დეტროიტი – მანქანათმშენებლობის მიტოვებული დედაქალაქი
მოკლე ისტორია და სურათები გაგრძელებაში..
მე -19 საუკუნის ბოლოს დეტროიტმა განიცადა დიდი ბუმი. იგი მდებარეობდა ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე და გახდა დიდი ლოგისტიკური ცენტრი.
1896 წელს ჰენრი ფორდმა ააწყო თავისი პირველი ავტომობილი მარკ ავენიუზე.1902 წელს მან გახსნა კომპანია Ford Motor Company და 1913 წელს დაიწყო მისი საწარმოს ფართომაშტაბაინი ფუნქციონირება ჰაილენდ პარკზე.
დეტროიტს უწოდებდნენ “დასავლეთის პარიზს” მისი არქიტექტურის გამო.მისი ელექტროფიკაცია კი თვით თომას ედისონმა მოახდინა. ფორდის გზას მიყვნენ ისეთი ცნობილი სახელები როგორები იყვნენ:ვილიამ სი დურანი (William C. Durant),ძმები დოჯები (Dodge brothers) და ვალტერ კრაისლერი (Walter Crysler) – ყოველივე ამან კი დეტროიტი მსოფლიოს საავტომობილო ცენტრად გადააქცია.
დეტროიტი გახდა “ამერიკული ოცნების” სიმბოლო.ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა სამუშაოს დასაწყებად. 1950 წელს დეტროიტმა მოსახლეობის რაოდენობით 2 მილიონს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით მეოთხე იყო ამერიკის მაშტაბით.
1950 წლისათვის ინტენსიური ხასიათი მიიღო საწარმოების გადატანამ ქალაქის პერიფერიულ ადგილებში, რამაც თავის მხრივ ხალხის გაყოფა გამოიწვია. 1967 წელს ქალაქში იფეთქა მასობრივმა არეულობებმა და ხალხმა დაიწყო დეტროიტის დატოვება. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში დეტროიტმა თავისი მოსახლეობის ნახევარი დაკარგა.
დეტროიტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.ახლა კი,ოდესღაც მსოფლიოს ინდუსტრიული დედაქალაქი სავსეა ძველი დიდების ნაშთებით
იმედია დაგაინტერესათ…