არაჩვეულებრივი ნივთები (მითიური) – მუდმივი ძრავი
მოწყობილობა , სრულყოფილი მუშაობისთვის , რომელსაც არ სჭირდება არანაირი ხარჯი , არანაირი საწვავი ან ფიზიკური ზემოქმედება. ანდა ასე : მოწყობილობა , რომელიც იკვებება გარშემომყოფების სხეულის სითბოთი.
თითქოს ძნელი არაფერია . დაქოქე – და იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო. არც ბენზინი და არც არაფერი …
მეცნიერებს მიახლოებით ასე წარმოედგინათ მუდმივი ძრავი . ძალიან ბევრი თეორიტიკოსი ოცნებობდა შეექმნა ისეთი ნივთი , რომელსაც სარგებლობიანობის კოლოსალური კოეფიციენტი ექნებოდა(აცელილი 100%_იან ზღვარსაც) და თან ისეთი , რომელიც პატრონისგან საწვავს არ მოითხოვს.
არაბები და ინდოელები ხუთი ათასი წლის წინათ მიხვდნენ , რომ ასეთი ხელსაწყო აუცილებლად სჭირდებოდა მსოფლიოს – რაზეც თავის ხელნაწერებში დაწერეს , მაგრამ ინდოელებმა დაიმსახურეს პირველობის პალმა ,რადგან მათთან აღმოაჩინეს არა მარტო თეორია , არამედ მუდმივი ძრავის ნახაზიც.
ზუსტი მეცნიერებების თაყვანისმცემელი , მათემატიკოსი ინდოეთიდან ბხასკარა , რომელიც ასევე პოეტი გახლდათ, გახდა “პირველი მამა” მუდმივი ძრავის ნახატისა . მან გადაწყვიტა , რომ თუ ბორბალი იქნება დამაგრებული უძრავ ღერძზე , მასზე კიდევ დამაგრებული იქნება ჭურჭელი სანახევროდ გავსებული ვერცხლისწყლით (უნდა დამაგრდეს არა სწორად , არამედ დიაგონალურად) , ის მუდმივად იმოძრავებს თავისით. რატომ? იმიტომ , რომვერცხლისწყალი გადავა ერთი კოლბიდან მეორეში და ეს შექმნის ყველა პირობას , რომ მან მუდმივად იმოძრაოს. უნდა ვივარაუდოთ , რომ ბხასარა თავის გამოგონებას გენიალურად თვლიდა. ასეა თუ ისე ასეთი რამე XII საუკუნემდე არავის მოუფიქრებია.
ბხასარა ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.
ბხასარას შემდეგ დაიწყო მუდმივი ძრავის “ბუმი”. ყველას უნდოდა შეექმნა ძრავი , ყველას უნდოდა გამხდარიყო ცნობილი თავისი გამოგონებით და ყველას უნდოდა “ეცხოვრა” თავის გამოგონებაზე. ასე იყო , იგონებდნენ ახალ-ახალ გეგმებს და ნახაზებს მუდმივი ძრავისთვის . მთელი ეს სენი გვაგონებს ფილოსოფიური ქვის ძებნის ისტორიას , უნდა იპოვოს ყველას , მაგრამ ვერც ერთი პოულობს. მაშინდელ ადამიანებს რომ ფიზიკის ახლანდელი ცოდნა მისცა ამდენს “იშრომებდნენ”. მოკლედ ზოგი ჭირი მარგებელიაო – ზოგიერთმა მუდმივი ძრავის გამომგონებელმა გააკეთა უამრავი აღმოჩენა , თანაც საკმაოდ დამაჯერებელი.
ევროპულ დაპატენტების ორგანიზაციებში ირეოდა უამრავი განაცხადი მუდმივი ძრავის შექმნის შესახებ.მუდმივი ძრავისთვის რბოლაში ლეონარდო და ვინჩიმაც მიიღო მონაწილეობა , თუმცა მისი თანამედროვეები მისდამი არც თუ კარგად იყვნენ განწყობილი , ამიტომ მისი ნახაზები არ გამომზეურდა.
პარიზი პირველი იყო ვინც ძრავების დაპატენტებაზე უარი თქვა , მათ არ უნდოდათ დაეპატენტებინათ ისეთი რამ რასაც დღის სინათლე მაინც არ ეღირსებოდა . ამას მოყვა მეცნიერების აკადემია , რომელიც 1775 წლამდე ყველა ნახაზს თუ სურათს გულდასმით იხილავდა , მაგრამ შემდეგ პოზიცია შეცვალა.
საერთაშორისო დაპატენტების ორგანიზაცია ახლაც აგრძელებს მუდმივი ძრავის იდეების განხილვას.
კიდევ გინდათ იმის თქმა , თუ რა სარგებელი მოიტანა “ძრავის სენმა”? უამრავი ახალი აღმოჩენა – ეს ერთი. საფუძველი ჩაეყარა თერმოდინამიკას – ესეც ორი. მეცნიერების განვითარება – ეს კი სამი. და თუმცა მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს , რომ მუდმივი ძრავი არ არსებობს და ვერც იარსებებს – მაინც ხომ არიან ადამიანები , რომლებიც ამ მეცნიერებს მსუბუქად დასცინიან , თავისი ძლების სჯერათ , რომლებსაც შეუძლიათ გადააბიჯონ ფიზიკის კანონებს და შექმნან ხელსაწყო , რომლის სარგებელიც კოლოსალური იქნება . . .