გასართობისაკითხავისასარგებლო

სალერნოს ჯანმრთელობის კოდექსი

სალერნო-ქვემო იტალიის მთიანი პროვინცია. სამედიცინო ტრადიიციით ცნობილი მთავარ ქალაქსაც სახელად სალერნო დაენათლა. XI-XII საუკუნეებიდან აქ მუშაობდა ხელოვან ექიმთა კორპორაცია, შეიქმნა ევროპის პირველი სამედიცინო სკოლა, რომელმაც ამ მხარის სახელი უკვდავყო. სალერნოს სკოლის სწავლულთა მონაპოვარი პრაქტიკულ კოდექსად აქცია და ლათინურ ლექსად გამართა შუა საუკუნეების დიდმა მკურნალმა და ფილოსოფოსმა არნოლდ ვილანოველმა.
გთავაზობთ ამ კოდექსის აკაკი გელოვანისეულ თარგმნის ფრაგმენტებს..

კ ო დ ე ქ ს ი :

თუ გინდა, იყო მუდამ ჯამრთელი
და არ იცოდე რა არის სენი,
ჩამოიცილე კაეშნის ტვირთი ,
წყენას არ აჰყვე , ნუ გაბრაზდები,
ზომა იცოდე სმისა და ჭამის,
ფზიზლად იარე ნასადილევსა
და შეიძულე შუადღის ძილი,
ან იყოს იგი არა ხანგრძლივი;
ძალით ნუ ცდილობ დაცალო კუჭი.
და როცა დროა აღარ ითმინო…
თუ ყოველივეს ამას დაიცავ,
წელთა სიმრავლის იმედი გქონდეს.
მაგრამ თუ არ გყავს კარგი მკურნალი,
თუ ექიმების სიმცირე იყოს ,
სამ ექიმს გირჩევ: ზომიერ ჭამას,
კარგ ხასიატს და სულის სიმშვიდეს.
==============================================
ადრე ადექი და დაიბანე ცივი წყლით სახე,
თვალი და ხელი,
გაიარე და გამოიარე , გამართე ტანი
ხელი და ფეხი,
გამოირეცხე კარგად კბილები…
ეს გაგიმაგრებს ჭკუა გონებას,
გაგიძლიერებს კუნთებში ღონეს
ტანი იბანე, ჭამე , იარე
მერე შეჩერდი ნუ გაცივდები.
წყაროს წყალი და მწვანე ბალახი
ეამება და უხდება თვალსა.
დილით ახედე მაღალ მწვერვალებს,
მწუხრის ჟამს დაბლა დახედე წყალსა.
==============================================

ხანმოკლე იყოს შუადღის ძილი, ანდა სჯობს იგი სულაც არ იყოს.
კატარს, სისუსტეს თავის, ტკივილებს , გარგუნებს მუდამ შუადღის ძილი.

მაღრისად ჭამა , უხვი ვახშმობა ჩვენი კუჭისთვის მავნეა ძალზე
თუ გინდა, ღამე მშვიდად გეძინოს , ძილის წინ საჭმელს ნუ დააძღები.

სუფრას ნურასდროს ნუ მიუჯდები, ვიდრე დარწმუნდე რომ შენი კუჭი
დაცარიელდა იმ საკვებისგან , რაც მიგიღია უკანასკნელად.
ჭამის სურვილი დაგიდასტურებს , რომ ეს ასეა, რომ ხარ მშიერი,
პირზე მომდგარი ნერწყვი ნდომისა დაგემოწმება-გარგებსო ჭამა.

სასმელად თეთრი ღვინო გერჩიოს!
წითელს ნუ დალევ ზომაზე მეტად,
კუჭს გაგიმაგრებს ჩაგიხლეჩს ხმასა.

თუ ღანით ღვინო მანეა და არ მოგცემს შვებას,
დღისით დალიე , მოგიხდება, მოგიყვანს ჯანზე.
რჩეული ღვინო გაგამაგრებს გადავა სისხლში,
თუ ის შავია, იცის ტანში მოთენთილობა.
სჯობს, იყოს თეთრი, ძველი, ნაზი, დაღვინებული.
თუნდაც ქაფქაფა, წყალნარევი-ოღონდ ზომაზე!

=============================================
თუ გინდა იყო მუდამ ჯანმრთელი, ხშირად იბანე სახე და ხელი
თუ ჭამის შემდეგ ხელებს დაიბან , მიიღებ ორწილსიამოვნებას,
ხელი გექნება სუფთა , საღი და თვალთა მზერა კი უფრო ფხიზელი.

მაჭარი კუჭსაც ასუსტებს და შარდსაც აკავებს,
ქვებს აჩენს, ღვიძლსა და ელენთას ანაგვიანებს.

წყლის დაყოლება ჭამის შემდეგ მავნეა მეტად,
კუჭი ცივდება, მონელება ძნელდება ხოლმე.

სასარგებლოა ახალი კვერცხი,
ოღონდ თოხლო და ჯერაც თხიერი.

ალუბალს შეჭამ -სიკეთეს ნახავ
გაგიწმენდს კუჭს და დაგიშლის ქვებსა.
კენკრისგან სისხლი აგეწმინდება

ლუდი სიცოცხლის წვენებს კვებავს, ძალას გვანიჭებს
ასუქებს, სისხლის მიმოქცევას აზომიერებს,
მუცელს არბილებს, ბერავს , (ამაზე ვიცინე ვიხარხარე რასაც ქვიაა :D :D :D )
შარდსაც გამოყოფს მავნეს

პრასის მჭამელი ქალი ხდება ნაყოფიერი

ნაღვინევს წყალი უხდება ცოტა,
თუ თავი სტკივა მაგრამ ციება,
იცი, თუ წყალი ბევრი დალია…

=====================================<>====================
THE END

ასე და ამგვარად , ზოგიერთებზე ბევრი კი ვიხალისეე…

წყარო: სამედიცინო წიგნები..ამონაწერი და არა გდმოკოპირებული…

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close