გასართობისაკითხავი

იუმორის ახალი ერა !!!

clinton laughing

ხშირად გვეცინება იმ უაზრო ხუმრობაზე, რომელიც სასაცილო სულაც არაა… გთავაზობთ რამოდენიმე ასეთ ხუმრობას…

დედამიწა ფეთქდება :) და დედა და შვილი თავის გადასარჩენად რაკეთით გაფრინდებიან. როცა საწვავი გამოელევათ მიხვდებიან რო მზე იზიდავს რაკეტას და ბავშვს შეეშიდება. მაგრამ დედა დაამშვიდებს და ეტყვის, ნუ გეშინია შვილო, მე ხომ ლურსმნები მაქვსო…

ცხენი შედის ბარში და ბარმენი ეკითხება – რა გრძელი სახე გაქვსო…

ნარკომანი, მათხოვარი და ელტონ ჯონი მოკვდებიან და სთხოვენ უფალს რომ გააცოცხლოს, ოღონდ ერთი პირობით: ნარკომანი ნარკოტიკებს აღარ გაიკეთებს, მათხოვარი ძირს დაგდებულ ფულს აღარ აიღებს და ელტონ ჯონი კაცებს გაანებებს თავს, თუ არადა გაქრებიან… შეუსრულდებათ მათ ეს თხოვნა და დაბრუნდებიან დედამიწაზე. ერთად მოდიან გზაზე. ნარკომანი დაინახავს სადარბაზოში ბევრი ბიჭი ერთად იკეთებს წამალს. ვერ მოითმენს, მივა, გაიკეთებს ნაკროტიეკბს და გაქრება. ეხლა გზაზე მოდიან მათხოვარი და ელტონ ჯონი. დაინახავენ გზაზე გდია ფული. მათხოვარი ვერ მოითმენს, დაიხრება ასაღებად და ელტონ ჯონი გაქრება… :)

სვანმა ძმება იყიდეს 2 ცხენი და დაფიქრდნენ ჩვენი ცხენები ერთმანეთისგან როგორ გავარჩიოთო. ერთი ჭკვიანი სვანი ძმა იტყვის, მოდი ჩემ ცხენს ყურს მოვაჭრიო და ასე გავარჩიოთო. ასეც მოიქცა, მაგრამ მეორე დღეს ორივე ცხენს ჰქონდა ყური მოჭრილი. თურმე მეორე ძმასაც იგივე გაუკეთებია. ახლა მოდი კუდს მოვაჭრიო. მოაჭრის ერთი ძმა და მეორე დღეს ნახავს რომ მეორე ძმის ცხენიც უკუდოდ მოდის. მერე მოიფიქრებენ რომ ერთი ფეხი მოაჭრან. მეორე დღეს ორივე ცხენი კოჭლობით მოდის. მაინც ვერ არჩევენ… ახლა მოდი ორივე ფეხი მოვაჭრათო იტყვის ერთი სვანი ძმა. ასეც მოიქცევა, მაგრამ გაიხედავს და თავისი ძმის ცხენიც ორ-ფეხ მოჭრილი მოჩანჩალებს. ამ ყველაფრის შემდეგ ამ ორ სვან ძმას შორის ერთი ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდება და იტყვის. მოდი ცხენები იმით გავარჩიოთ, რომ შენი შავია და ჩემი თეთრიო… :)

P.S. ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

Back to top button