არქივი

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

88efefc0e943

ადამიანი ჟესტების ენით საუბრობს. ურთიერთობისას რაღაც მიმიკებით გამოვირჩევით ხოლმე. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. სწორედ ასეთი მიმიკები, ჟესტები და დეტალები დაგეხმარებათ ადამიანის უკეთ შეცნობაში. მაგრამ გაინტერესებთ ესა თუ ის მამაკაცი ქალი ხომ არა? ან ესა თუ ის ქალი – მამაკაცი? ეს დაგეხმარებათ მამაკაცის ქალისგან განსხვავებაში.

არსებობს რაღაც ცნობილი ფაქტები, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის ნაცნობია კიდეც. ბავშობაში ბიჭებს გოგოები არ “გეკაიფებოდნენ” ხოლმე, აბა ფრჩხილებზე დაიხედეო? მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ? თუ ვერა, მაშინ გადაიკითხეთ ეს პოსტი და აუცილებლად გაგახსენდებათ.

1)ცნობილია, რომ მამაკაცები ფრჩხილებს სახისკენ მუშტშეკრული უყურებენ ხოლმე, ქალები კი გაშლილ ხელებს. ასეთი რამ ბავშვებში ხშირად “კაიფის” საბაბი ხდება გოგოებისთვის ბიჭებისადმი

2)მაისურის ყველა ვიცმევთ. მაგრამ საკითხავი ისაა, თუ როგორ ვიხდით? ჯერ საყელოთი? თუ მუცლიდან ზევით? თუ საყელოთი, მაშინ მომილოცავს, მამაკაცი ყოფილხართ, თუ არადა ქალი

3)ფული ადამიანის სისუსტეა და იგი ყველას უყვარს, მაგრამ ყველა ერთნაირად ხარჯავს მას? წარმოიდგინეთ, რომ ხელში “იოლი ფული” ჩაგივარდათ, უცბათ დახარჯავთ მეგობრებში, თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთებს შეიძენთ? თუ მამაკაცი ხართ, აუცილებლად მეგორებში დახარჯავთ, ქალსაც უყვარს მეგობრებთან ერთად დროის სატარებლად ფულის ხარჯვა, მაგრამ მას ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენა ურჩევნია ხოლმე.

4)ადამიანს მუშაობისთვის, აზროვნებისთვის და უბრალოდ არსებობისთვის დასვენება და ძილი ესაჭიროება. ძილი დარწმუნებული ვარ ყველას გვიყვარს, მაგრამ აკვირდებით იმას, თუ როგორ გძინავთ? მუცელზე თუ ზურგზე? გაცნობებთ რომ მუცელზე წოლა ქალის პოზაა, ზურგზე კი კაცის.

5)ცხოვრება ნათელი და ბნელი დღეებისგან შედგება. ხან გვიხარია, ხანაც გაბრაზებულნი ვართ. ჩვენს ბრაზს და აგრესიას სხვადასხვა ხერხით გამოვხატავთ ხოლმე. ჩვენ, კაცები, კოპებს შევყრით ხოლმე, ქალები კი ხან არ იმჩნევთ, ხანაც საშინლად კანკალებთ. მარა გაბრაზებულ, მოკანკალე ქალს რატომღაც არ შევხვედრილვარ

6)პირად ჰიგინენას ყველა ვიყენებთ და შესაბამისი ნივთები ყველას გვაქვს. ზოგი წარბებს იპუტავს, ზოგიც ხელზე მანიკურს ისმევს. მაგრამ სხეულიდან თმას ყველას ვიპარსავთ. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენს ვიპარსავთ, ნახევარ სხეულზე მეტს თუ ნაკლებს? ქალებს ყოველთვის მეტი აქვთ გასაპარს, ვიდრე კაცებს, რადგან ჩვენ თქვენგან განსხვავებით ფეხებს ისეთივეს ვტოვებთ, როგორიც ბუნებამ შეგვქმნა :)

7)ალუმინის ქილიდან დაგილევიათ ლუდი, კოკა-კოლა ან სხვა რაიმე სასმელი? თქვენით გაგიხსნიათ თუ სხვისთვის გითხოვიათ? თუ თქვენით გახსენით, მაშინ თქვენსკენ ახლოს გეჭირათ თუ მოშორებით? თუ მოშორებით ალბათ თქვენი ძვირადღირებული კაბის დასველების შეგეშინდათ, თუ კი ახლოს გეჭირათ, მაშინ დიდად არც გიღელვიათ თქვენს გაცვეთილ ჯინსებზე

8)ადამინები ხან ფეხზე ვდგავართ, ხან ვწევართ, მაგრამ ყველაზე დიდ დროს ალბათ ჯდომაში ვატარებთ. მანქანის მართვისას, სახლში ტელევიზორთან ან ოფისში კომპიუტერთან ჯდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯდომის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი ფეხების განლაგებაა. ქალები ხშირად შეტყუპებული ფეხებით ზიან, რათა გაშლილი ფეხებისას მათ თავი უხერხულად არ იგრძნონ თავიანთი ქვედბოლოს გამო, ან თუნცა ფეხი ფეხზე ჯვარედინად გადადებულნი. კაცებს კი ამაში სადარდებელი არაფერი გვაქვს, რადგან თავისუფლად შეგვიძლია დავსხდეთ, რადგან არც კაბას ვიცვამთ და იმის შიში არ ვართ, რომ რამე გამოგვიჩნდეს და თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ. ზოგი მამაკაცისთვის კი ფეხის ფეხზე შემოდებაა მოსახერხებელი.

9)მოგონებები ყველას გვაქვს, ტკბილი თუ მწარე არ ააქვს მნიშვნელობა. როდესაც თქვენთვის ნაცნობ ადგილას გაივლით ფიქრს იწყებთ ხოლმე? რაზე ფიქრობთ? რატომ იყავით მაგ ადგილას და რას აკეთებდით? თუ ვისთან ერთად იყავით და რაზე საუბრობდით? ასეთი ადგილი ჩვენს ქალაქში ბევრია. მაგრამ თქვენ ქალებო, ალბათ უფრო ნაცნობი კაფის გვერდზე ჩავლისას იხსნებთ იმ მშვენიერ დროს, როცა საინტერესო საუბარი გქონდათ საინტერესო პიროვნებასთან. ჩვენ კი ასეთი მოგონებებით ვცდილობთ გონება არ გადავივსოთ, კაცები სხვა რამეს ფიქრობენ, როცა ნაცნობ ადგილს ჩაუვლიან ხოლმე

10)რახან ტანსაცმელს ყოველდღიურად ვხმარობთ და გავდივარ ხალხში, იგი ხშირ შემთხვევაში ისვრება ან უბრალოდ ხდება გასარეცხი. საქმე იმაშია, ტანსაცმელს ეგრევე გასარეცხად დებთ თუ სადმე მიყრით ხოლმე? ალბათ უფრო მიყრით ხოლმე, მით უმეტეს თუ სახლში სარეცხის მანქანა არ გაქვთ და სამოსის ხელით რეცხვა გიწევთ. თუმცაღა ქალებს კაცებზე მეტად უყვართ სისუფთავე, სახლის დალაგება და რეცხვაც კი, ასე რომ ისინი ნებისმიერი ვარიანტში პირდაპირ გასარეცხად დადებენ ხოლმე დასვრილ ტანსაცმელს. ჩვენ კი მოვისვრით ხოლმე ოთახში და არ გაგვახსნედება, მანამ, სანამ ყველა ტანსაცმელი ლოგინის ქვეშ არ აღმოჩნდება და გარეთ გასავლელი სუფთა სამოსი არაფერი გვექნება

ალბათ გეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილი 10 მიზეზი :D სულ ეს იყო :)

წყარო : http://www.landish.ge

მსგავსი ამბები

Back to top button