თუ ამ სურათებს შეხედავთ, გეგონებათ რომ ეს სილამაზე სადღაც სხვა პლანეტიდანაა, ან კიდევ ძვირადღირებული ფილმის დეკორაციას წარმოადგენს. მაგრამ სინამდვილე თუ გაინტერესებთ, რასაც სურათზე ხედავთ მართლა არსებობს. მას ,,მფრინავი გეიზერი ჰქვია და ამერიკაში, ნევადაში შეგიძლიათ იხილოთ. მაგრამ ის მიწა, რომელზეც დგას, კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, ამიტომაც მისი ნახვა არც ისე ადვილია, მხოლოდ გზიდან თუ მოახერხებთ თვალის შევლებას.
ყველაფერი 1916 წელს დაიწყო. ამ მიწის მფლობელები უშედეგოდ ეძებდნენ ნიადაგში წყალს, რადგან შტატების მოხრიოკებულ ადგილას მდიდრული ფერმა გაეშენებინათ. ერთხელაც მიწის თხრის დროს ბურღი ისეთ ადგილს მოხვდა, საიდანაც ყველას გასახარად წყალმა ამოხეთქა, ასე შეიქმნა გეიზერი. მაგრამ ამ წყლის დინებამ მხოლოდ 1960 წლამდე გასტანა. 1960 წელს მეორე გეიზერმა ამოხეთქა, პირველი კი შეწყდა, ამბობენ რომ მეორემ პირველის დინებას მიმართულება შეუცვალა.
შემდეგ ეს სკულპტურაც დაიდგა, რამაც გეიზერს უფრო სხვა დატვირთვა შესძინა. როგორც ხედავთ ქვევით პატარა ტბორია, აქ სხვადასხვა ჯიშის თევზებს შეხვდებით, რომლებიც თავის მხრივ ფრინველებსაც იზიდავენ, ხშირად სტუმრობენ გუბურას გედები და გარეული იხვები.
რამდენიმე ორგანიზაციამ სცადა უკვე მოლაპარაკებოდა მფლობელებს, რათა ეს ადგილი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადათ, მაგრამ უშედეგოდ, მეპატრონე გაყიდვას არ აპირებს.
ბრაზილია Chapada Diamantina
თუ ბრაზილიაში მოხვდით სისულელე იქნება ასეთი მშვენიერი სანახაობა გამოტოვოთ. ეს Chapada Diamantina-ს ნაციონალური პარკია. პარკი 1985 წელს შეიქმნა და ბრაზილიის ალმასის ბუმის ისტორიაში დიდი როლიც ითამაშა. ულამაზესი ბუნება, უზარმაზარი მთები, გამოქვაბულები, ჩანჩქერები, ამ ყველაფრის ნახვას ნაციონალური პარკის ტურები უზრუნველყოფს.
Antelope Canyon – არიზონა, აშშ
ასეთ ლამაზ კანიონში ალბათ ვერასდროს მოხვდებით, მზე აქაურობას გასაოცარ ეფექტს ანიჭებს, ამას სურათებზეც კარგად დაინახავთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ფოტოხელოვნებისა და ჩვეულებრივი ტურისტებისთვის. კანიონი ორი ნაწილისგან შედგება, ზედა და ქვედა კანიონებისგან.
…………………………………………………………………………………………………………………..