საკითხავი

სიმღერები, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება (?!)

444b6d29a458
უსმენ როკს, და არამარტო როკს? მაშინ გააგრძელე კითხვა …

ბევრჯერ გამიგონია, რა არის რას უსმენს ეს ბავშვი, რაღაც კაცების ჯღავილია, ჯაგა-ჯუგია :D რას გვანან და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უფროსების შეფასებებია, როდესაც ახალგაზრდების მუსიკალურ არჩევანს იწუნებენ, და შესაძლოა მართალიც არიან .. ჩვენი საყვარელი ჯგუფის ფირფიტებს ხშირად მეტად საინტერესო შეფუთვა აქვთ, გამოსახულია რქიანი არსებები, სისხლი, 666, ეშმაკები და მრავალი სხვა, მაგრამ ამას უკვე ყურადღებას არავინ აქცევს, ეს რა არის, ამ პოსტერებს ვხედავთ მაინც და აი სიტყვები კი ბევრს არ ესმის და არცაა გასაკვირი, რომ უყურადღებოდ ტოვებს ამ ფაქტს. სინამდვილეში კი ბევრისთვის საყვარელი სიმღერა შეიცავს ისეთ სიტყვებს, რომელიც მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. მცირე ჩამონათვალი:
1. ნაწყვეტი როკ-ჯფუგ „ქისსის“ (KISS – ზოგიერთი მოსაზრებით, ესაა აბრევიატურა ფრაზისა „Kings in Satan Service“ – „მეფეები სატანის სამსახურში“) სიმღერიდან „ჭექა-ქუხილის ღმერთი“:

„მე აღმზარდა დემონმა
და მომამზადა, რომ მასავით მბრძანებელი ვყოფილიყავი;
მე ვარ მეუფე უდაბნოსი –
თანამედროვე რკინის ადამიანი.
მე გარს შევიკრებ წყვდიადს, რათა მივიღო სიამოვნება
და მე გიბრძანებ შენ: დაემხე მუხლებზე,
ჭექა-ქუხილის ღმერთის წინაშე,
რომელიც არის როკ-ნ-როლის ღმერთი!“

2. ჯგუფი „ას/დს“ (AC/DC – აბრევიატურა ფრაზისა „AntiChrist/Devil’s Child“ – „ანტიქრისტე/დემონის შვილი“) „უგალობს“ ჯოჯოხეთის ზარებს ამავე სახელწოდების სიმღერაში („ჯოჯოხეთის ზარები“):

„მე ვარ ჭექა-ქუხილი
წვიმის დამღვრელი,
მე მოვდივარ როგორც გრიგალი
და ჩემი გაელვებანი ცას ანათებს!
შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ,
მაგრამ მალე მოკვდები!
მე არ ავიყვან ტყვეებს,
მე არ დავინდობ არავის სიცოცხლეს,
და წინაც ვერავინ აღმიდგება!
მე მოვიპოვე ჩემი ზარები
და მე წაგიყვან შენ ჯოჯოხეთში!
მე მოგიპოვებ შენ!
ჯოჯოხეთის ზარები,
დიახ,
ჯოჯოხეთის ზარები!“

3. ჯგუფ „ჰიმ“-ის (HIM – აბრევიატურა ფრაზისა „His Infernal Majesty“ – „მისი ჯოჯოხეთური უდიდებულესობა“) ერთი შეხედვით სატრფიალო სიმღერა „შენი ტკბილი 666“:

„მე ველოდები შენს ძახილს
და მე მზად ვარ მივიღო შენი 666 ჩემს გულში
მე სულმოუთქმელად ველოდები შენს შეხებას
და ვიღებ შენს 666-ს ჩემს გულში“

4. პანკ-ჯგუფ „მკვდარი კენედის“ („Dead Kennedys“) სიმღერა სახელწოდებით – „მე ვხოცავ ბავშვებს“.

„მე ვხოცავ ბავშვებს,
მე ვაიძულებ იქვითინონ მათმა დედებმა, –
ვსრეს მათ ავტომობილით,
მე მსურს ვისმინო მათი კივილი,
ვკვებავ მათ მოწამლული კამფეტებით,
და ვუშხამებ მათ ჰელოუინის დამდეგს“.

…………………………………………………………………………..

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა – როკის წმიდანი“, „თინა თერნერი – მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს… ქრისტე იყოს.

ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება – იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი – როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ – „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა… სატანა… სატანა… იგი ღმერთია… ღმერთია… ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის.._ წერს გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი”.

აქვე შეგიძლიათ თქვენ თვითონ იხილოთ რამოდენიმე სიმღერა და მათი შებრუნების შედეგი http://jeffmilner.com/backmasking.htm

მსგავსი ამბები

Back to top button