House) შიმბარკი, პოლონეთი
”გადმობრუნებული სახლი” აშენდა 2007 წელს პოლონეთის ჩრდილოეთში, სოფელ შიმბარკში (Szymbark). პროექტის ავტორს და სპონსორს- პოლონელ მეწარმეს და ფილანტროპს, სურდა ამ სახლის მშენებლობით ადამიანებისთვის შეეხსენებინა კომუნისტური პარტიის ბატონობის გარდასული ეპოქა.
მნახველთა უმრავლესობა ვერ ძლებს სახლში რამდენიმე წუთსაც- ეწყება თავბრუსხვევა. მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ძალზე პოპულარულია და უამრავი ტურისტი სპეციალურად ჩადის ამ უცნაური ქმნილების სანახავად.
9)
ბუშტუკებიანი სახლი (Maison Bulle) კანი, საფრანგეთი
ფრანგმა მოდელიორმა პიერ კარდენმა თავისი დიზაინერული ნიჭი გარდა ტანსაცმლის მოდელირებისა გამოავლინა აგრეთვე სახლის მშენებლობაშიც. მისი სახლი კანში , რომელსაც ”ბუშტუკებიან სახლს” უწოდებენ ამის უტყუარი დასტურია. არქიტექტორ ანტი ლოვაგომთან ერთად მან სახლი აქცია ჰაეროვან ”ბუშტუკებად” :)
10)
სახლი ”ტყის სპირალი” (Forest Spiral) დარმშტადტი, გერმანია
სახლი დამაინტრიგებელი სახელწოდებით ”ტყის სპირალი” შექმნა ცნობილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა და მხატვარმა ჰუნდერტვასერმა, რომლის პროექტები გამოირჩევა რევოლუციური, მრავალფერიანი არქიტექტურით. შენობა 105 ბინით სახურავზე ულამაზესი ლიმნის ხეების ბაღით თითქოს სპირალივით ეხვევა ეზოს ტერიტორიას. შენობაში აგრეთვე განლაგებულია კომფორტული რესტორანი და მყუდრო კოქტეილ-ბარი.
11)
ტორე გალატეა ფიგარესი (The Torre Galatea Figueras) ან დალის მუზეუმი . ესპანეთი
სამუზეუმო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ძველი თეატრის შენობა, სადაც 14 წლის ასაკში სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა საკუთარი ნამუშევარი.
მუზეუმის შენობა ისეთივე უცნაურია როგორც თავად მხატვრის შემოქმედება. დღეს ფიგარესის მუზეუმში განთავსებულია მე-20 საუკუნის უდიდესი მხატვრის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია.
თეატრ-მუზეუმშია აგრეთვე განთავსებული აკლდამა, სადაც განისვენებს სალვადორ დალი.
12)
მოცეკვავე შენობა (Dancing Building) პრაღა, ჩეხეთი
მოცეკვავე სახლი (ცნობილია აგრეთვე როგორც ”მთვრალი სახლი” ან ”ჯინჯერ და ფრედი”)- ეს სახუმარო სახელი დაერქვა პრაღის ცენტრში მდებარე კომპანია Nationale-Nederlanden-ის ოფისის შენობას. ის დააპროექტა ჩეხმა არქიტექტორმა ვლადო მილუნიჩემ.
13)
რიპლის შენობა (Ripley’s house) ონტარიო, კანადა
დაქანებული და უზარმაზარი ნაპრალით თითქოს შუაზე გადახლეჩილი სახლი ააშენა არქიტექტორმა თომას რიპლიმ 1812 წლის მიწისძვრის სამახსოვროდ, რომელმაც დაანგრია ქალაქი ორლანდო.
შენობა ფუნქციონირებს, ბზარები კი მის ფასადზე – ეს მხოლოდ დეკორატიული და არქიტექტორის ძალზე საინტერესო ჩანაფიქრია.
14)
გადაბრუნებული სახლი WonderWorks, აშშ
კიდევ ერთი გასაოცარი ქმნილება დგას ტენესის შტატში- გადმობრუნებული სახლი. ის წარმოადგენს გასართობ ცენტრს და ძალიან პოპულარულია.
აქ არის უამრავი გასართობი, მაგალითად ისეთი როგორიცაა მიწისძვრის იმიტაცია :) აქ ასევე განლაგებულია რესტორანი, მედიტაციის ოთახი და მრავალი სხვა.
15)
სახლი-როიალი ვიოლინოთი (Piano shaped building), ქალაქი ხუაინიანი, ჩინეთი
ეს მუსიკალური სახლი მდებარეობს ჩინეთში. უზარმაზარი ვიოლინო წარმოადგენს შესასვლელს შენობაში და მასში განლაგებული ესქკალატორი აგიყვანთ პირდაპირ ”როიალში”. შენობის მასალად გამოყენებულია გამჭვირვალე შავი შუშა. მასში განლაგებულია საგამოფენო კომპლექსი, სადაც გამოფენილია ქალაქის რაიონებისა და ქუჩების დაგეგმარება.
16)
კვერცხისებრი შენობა Cybertecture -გან (Cybertecture Egg), ბომბეი, ინდოეთი
32 ათასი კვ.მ შენობა თავის თავში მოიცავს ” სანიშნე არქიტექტურას”, ეკოლოგიურ დიზაინს, ინტელექტუალურ სისტემებს და ახალ ტექნოლოგიებს მნახველზე უზარმაზარი შთაბეჭდილების მოსახდენად.
17)
რესტორანი ”დედიკოს სასაუზმე” (Mammy’s Cupboard), ქ. ნანჩესი, მისისპის შტატი
18)
ატომიუმი, ბრიუსელი, ბელგია
თუ თქვენ როდესმე აღმოჩნდებით ბრიუსელში არ დაიზაროთ, ჩაჯექით #81 ტრამვაიში და იმგზავრეთ მის ბოლო გაჩერებამდე ”ხეისელი”. აქ თქვენს წინაშე აღიმართება მასშტაბური და დიადი მონუმენტი- ატომური ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობებისადმი თაყვანისცემის ნიშნად აგებული შენობა.
19)
დინამიური კოშკები (Dynamic Tower), დუბაი
ცათაბჯენი, რომლის თვითოეული სართული სხვებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო.
20)
სახლი-ფეხსაცმელი (Shoe-House) პენსილვანია, აშშ
სახლი-ფეხსაცმელი აშენდა 1949 წელს პოლკოვნიკ მახლონ მ. ხეინსისთვის, რომელიც შტატ მერილენდსა და პენსილვანიაში ფლობდა ფეხსაცმელების 40-მდე მაღაზიას. პოლკოვნიკი მივიდა არქიტექტორთან, გადასცა მას ძველი ფეხსაცმელი და უთხრა: ”ამიშენეთ ასეთი სახლი”. ასე დაიწყო ამ სახლის ისტორია.
P.s თუ მოხვდებით ამ ადგილებში არ დაგავიწყდეთ, რომ მოიმარჯვოთ ფოტოაპარატი და გადაიღოთ სურათი უცნაური არქიტექტურული ქმნილებების ფონზე :)
წყარო: biz.aris.ge