გასართობისასარგებლო

კოსმოსის კვლევა


ცოტა რამ კოსმოსის კვლევების შესახებ…

კოსმოსის ერა 1957 წლის ოქტომბერში დაიწყო,როცა საბჭოთა კავშირმა(ამჟამად -რუსეთი)დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ 1“.მაშ შემდეგ ადამიანმა მთვარეზე გაისეირნა,ხოლო ავტომატური ზონდები მზის სისტემის ყველა პლანეტაზე დასხდნენ.

კოსმოსური შეჯიბრი
„სპუტნიკ 1“-ის გაშვების შემდეგ,აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ეჯიბრებოდა და ორივე ცდილობდა პირველს გადაესხა მთვარეზე ადამიანები.ერთიცა და მეორეც დედამიწის ორბიტაზე ასტრონავტებს,ხოლო მთვარეზე უპილოტო ზონდებს გზავნიდა.
მთვარეზე დაშვება
1969 წლის ივლისში სამი ამერიკელი ასტრონავტი-მაიკლ კოლინზი,ნილ არმსტრონგი და ედვინ „ბაზ“ ოლდრინი-კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 11“-ით მთვარეზე გაფრინდნენ.არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები,ვინც მთვარეზე ფეხი დადგა.მომდევნო 3 წლის განმავლობაში მთვარეზე კიდევ 5 მისია გაიგზავნა.

ძირითადი თარიღები
1961 იური გაგარინი პირველი ადამიანია კოსმოსში
1976 „ვიკინგმა“ დედამიწაზე მარსის ფოტოები გაგზავნა
1989 „ვოიაჯერმა“ დედამიწაზე ნეპტუნის ფოტოები გაგზავნა
1990 „მაგელანმა“ ვენერას რუკის შედგენა დაიწყო
1995 „გალილეოს“ ზონდი იუპიტერის ორბიტაზე შევიდა
1997 „სოჯორნერმა“ მარსის ზედაპირი გამოიკვლია
2000 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში პიველი ეკიპაჟი ჩავიდა
2004 „კასინიმ“ დედამიწაზე სადგურის პირველი ფოტოები გაგზავნა

კოსმოსური შატლი

კოსმოსური შატლი „კოლუმბია“ 1981 წელს გაუშვეს.ეს იყო პირველი მრავალჯერადი მოხმარების კოსმოსური ხომალდი.ყოველი გაფრენისას მას მხოლოდ საწვავის ძირითადი ავზი ეცვლება.შატლს შეუძლია ორბტაზე გაიყვანოს სატელიტები და კოსმოსური ზონდები.

კოსმოსური სადგურები
კოსმოსური სადგური ისეთი ადგილია კოსმოსში,სადაც ასტრონავტები ცხოვრობენ და მუშაობენ.პირველი კოსმოსური სადგური „სალიუტ-1“ იყ,რომელიც 1971 წელს გაუშვა საბჭოთა კავშირმა.
1998 წელს ახალი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილები შეაერთეს კოსმოსში.ეს სადგური უდიდესია დღემდე არსებულ სადგურებს შორის.

პლანეტების კვლევა

მთვარის მისიების შემდეგ,კოსმოსური კვლევები,მეტწილად,კოსმოსური კვლევის რობოტული ზონდებით ხდება.ისინი იღებენ ფოტოსურათებს და რადარისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით კრებენ ინფორმაციას,რომელსაც რადიოთი გზავნიან დედამიწაზე.ზონდები დაეშვა მარსზე,ვენერასა და სატურნის მთვარეზე-ტიტანზე. ისინი ღრმად ჩავიდნენ იუპიტერსა და სატურნის ატმოსფეროებში,ჩაუფრინეს ურანსა და ნეპტუნს და ესტუმრნენ მთვარეს.

იცოდით?
პირველი კოსმოსური ტელესკოპი,ჰაბლი,1990 წელს გაუშვეს.ის დედამიწას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ და კოსოსის სიღრმეებიდან

წამოსულ სინათლეს და სხვა გამოსხივებას იჭერს.“ჩანდრა-იქს-რეი“ 1999
წელს გავიდა ორბიტაზე.ის რენტგენის გამოსხივებას იღებს და მისი
საშუალებით ქმნის სურათებს.
ჩემი პირველი პოსტია… ;)

წყარო:ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close